საქართველოს ბანკი საგანგებო მდგომარეობის პირობებშიც აგრძელებს მომხმარებლისთვის სერვისების უწყვეტ რეჟიმში მიწოდებას
By 91-ის გუნდი
You're reading 91 Georgia, an international franchise of 91 Media.
საქართველოს ბანკი საგანგებო მდგომარეობის პირობებშიც აგრძელებს მომხმარებლისთვის სერვისების უწყვეტ რეჟიმში მიწოდებას. შეუფერხებლად იმუშავებს თვითმომსახურების ცენტრებში განთავსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატები და ბანკომატები. ასევე, გაძლიერებული რესურსით იმუშავებს ცხელი ხაზი. ბანკის მომხმარებელი შეძლებს ისარგებლოს სერვისებით, როგორც ფიზიკურად, ასევე დისტანციური არხებით. საქართველოს ბანკის ყველა ციფრულ პროდუქტსა თუ მომსახურებაზე ინფორმაციის მიღება მომხმარებელს შეუძლია შემდეგ ბმულზე:
საქართველოს ბანკი არსებულ გამოწვევებს მომზადებული ხვდება.
ერთად ყველაფერი შეგვიძლია
ერთად შესაძლებლობები უსაზღვროა