Scania საქართველოში Hertz-ის საოპერაციო ლიზინგი ხელმისაწვდომი ხდება
Opinions expressed by 91 contributors are their own.
You're reading 91 Georgia, an international franchise of 91 Media.

Scania საქართველო ფინანსური მომსახურებების პორტფელს აფართოებს და მომხმარებლებს Hertz-ის საოპერაციო ლიზინგს სთავაზობს. ახალი სერვისი კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, თანამედროვე Scania-ს სატვირთო ავტომობილებით საწყისი ინვესტიციის გარეშე ისარგებლონ და ავტოპარკის მართვა უფრო მარტივი და ფინანსურად პროგნოზირებადი გახადონ.
რა შესაძლებლობებს ქმნის ეს შეთავაზება ბიზნესისთვის და რა უპირატესობები აქვს საოპერაციო ლიზინგს, ამ თემებზე დეტალურად Hertz-ისა და წარმომადგენლებს გავესაუბრეთ.
თენგიზ ცინცაძე
Hertz-ის გენერალური დირექტორი
რა არის საოპერაციო ლიზინგი და რით განსხვავდება ის კლასიკური ფინანსური ლიზინგისგან?
საოპერაციო ლიზინგი არის ავტოპარკით გრძელვადიანი სარგებლობის მოდელი, რომლის ფარგლებშიც კომპანია იღებს ავტომობილს ფიქსირებული თვიური საფასურის სანაცვლოდ, ხოლო მის ტექნიკურ, საოპერაციო და ადმინისტრაციულ მართვას უზრუნველყოფს მომსახურების მიმწოდებელი.
კლასიკური ფინანსური ლიზინგისგან განსხვავებით, საოპერაციო ლიზინგის მთავარი მიზანი არ არის ავტომობილის შეძენა, არამედ მისი ეფექტიანი გამოყენება სრული სერვისის თანხლებით. მომხმარებელი იღებს არა მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებას, არამედ ტექნიკურ მხარდაჭერას, დაზღვევას, მომსახურებას და პროცესების მართვას ერთიანი მოდელის ფარგლებში.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ კომპანიებისთვის, რომელთათვისაც ავტოპარკი ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია. საოპერაციო ლიზინგი მათ ეხმარება ხარჯების პროგნოზირებაში, ტექნიკური რისკების შემცირებასა და ძირითადი ბიზნესის განვითარებაზე ფოკუსირებაში.
რას მოიცავს Hertz-ის საოპერაციო ლიზინგის პაკეტი და რა მომსახურებებს იღებს მომხმარებელი?
Hertz-ის საოპერაციო ლიზინგის პაკეტი მომხმარებელს სთავაზობს სრულად მართულ სერვისს, სადაც ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ტექნიკური და ადმინისტრაციული პროცესები Hertz-ის გუნდის მიერ იმართება.
პაკეტი მოიცავს ავტომობილის რეგისტრაციას, დაზღვევას, ავტოსაგზაო შემთხვევების მენეჯმენტს, რეგულარულ ტექნიკურ მომსახურებას, ცვეთადი ნაწილების მომსახურებას, საბურავების სეზონურ შეცვლას, საგზაო დახმარებას, ევაკუატორის მომსახურებას, ჩანაცვლების სერვისს, GPS მომსახურებასა და რეპორტინგს.
მომხმარებელი ასევე იღებს ადმინისტრაციულ მხარდაჭერას - ჯარიმების მონიტორინგს, რეპორტინგს, გადახდის ადმინისტრირებას და პერსონალური ტექნიკური და ადმინისტრაციული მენეჯერების მომსახურებას.
ამ მოდელის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ მომხმარებელს აღარ უწევს ცალკე ურთიერთობა სერვისცენტრებთან, სადაზღვევო კომპანიებთან ან სხვა მომწოდებლებთან. ბიზნესს ჰყავს ერთი პასუხისმგებელი პარტნიორი - Hertz, რომელიც უზრუნველყოფს ავტოპარკის გამართულობასა და პროცესების კოორდინაციას.
რა ტიპის კომპანიებსა და მომხმარებლებზეა გათვლილი ეს პროდუქტი საქართველოში?
