91³ÉÈË

თიბისი - ყველაზე სწრაფად მზარდი ბანკი ვაჭრáƒ×ǃ‘ის დაფინანსების მიმართულებით

You're reading 91³ÉÈË Georgia, an international franchise of 91³ÉÈË Media.

აზიის განვითარების ბანკმა - ADB, ვაჭრáƒ×ǃ‘ის ხ᳥ლშეწყობის პროგრამაში ჩართულ ბანკებს შორის, თიბისი ყველაზე სწრაფად მზარდ ბანკად დაასახელა. აღნიშნული ჯილდო თიბისიმ, 2021 წლის 1 ივლისიდან 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით, ADB-ის ვაჭრáƒ×ǃ‘ის ხ᳥ლშეწყობის პროგრამის ფარგლებში ყველაზე მეტი ტრანზაქციის განხორციელებისთვის მიიღო.

ასევე, თიბისიმ, კორპორატიული კლიენტისთვის სომხეთში ღვინის დანადგარების მიწოდების მიზნით წარმატებით განხორციელებული ტრანზაქციისთვის, მსოფლიოში წლის საუკეთესო SME ტრანზაქციის ჯილდოც მოიპოვა. ვაჭრáƒ×ǃ‘ის დაფინანსების მიმართულებით, თიბისი პირველი ქართული ბანკია, რომელმაც დამადასტურებელი ბანკების კატეგორიაში ზედიზედ უკვე მეორედ გაიმარჯვა.

"ვაჭრáƒ×ǃ‘ის დაფინანსების მიმართულებით მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი ბანკის ჯილდო სრულიად ახალი და ძალიან საპასუხისმგებლო სტატუსია თიბისისთვის. საერთაშორისო აღიარება ადასტურებს, რომ ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების საჭიროებებსა და ზოგადად, გლობალურ ტენდენციებს წარმატებით ვპასუხობთ - კომპანიებს თანამედროვე, ინოვაციურ გადაწყვეტებს ვთავაზობთ, მათ ბიზნესპროცესებს ვამარტივებთ და ნებისმიერ რეალობაში, სავაჭრო ოპერაციების უწყვეტობასა და უსაფრთხოებას უზრუნველვყოფთ. რაც შეეხება მსოფლიოში საუკეთესო ტრანზაქციის ჯილდოს, ამ აღიარებას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის დამადასტურებელი ბანკების კატეგორიაში ზედიზედ უკვე მეორედ გამარჯვება. გასულ წლებში, აღნიშნულ კატეგორიაში საუკეთესო ტრანზაქციის ჯილდოს მფლობელები ისეთი საერთაშორისო ბანკები ხდებოდნენ, როგორებიცაა: Standard Chartered Bank, Citibank და სხვები", - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

ვაჭრáƒ×ǃ‘ის ხ᳥ლშეწყობის პროგრამის დაჯილდოების ფარგლებში, თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან მესამე ჯილდოც მოიპოვა და ტრანზაქციების რაოდენობის დამსახურებით, საქართველოში ADB-ის წამყვან პარტნიორ ბანკად ზედიზედ უკვე მერვედ დასახელდა.

ADB-ის ვაჭრáƒ×ǃ‘ისა და მიწოდების ჯაჭვის ხ᳥ლშეწყობის პროგრამა (TSCFP), საერთაშორისო ვაჭრáƒ×ǃ‘ის ხ᳥ლშეწყობისა და რეგიონის მდგრადი განვითარების მიზნით, პარტნიორ ბანკებზე გარანტიებსა და სესხებს გასცემს. 2009 წლიდან დღემდე, პროგრამამ ჯამურად 57 მილიარდი დოლარის ღირებულების 45,510 ტრანზაქცია განახორციელა.

91³ÉÈË-ის გუნდი

91³ÉÈË Staff

91³ÉÈË საქართველოს გუნდი