საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
Opinions expressed by 91 contributors are their own.
You're reading 91 Georgia, an international franchise of 91 Media.

სკოლებში ფინანსური განათლების გაძლიერების, გამოცდილების გაზიარებისა და მასწავლებელთა პრაქტიკული მხარდაჭერის მიზნით, ეროვნული ბანკის ორგანიზებით, მასშტაბური კონფერენცია - ფინანსური განათლება სკოლებში: იდეიდან საკლასო ოთახამდე გაიმართა. ღონისძიებამ ერთ სივრცეში გააერთიანა პედაგოგები, განათლების სფეროს ექსპერტები, საჯარო და საფინანსო სექტორის წარმომადგენლები, რათა ხელი შეუწყოს დაინტერესებულ მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობასა და პარტნიორობის გაღრმავებას.
კონფერენცია მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, ფინანსური განათლების მიმართულებით არსებული სახელმწიფო ხედვის, პროგრამებისა და შესაძლებლობების წარმოჩენას, ხოლო, მეორე მხრივ, მასწავლებლებისთვის პრაქტიკული მიდგომებისა და საგანმანათლებლო რესურსების გაზიარებას. რაც ხელს შეუწყობს სასკოლო სივრცეში ფინანსური განათლების ეფექტიან ინტეგრირებასა და სწავლებას.
ღონისძიების პრაქტიკული ნაწილი მთლიანად დაეთმო პედაგოგთა გამოცდილებისა და წარმატებული პრაქტიკის გაზიარებას ვორქშოფების ფორმატში. მონაწილეებმა იმუშავეს ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა:
- ფინანსური განათლების პრაქტიკული სწავლება და სხვადასხვა სასკოლო საგანში ინტეგრირება;
- ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება სწავლების პროცესში;
- მოსწავლეებში ციფრული ფინანსური უნარების განვითარება.
კონფერენციის ერთ-ერთ მთავარ პანელურ დისკუსიაში - "საფინანსო სექტორის როლი მომავალი თაობის ფინანსურ განათლებაში" - აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა. სესია შეეხო საფინანსო სექტორის შესაძლებლობებსა და პასუხისმგებლობას ახალგაზრდა თაობის ფინანსური განათლების მხარდაჭერის პროცესში. საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა, მაგდა ბობოხიძემ კოლეგებთან ერთად გააზიარა ბანკის გამოცდილება, განხორციელებული საგანმანათლებლო ინიციატივები და იმსჯელა იმაზე, თუ როგორ გახდა სკოლებში ფინანსური განათლების მხარდაჭერა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილი.
კონფერენციის ფარგლებში ასევე ჩატარდა ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსის ფინალისტებისა და გამარჯვებულის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია. ეს ინიციატივა მიზნად ისახავს იმ მასწავლებლების აღიარებასა და წახალისებას, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ მომავალი თაობის ფინანსური წიგნიერების ამაღლებაში.