ენერგია – რესურსი, რასაც იშვიათად ვითვლით, მაგრამ ყველაზე ხშირად ვხარჯავთ
Opinions expressed by 91 contributors are their own.
You're reading 91 Georgia, an international franchise of 91 Media.
ბიზნესში ვითვლით ყველაფერს: ფულს, დროს, გაყიდვებს, მომხმარებლებს, ბაზარს, ზრდის ტემპს, ხარჯებს, შემოსავლებს, ეფექტიანობას; ვადგენთ ბიუჯეტებს, განვითარების ოპტიმისტურ თუ პესიმისტურ სცენარებს, მოგებიანობის კოეფიციენტებს, მოკლევადიან თუ გრძელვადიან სტრატეგიებს...
მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი რესურსი, რომელსაც ყველაზე ნაკლებად ვითვლით, ყველაზე ხშირად კი სწორედ მას ვხარჯავთ.
ეს ენერგიაა. რესურსი, რომელსაც ყველაზე მეტად უნდა გავუფრთხილდეთ.
დამწყები ანტრეპრენერისთვის მთავარ პრობლემას დროის ნაკლებობა წარმოადგენს. გამოცდილებასთნ ერთად, ყველა ხვდება, რომ ხშირად დრო კი არა, ენერგია გვაკლია.
შეიძლება ადამიანს მთელი დღე თავისუფალი ჰქონდეს, მაგრამ არაფრის გაკეთების ძალა და ენერგია არ გააჩნდეს და პირიქით, როცა ენერგია გაქვს, რამდენიმე საათში იმაზე მეტს აკეთებ, ვიდრე დაღლილ-დაქანცული მთელი დღის განმავლობაში.
გადაწყვეტილებების ხარისხი, მოთმინება, კრეატიულობა, ადამიანებთან ურთიერთობა და რისკის აღების უნარი პირდაპირ არის დაკავშირებული იმასთან, თუ რა მდგომარეობაში ვართ ფიზიკურად და ემოციურად.
ამიტომ ენერგიის მართვა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც დროის მართვა. მეტიც, ენერგიის მართვა დროის უფრო ეფექტურ მართვასაც განაპირობებს.
ადამიანის პროდუქტიულობას მხოლოდ დრო არ განსაზღვრავს, მთავარი რესურსი ენერგიაა.
ენერგია მხოლოდ ფიზიკურ ენერგიას არ გულისხმობს, არსებობს ემოციური ენერგია, რისთვისაც პოზიტიური ადამიანური ურთიერთობ᳥ბი დ სტრესის მართვაა საჭირო, ისევე როგორც გონებრივი ენერგია, რაც ყურადღების კონცენტრაციას და ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეების სწორ დროს კეთების უნარს მოითხოვს.
დრო შეზღუდული რესურსია, მისი უკან დაბრუნება შეუძლებელია, ენერგიის აღდგენა კი შესაძლებელი. ამიტომ ბიზნესში ეფექტიანობის მისაღწევად მხოლოდ მუშაობისთვის მეტი დროის დათმობა არაა საკმარისი, საჭიროა ენერგიის პერიოდული აღდგენა და ყველაზე რთული სამუშაოს იმ პერიოდში შესრულება, როცა ენერგიის დონე მაღალია.
და მაინც, რა წყაროებიდან შეგვიძლია მივიღოთ ენერგია, რომელიც დასახული მიზნების მიღწევისა და ხარისხიანი ცხოვრებისთვის გვჭირდება?
მოძრაობა
სიარული, ცურვა, ვარჯიში, კიბეზე ფეხით ასვლა. შეიძლება ყოველდღიურად სპორტდარბაზში ვარჯიში ვერ შევძლოთ, მაგრამ დღეში 30 წუთი ფეხით სიარული უნდა მოვახერხოთ. მთავარია, სხეულს ყოველდღე შევახსენოთ, რომ ცოცხალია და შექმნილია მოძრაობისთვის.
