91³ÉÈË

სილიკონ ველის წამყვანი აქსელერატორი ქალ სტარტაპერებს ეკონომიკური ზრდის პროგრამაში მონაწილეობისთვის იწვევს

You're reading 91³ÉÈË Georgia, an international franchise of 91³ÉÈË Media.

entrepreneur.ge

ოთხშაბათს, 25 ნოემბერს, ქალი მეწარმეებისთვის ახალი, სწრაფი ეკონომიკური ზრდის პროგრამის საინფორმაციო სესია გაიმართება. პროგრამა, რომელსაც სილიკონ ველის აქსელერატორი, აშშ-ის ბაზრის წვდომის ცენტრი (USMAC), USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან თანამშრომლობით ახორციელებს, მიზნად ისახავს ქართული სტარტაპების ქალ ხელმძღვანელებს განვითარებასა და გლობალური ბაზრების ათვისებაში დაეხმაროს.

პროგრამის საინფორმაციო სესია ონლაინ ჩატარდება და დაინტერესებულ ქალ სტარტაპერებს პროგრამის დეტალებზე მიაწვდის ინფორმაციას. სესიაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება

ინიციატივა სახელწოდებით, "ქართველი ქალები ტექნოლოგიებში" (GWIT) ექვს თვიანი ონლაინ პროგრამაა, რომელსაც შერჩეული მონაწილეები გაივლიან. USMAC-ი, რომელიც ქალი მეწარმეებისთვის დაანონსებული პროგრამის ინიციატორია, სტარტაპებს "სილიკონ ველის" მეშვეობით, გლობალური ბაზრების ათვისებაში ეხმარება. 10 წლის განმავლობაში, USMAC-მა 37 ქვეყანაში, 1,300-ზე მეტ სტარტაპს გაუწია დახმარება.

ინიციატივის პარტნიორები არიან USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, რომელიც DAI-ის მხარდაჭერით ხორციელდება და ქალების მიერ შექმნილ ხუთ ქართულ სტარტაპს გაუწევს ფინანსურ დახმარებას, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU), რომელიც ერთ შერჩეულ სტარტაპს დაეხმარება და დამატებით ბიზნეს სერვისების პაკეტს შესთავაზებს და გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women), რომელიც ასევე ერთ სტარტაპს გაუწევს მხარდაჭერას.

ინფო სესია 25 ნოემბერს, თბილისის დროით 19:30სთ-ზე ჩატარდება, ვებინარზე დასასწრებად, გაიარეთ რეგისტრაცია

91³ÉÈË-ის გუნდი

91³ÉÈË Staff

91³ÉÈË საქართველოს გუნდი