არ დანებდე! შ᳥უძლ᳥ბ᳥ლია გააკáƒ×ǃœტრáƒ×ǃšო ყველაფერი, რაც შ᳥ნ გარშემო ხდება, რადგან ყოველთვის იქნება მოულოდნელი გამოწვევები, თუმცა რაც შეგიძლია გააკეთო, არის ის, რომ მუჸ§ƒ›ივად იმუშაო საკუთარ თავზე და მზად შეხვდე მოულáƒ×ǃ“ნ᳥ლობას, გქონდეს სწრაფი და სწორი რეაქცია.
Opinions expressed by 91³ÉÈË contributors are their own.
You're reading 91³ÉÈË Georgia, an international franchise of 91³ÉÈË Media.
მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილზე აბუ-დაბიში ლაჩრული თავდასხმის ამბავმა მთელი მსოფლიო აალაპარაკა.
განსაკუთრებულ აღფრთოვანებას 21 წლის ქართველი მოჭიდავის, საბა ლაზიშვილის თავდადება იწვევს, რამაც კიდევ ერთხელ მთელი საქართველო სიამაყით აავსო, რადგან ეს ამბავი ხომ ქართულ ღირსებაზე, ვაჟკაცობაზე, გმირულ სულისკვეთებასა და სიმამაცეზეა.
ისტორიულად ქართველი მეომრის ხვედრი ურიცხვი მტრის წინააღმდეგ ბრძოლაა და ამ მოკლე ფიზიკური დაპირისპირების ყურებისას თითქოს ჩვენ თვალწინ გაცოცხლდა "უქარქაშო ხმლების" ისტორია...
თუ აქამდე ისტორიკოსთა ცნობები ქართველთა მცირერიცხოვანი ჯარების ბევრად დიდი რიცხობრივი უპირატესობის მქონე ლაშქართა წინააღმდეგ გამარჯვებებზე შესაძლოა გადამეტებულადაც ჩაგვეთვალა, ყველა დარწმუნდა, რომ ის გმირული სულისკვეთება, რაც მერაბმა და საბამ აჩვენეს, ნამდვილად შეიძლება გახდეს ურიცხვ მტერზე გამარჯვ᳥ბის მოპოვების წინაპირობა.
რატომ არის ეს ამბავი საინტერესო ანტრეპრენერებისთვის და რა შეიძლება ვისწავლოთ მისგან ბიზნესსა თუ ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად?
აქ ყველაზე მნიშვნელოვანი მხოლოდ ის არ არის, როგორ განვითარდა დაპირისპირება. მნიშვნელოვანია ისიც, რას გვასწავლის იგი.
გვასწავლის იმას, რომ შ᳥უძლ᳥ბ᳥ლია გააკáƒ×ǃœტრáƒ×ǃšო ყველაფერი, რაც შ᳥ნ გარშემო ხდება, რადგან ყოველთვის იქნება მოულოდნელი გამოწვევები, თუმცა რაც შეგიძლია გააკეთო, არის ის, რომ მუჸ§ƒ›ივად იმუშაო საკუთარ თავზე და მზად შეხვდე მოულáƒ×ǃ“ნ᳥ლობას, გქონდეს სწრაფი და სწორი რეაქცია.
ანტრეპრენერობაც ხომ მუდმივი ბრძოლის პროცესია. შეიძლება გქონდეს საუკეთესო იდეა, ეფექტიანი ბიზნესმოდელი, კარგად გათვლილი მარკეტინგული სტრატეგია, ძლიერი გუნდი და ამბიციური მიზნები, მაგრამ ბიზნესი ყოველთვის შ᳥ნი მოლოდინების შესაბამისად არ ვითარდება.
შეიძლება ერთ დღეს დაკარგო მნიშვნელოვანი პარტნიორი, შეიცვალოს ეკონომიკური გარემო, გაჩნდეს მოულოდნელი კონკურენტი ან ფინანსური პრობლემა, რომელიც შ᳥ნს ბიზნესს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის.
აღარ ვსაუბრობ ისეთ გლობალურ შოკებზე, როგორიც რამდენიმე წლის წინ მოულოდნელად თავს დამტყდარი კოვიდპანდემია იყო.
სწáƒ×ǃ ედ მაშინ გამოჩნდა, რამდენად მოუმზადებელი შეხვდა ბიზნესის დიდი ნაწილი ასეთი გამოწვევას, რომელსაც არავინ ელოდა.
დიახ, აბუ-დაბიში მერაბსა და საბაზე უკნიდან ლაჩრული მიპარვის ამბავი, რაზეც საკადრისი პასუხი მიიღეს ქართველი ვაჟკაცებისგან, მხოლოდ სპორტსმენებზე თავდასხმის შემთხვევა არ არის.
