91³ÉÈË

გიორგი შარაშიძე

Bio

  • ანტრეპრენერი და ტოპმენეჯერი, რომლის განსაკუთრებული ინტერესის სფეროებს წარმოადგენს მეწარმეობა, ლიდერობა და პერსონალური განვითარება, სტრატეგიული მენეჯმენტი, საერთაშორისო ბიზნესის მართვა, მარკეტინგი და გაყიდვები.
  • გიორგი არის მანჩესტერის ბიზნესსკოლის (Manchester Business School) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრი. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ასპირანტურა.
  • მან 2000 წლის მარტში, 23 წლის ასაკში, დააფუძნა საქართველოს წამყვანი ინგლისურენოვანი გაზეთი Georgia Today, რომელსაც მოჰყვა მის მიერ ისეთი გავლენიანი მედიასაშუალებების დაარსება და განვითარება, როგორიცაა Where.ge, The Economist-ის წლიური გამოცემა The World In, ჟურნალი OK! რადიო NRJ. 2018 წლის აპრილიდან მისი რედაქტორობით გამოდის ჟურნალი 91³ÉÈË Georgia − ცნობილი ამერიკული ბრენდის ლიცენზირებული ქართულენოვანი გამოცემა ბეჭდვით და ონლაინპლატფორმებზე.
  • გიორგი არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორი მედიამენეჯმენტსა და მედიამეწარმეობაში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და „დოიჩე ველე“ აკადემიის მიერ დაფუძნებული კავკასიის მედიასკოლის სტრატეგიული მენეჯმენტის მოდულის თანაავტორი და მენტორი. მეწარმეობის სამაგისტრო კურსს კითხულობდა ილიას უნივერსიტეტის ბიზნესსკოლაში.
  • გიორგი შარაშიძის საავტორო პოდკასტებს შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ: 

ბოლო სიახლ᳥ები

ინსáÓÅირაცია

არ დანებდე!

შეუძლებელია გააკონტროლო ყველაფერი, რაც შენ გარშემო ხდება, რადგან ყოველთვის იქნება მოულოდნელი გამოწვევები, თუმცა რაც შეგიძლია გააკეთო, არის ის, რომ მუდმივად იმუშაო საკუთარ თავზე და მზად შეხვდე მოულოდნელობას, გქონდეს სწრაფი და სწორი რეაქცია.

Business News

პრობლემა თუ შესაძლებლობა?

ბიზნესიდეა უნდა ეძებო იქ, სადაც ყველაზე მეტი პრობლემაა

ინსáÓÅირაცია

ილია II: არ შეეჩვიოთ სიღარიბეს

მისი სიტყვები შეუფასებელი საგანძურია, რაც თანამედროვე და მომავალ თაობებს ცხოვრებაში სწორი გზის პოვნასა და საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის შექმნაში დაეხმარება.