91

საკარანტინო ზონად ქცეული სასტუმროები ერთიანი ძალებით ეპიდემიის წინააღმდეგ

Opinions expressed by 91 contributors are their own.

You're reading 91 Georgia, an international franchise of 91 Media.

entrepreneur.ge

საქართველოში COVID-19-ის გავრცელების შესაფერხებლად სახელმწიფოსთან ერთად ბიზნესი და კერძო პირები დაუღალავად შრომობენ. მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ადამიანთა წყალობით StopCov ფონდში 12 მილიონ ლარზე მეტი გადაირიცხა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სასტუმროების მფლობელების მიერ გამოხატული მზადყოფნა და გადაწყვეტილება, უსასყიდლოდ დაეთმოთ მათ საკუთრებაში არსებული სასტუმროები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საზღვარგარეთიდან ბრუნდებიან და საკარნტინო ზონაში 2 კვირის განმავლობაში უწევთ ყოფნა. აღსანიშნავია, რომ სასტუმროების პერსონალს ჩაუტარდათ ტრენინგი, რომლის ფარგლებშიც თანამშრომლებს კარანტინის დროს სავალდებულო პროცედურები გააცნეს.

სასტუმროები, რომელთა მფლობელებმაც სრულიად უსასყიდლოდ დაუთმეს სახელმწიფოს ფართი საკარანტინო სივრცეებისთვის:

"შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი"

"მოქსი თბილისი"

სასტუმრო "Holiday Inn Tbilisi"

"დრიმლენდ ოაზის ჩაქვი"

"იბისი"