Startup World Cup-ის რეგიონალური შეჯიბრი თბილისში ბრუნდება
Opinions expressed by 91 contributors are their own.
You're reading 91 Georgia, an international franchise of 91 Media.
2026 წლის 19-20 ივნისს თბილისი კვლავ რეგიონული ინოვაციების, მეწარმეობისა და ინვესტიციების ცენტრი გახდება. Startup World Cup-ის რეგიონალური შეჯიბრი გააერთიანებს სტარტაპებს, ინვესტორებს, ანგელოზ ინვესტორებს, ვენჩურული კაპიტალის ფონდებს, ტექნოლოგიურ კომპანიებსა და ეკოსისტემის ლიდერებს საქართველოდან, კავკასიიდან, MENA-ს რეგიონიდან და ცენტრალური აზიიდან.
ღონისძიების ფინალი წელს Global Tech Weekend Tbilisi-ს პარტნიორობითა და მის ფარგლებში გაიმართება, რაც მონაწილეებს კიდევ უფრო ფართო საერთაშორისო აუდიტორიასთან და შესაძლებლობებთან დააკავშირებს.
Startup World Cup-ის რეგიონალურ ნახევარფინალსა და ფინალში მონაწილე სტარტაპები იბრძოლებენ სან-ფრანცისკოში, სილიკონ ველიზე გასამგზავრებლად, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გამარჯვებულებთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას Startup World Cup-ის გრანდიოზულ ფინალში.
გამარჯვებულ სტარტაპს შესაძლებლობა ექნება იბრძოლოს 1 მილიონი აშშ დოლარის საინვესტიციო პრიზისთვის Pegasus Tech Ventures-ისგან - გლობალური ვენჩურული ფონდისგან, რომელიც მხარს უჭერს ისეთი წარმატებული ტექნოლოგიური კომპანიების განვითარებას, როგორიცაა OpenAI, SpaceX, 23andMe და სხვა.
რას უნდა ელოდოთ 2026 წლის ღონისძიებაზე
19 ივნისი - Startup Showcase & Startup World Cup ნახევარფინალი
- Startup Expo & Networking
დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ პირადად გაეცნონ სტარტაპების პროდუქტებს, ტექნოლოგიებსა და ბიზნეს მოდელებს, დაამყარონ ახალი კონტაქტები და აღმოაჩინონ თანამშრომლობის შესაძლებლობები.
- Startup World Cup რეგიონალური ნახევარფინალი
დაახლოებით 20 სტარტაპი სხვადასხვა ქვეყნიდან წარადგენს საკუთარ პროექტს საერთაშორისო ჟიურის წინაშე და იბრძოლებს ფინალში მოსახვედრი 10 ადგილისთვის.
20 ივნისი - ფინალი Global Tech Weekend-ზე
- Global Tech Weekend Tbilisi
ტექნოლოგიების, მეწარმეობისა და კრეატიული ინდუსტრიების მასშტაბური ფესტივალი, რომელიც ათასობით მონაწილეს უმასპინძლებს.
- Startup Expo II
სტარტაპების გამოფენა მაღალი დასწრების მქონე აუდიტორიისთვის, ინვესტორებთან, ტექნოლოგიურ კომპანიებთან და პოტენციურ პარტნიორებთან პირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობით.
- Startup World Cup Finals
რეგიონის 10 საუკეთესო სტარტაპი მთავარ სცენაზე წარდგება. გამარჯვებული მოიპოვებს უფლებას წარადგინოს რეგიონი სან-ფრანცისკოში, Startup World Cup-ის მსოფლიო ფინალზე.
- VIP Networking Reception
Startup World Cup-ის რეგიონალურ შეჯიბრში მონაწილეობის მსურველმა სტარტაპებმა განაცხადი უნდა შეავსონ ოფიციალური აპლიკაციის ფორმის მეშვეობით, ქვემოთ მოცემულ ბმულზე:
აღსანიშნავია, რომ წელს ნახევარფინალში ერთი ადგილი განკუთვნილია სტუდენტური სტარტაპისთვის, ხოლო ორი ადგილი ე.წ. Wildcard contest-ის გამარჯვებულთათვის.
დასასწრები ბილეთების შესაძენად და დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საიტს:
ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი ბიზნესი;
მხარდამჭერები – ნექსია, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, Terminal, თელიანი ველი.
მედია პარტნიორი - 91