VREX-ის და "8000 მოსავალის" დამფუძნებლები გადაცემაში "91³ÉÈË ხმა" "91³ÉÈË ხმა" მორიგი გადაცემით ბრუნდება რადიო NRJ-ის პირდაპირ ეთერში
You're reading 91³ÉÈË Georgia, an international franchise of 91³ÉÈË Media.
26 მარტს, 19:00 საათზე "91³ÉÈË ხმა" მორიგი გადაცემით ბრუნდება რადიო NRJ-ის პირდაპირ ეთერში. როგორც ყოველთვის, ამჯერადაც საინტერესო სტუმრებს ვუმასპინძლებთ და მათ წარმატების ისტორიებს მოვისმენთ:

- ირაკლი ჩხაიძე, ღვინის მაღაზიათა ქსელის "8000 მოსავალის" დამფუძნებელი
- ნიკა როსტომაშვილი და ნიკოლოზ გოგოჭური, VREXის დამფუძნებლები
გადაცემის პარალელურად, ტრადიციულად, ანტრეპრენერის კლუბის შეხვედრაც გაიმართება, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა წარმატებით ასრულებს სტარტაპერებისა და ანტრეპრენერშიფით დაინტერესებული ადამიანების ერთმანეთთან გაცნობისა და დაკავშირების პლატფორმის ფუნქციას.

არაფორმალური შეხვედრების სერია, რადიო გადაცემის მსგავსად, ყოველკვირეულ ხასიათს ატარებს. ადამიანებს, რომელთაც სურთ სასიამოვნო გარემოში, ღვინისა და ქართული პროდუქტების თანხლებით გაატარონ საღამოს საათები, გაიცნონ ახალი ადამიანები საინტერესო სტარტაპ ისტორიებით, გაუზიარონ ერთმანეთს იდეები, მიიღონ ინსáÓÅირაცია და პოზიტიური ენერგიით დაიმუხტონ, ყოველ სამშაბათს, დოლიძის 2 ნომერში მდებარე რადიოკაფეში, ანტრეპრენერის სივრცეში ველოდებით.

"91³ÉÈË ხმა", რომელმაც სტარტი 2018 წელს აიღო, ჟურნალ 91³ÉÈË-ის მთავარი რედაქტორის, გიორგი შარაშიძის საავტორო გადაცემაა, რომლის მიზანიც ფართო საზოგადოებისთვის უცნობი, მაგრამ უნიკალური ისტორიების მქონე თანამედროვე ქართველ ანტრეპრენერთა გაცნობაა.