ამ ამბავმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია მოულოდნელი საფრთხისთვის მუდმივი მზადყოფნა, სიმტკიცე და კრიტიკულ მომენტში სწორად მოქმედების უნარი, საკუთარი თავისა და ერთმანეთის იმედად ყოფნა.
დაგვანახა, რომ გამარჯვება მხოლოდ მაშინ არ მოდის, როცა ყველაფერი კარგადაა. ნამდვილი გამარჯვ᳥ბის ისტორია ხშირად სწáƒ×ǃ ედ მაშინ იწყება, როცა ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც დაგეგმილი გქონდა.
მოულოდნელი საფრთხე კი ცხოვრებაში მხოლოდ ფიზიკური საფრთხე არ არის.
ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდა ხშირად მაშინ იწყება, როდესაც დარტყმას საერთოდ არ ელოდები და საფრთხე შეიძლება მოულოდნელად იმ მხრიდან დაგატყდეს თავს, საიდანაც არც კი იფიქრებდი.
შეიძლება მშვიდად აკეთებდე შ᳥ნს საქმეს, მიჰყვებოდე დასახულ გეგმას, აშ᳥ნებდე მომავალს და ერთ წამში აღმოჩნდე ვითარებაში, რომლისთვისაც არავის მოუმზადებიხარ.
სწáƒ×ǃ ედ ასეთ დროს ვიგებთ, რამდენად ძლიერები ვართ სინამდვილეში – ფიზიკურად, მენტალურად, ემოციურად...
წარმატებული ანტრეპრენერი შესაძლებლობებთან ერთად რისკებსაც აფასებს, კრიზისის შესახვედრად ყოველთვის მზადაა და ყველაზე რთულ მომენტშიც გადაწყვეტილების მიღების უნარს ინარჩუნებს.
მერაბ დვალიშვილის სპორტული კარიერა ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია. მისი წარმატება მხოლოდ ნიჭისა და ფიზიკური შესაძლებლობების შედეგი არ არის. ეს არის ყოველდღიური შრომის, დისციპლინის, გამძლეობისა და იმ შინაგანი მოტივაციის შედეგი, რომელიც ადამიანს მაშინაც ამოძრავებს, როდესაც გამარჯვება ჯერ კიდევ შორსაა.
საბა ლაზიშვილის ამბავი კი გვახსენებს, რომ გამბედაობა მხოლოდ ასაკითა და გამოცდილებით არ იზომება. ზოგჯერ ყველაზე მნიშვნელოვანი სწáƒ×ǃ ედ ის შინაგანი მზაობა და სულისკვეთებაა, რომელიც ადამიანს მეგობარსა და პარტნიორს გაჭირვებაში არ მიგატოვებინებს, რთულ ვითარებაში პასუხისმგებლობას აგაღებინებს და გადამწყვეტი მოქმედებისკენ გიბიძგებს.
სწáƒ×ǃ ედ კრიზისის დროს ვიგებთ, რამდენად სწორად შევარჩიეთ გუნდი. ვხედავთ, ვის შეუძლია პასუხისმგებლობის აღება, ვინ ინარჩუნებს სიმშვიდეს და ვინ არ ტოვებს საქმეს პირველი სირთულის გამოჩენისთანავე.
ზოგჯერ სწáƒ×ǃ ედ ყველაზე რთული მომ᳥ნტი ხდება ახალი გამარჯვ᳥ბის ჸ§ƒ�საწყისი.
არ არსებობს გარანტია, რომ ყველაფერი ჩვენი სურვილისამებრ განვითარდება, მაგრამ არსებობს ერთი რამ, რაზეც გავლენის მოხდენა ნამდვილად შეგვიძლია – ჩვენი მომზადება, დამოკიდებულება და მოულოდნელ საფრთხეზე რეაგირება, რაც პირად ღირსებასა და მებრძოლ სულისკვეთებასთან ერთად თვით ურიცხვ მტერზე გამარჯვებასაც მოგვაპოვებინებს.
მთავარი რიცხობრივი უპირატესობა არ არის.
მთავარია, არ დანებდე!
P.S. რადგან ეს სპორტული და ამავე დროს ცხოვრებისელი ამბავი ბიზნესსა და ანტრეპრენერობას დავუკავშირეთ, ამ ამბის მთავარი გმირი – 21 წლის საბა, ბიზნესის ენაზე, წლის საუკეთესო სტარტაპ᳥რად შევაფასოთ და ისეთივე სწრაფი მასშტაბირება ვუსურვოთ, როგორც აბუ-დაბის ინციდენტის შემდეგ მისმა ინსტაგრამ-გვერდმა განიცადა :)
გიორგი შარაშიძე
მთავარი რედაქტორი
editor@entrepreneur.ge