მზე
რამდენიმე წუთი დღის სინათლეზე ყოფნა თითქოს უმნიშვნელო ჩვევაა, მაგრამ ჩვენს შემართებასა და ძილის რიტმზე დიდ გავლენას ახდენს. ბუნებრივი სინათლე ახალი ენერგიით გვმუხტავს, საჭირო ვიტამინებით გვკვებავს და განწყობას გვიმაღლებს.
სუფთა ჰაერი
ზოგჯერ საუკეთესო იდეა არა ოფისში, არამედ ბუნებაში სეირნობისას ჩნდება. კომპიუტერისა თუ ტელეფონის ეკრანისგან, ხმაურისა და მუდმივი შეტყობინებებისგან მცირე პაუზა და სუფთა ჰაერზე გასეირნება ენერგიის აღდგენის საუკეთესო წყაროა.
თვითრ᳥ალიზაცია
ფული აუცილებელია, მაგრამ არა საკმარისი. ენერგიას გვაძლევს განცდა, რომ რაღაც სასიკეთოს ვქმნით, ვვითარდებით და არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ჩვენი გარემოსთვის, ადამიანებისა და სოციუმისთვის მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ.
ურთიერთობ᳥ბი
ადამიანები ჩვენი ენერგიის ყველაზე დიდი წყაროც შეიძლება იყვნენ და ყველაზე დიდი მომხმარებლებიც. ოჯახი, მეგობრები, ურთიერთობ᳥ბი – ეს ის სფეროა, სადაც ენერგიას უბრალოდ არ ვხარჯავთ; სწორ ადამიანებთან ყოფნისას ენერგიით ვივსებით.
წყალი
ყველაზე უბრალო რამ, რომელსაც ხშირად ყველაზე მეტად ვივიწყებთ. დეჰიდრატაცია შეიძლება დაღლილობის, თავის ტკივილისა და კონცენტრაციის დაქვეითების მიზეზი გახდეს. ზოგჯერ სხეული იმაზე მარტივ რამეს გვთხოვს, ვიდრე გვგონია.
ძილი
თანამედროვე ბიზნესკულტურაში გამოუძინებლობა ხშირად შრომისმოყვარეობადაც კი ითვლება. თითქოს ნაკლები ძილი მეტ წარმატებას ნიშნავს. სინამდვილეში, არასაკმარისი ძილი ამცირებს ყურადღებას, გადაწყვეტილებების ხარისხს და თვითკონტროლს. ძილი დაკარგული დრო კი არა, აღდგენილი ენერგიაა.
კვება
სხეულს საწვავი სჭირდება და როგორც ავტომობილში, აქაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რამდენს ვასხამთ, არამედ რას. საკვები პირდაპირ მოქმედებს ენერგიის სტაბილურობაზე, კონცენტრაციასა და ყოველდღიურ პროდუქტიულობაზე.
ამ ყველაფერში ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ენერგიის აღდგენის ძირითადი საშუალებები თითქმის უფასო და ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომია.
მოძრაობა. მზე. ჰაერი. წყალი. ძილი. პოზიტიური ურთიერთობ᳥ბი. ნორმალური კვება. საყვარელი საქმის კეთება.
ბიზნესის წარმატება მხოლოდ იმაზე არ არის დამოკიდებული, რამდენი ფული გაქვს ან რამდენ საათს მუშაობ. ის იმაზეცაა დამოკიდებული, რა ენერგიით ხვდები თითოეულ დღეს.
ამიტომ, მოდი, ვისწავლოთ არა მხოლოდ დროის, არამედ საკუთარი ენერგიის მართვა, რადგან, საბოლოოდ, ანტრეპრენერის ყველაზე ძვირფასი აქტივი არა მისი კაპიტალი, არამედ ის ენერგიაა, რომელიც მას შეუჩერებელ მებრძოლად აქცევს.
და რა არის შენთვის ენერგიის მთავარი წყარო?
გიორგი შარაშიძე
მთავარი რედაქტორი
editor@entrepreneur.ge