საოპერაციო ლიზინგი გათვლილია იმ კომპანიებზე, რომელთა საქმიანობაშიც ავტოპარკი მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ეს შეიძლება იყოს სადისტრიბუციო, ლოგისტიკური, სავაჭრო, საწარმოო, სერვისული, ფარმაცევტული, FMCG, სამშენებლო და სხვა ტიპის ბიზნესი.
პროდუქტი განსაკუთრებით საინტერესოა კომპანიებისთვის, რომლებსაც სურთ მიიღონ გამართული სატრანსპორტო რესურსი პროგნოზირებადი თვიური ხარჯით, დიდი კაპიტალის ერთჯერადი დაბანდების გარეშე.
კომერციული ავტოპარკის შემთხვევაში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ავტომობილის ფასი, არამედ მისი უწყვეტი მუშაობა, დროული ტექნიკური რეაგირება და მოულოდნელი ხარჯებისგან დაცვა. სწორედ ამ საჭიროებებს პასუხობს Hertz-ის საოპერაციო ლიზინგის მოდელი.
არჩილ ბერიძე
Scania საქართველოს გაყიდვების შემდგომი სამსახურის ხელმძღვანელი
რატომ გადაწყვიტა Scania საქართველომ Hertz-ის საოპერაციო ლიზინგის დამატება საკუთარ შეთავაზებებში?
სატვირთო ავტომობილის ფლობა ბიზნესისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ, დროით და ადმინისტრაციულ რესურსს მოითხოვს. ჩვენი ხედვაა, მომხმარებელმა მაქსიმალურად მოახდინოს კონცენტრირება საკუთარი ბიზნესის განვითარებაზე და არ გადაიტანოს ყურადღება ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებულ არაპროგნოზირებად პროცესებზე. სწორედ ამიტომ, ჩვენი მიზანია მომხმარებლებს შევთავაზოთ მეტი კომფორტი, მოქნილობა და პროგნოზირებადობა, რაც Hertz-ის საოპერაციო ლიზინგთან პარტნიორობის მთავარი საფუძველი გახდა.
როგორ ავსებს ეს პროდუქტი იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც Scania უკვე სთავაზობს მომხმარებლებს - პირდაპირ შესყიდვასა და კლასიკურ ლიზინგს?
დღეს მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მის საჭიროებებზე მორგებული მოდელი: ავტომობილის პირდაპირი შესყიდვა, ფინანსური ლიზინგი ან საოპერაციო ლიზინგი. თუ კომპანიისთვის სატვირთო ავტომობილის ფლობა არ წარმოადგენს მთავარ მიზანს და პრიორიტეტი მოქნილობა და რესურსების ეფექტიანი მართვაა, საოპერაციო ლიზინგი ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტაა.
როგორ შეიძლება ამ პროდუქტმა შეცვალოს საქართველოში სატვირთო ავტოპარკების განახლებისა და ბიზნესის განვითარების მიდგომა?
საოპერაციო ლიზინგს აქვს პოტენციალი მნიშვნელოვნად შეცვალოს როგორც სატვირთო ავტოპარკების განახლების მოდელი, ისე ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორის განვითარება. მისი ფართო დანერგვის შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ:
• შემცირდება სატვირთო ავტოპარკის საშუალო ასაკი;
• შემცირდება საწვავისა და ტექნიკური მომსახურების ხარჯები;
• გაიზრდება ლოგისტიკური და სადისტრიბუციო კომპანიების პროდუქტიულობა;
• გაუმჯობესდება ქართული ბიზნესის კონკურენტუნარიანობა საერთაშორისო ბაზრებზე;
• ბიზნესებს მიეცემათ შესაძლებლობა, რესურსები ძირითადი საქმიანობის განვითარებაზე მიმართონ და არა ავტოპარკის ფლობასა და მართვაზე.
საოპერაციო ლიზინგის მთავარი უპირატესობაც სწორედ ეს არის - მომხმარებელი იხდის არა ავტომობილის სრულ ღირებულებას, არამედ მისი გამოყენებისთვის წინასწარ განსაზღვრულ და პროგნოზირებად ყოველთვიურ გადასახადს.