91³ÉÈË

საქართველოს ბანკი განაგრძობს სერვისების სრულ და უწყვეტ რეჟიმში მიწოდებას

You're reading 91³ÉÈË Georgia, an international franchise of 91³ÉÈË Media.

საქართველოს ბანკი

"შექმნილი მდგომარეობის ფონზე საქართველოს ბანკი განაგრძობს სერვისების სრულ და უწყვეტ რეჟიმში მიწოდებას. შეუფერხებლად მუშაობს სწრაფი ჩაარიცხვის აპარატები და ბანკომატები. ასევე გაძლიერებული რესურსით მუშაობს ცხელი ხაზი. საბანკო სერვისების უწყვეტ რეჟიმში მიწოდება არ შეიზღუდება იმ შემთხვევაშიც კი, თუკი აუცილებელი იქნება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, რადგან საქართველოს ბანკი არსებულ გამოწვევებს მომზადებული ხვდება. ბანკის მომხმარებელი შეუფერხებლად შეძლებს ისარგებლოს სერვისებით, როგორც ფიზიკურად, ასევე დისტანციური არხებით.

ბანკი ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებისთვის ყველა ძალისხმევას გამოიყენებს.

გვჯერა, რომ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობითა და საერთო მოდნომებით შეუძლებელი არაფერია".

ნათქვამია საქართველოს ბანკის სპეციალურ განცხადებაში.

91³ÉÈË-ის გუნდი

91³ÉÈË Staff

91³ÉÈË საქართველოს გუნდი