91

პირველი ქართველი CrossFit Games-ის მსოფლიო ფინალში - ნიკო მაისურაძეს "ჯი-თი მოტორსი" უჭერს მხარს

Opinions expressed by 91 contributors are their own.

You're reading 91 Georgia, an international franchise of 91 Media.

24-26 ივლისს, ამერიკის კალიფორნიის შტატის ქალაქ სან ხოსეში CrossFit Games-ის მსოფლიო ფინალი გაიმართება. საქართველოს ისტორიაში პირველად, ამ ტურნირის ელიტარულ კატეგორიაში ქართველი სპორტსმენი, ნიკო მაისურაძე იასპარეზებს. ეს ისტორიული მიღწევა ქართველი ათლეტისთვის მრავალწლიანი შრომის, დისციპლინისა და მიზნისკენ შეუპოვარი სწრაფვის შედეგია. მსოფლიო ფინალისკენ მიმავალ გზაზე ნიკოს Ford-ის ბრენდით, "" უჭერს მხარს.

გზა მსოფლიო ფინალამდე

ნიკო მაისურაძე აქტიურად ქროსფიტში 2021 წლიდან ჩაერთო. მანამდე, 19 წლის ასაკიდან ამერიკულ ფეხბურთს თამაშობდა. გუნდის საუკეთესო მოთაშედაც აღიარეს, მაგრამ მუდმივად ჰქონდა განცდა, რომ რაღაც უფრო მრავალფეროვანი და კომპლექსური სპორტი სჭირდებოდა. როგორც იხსენებს, სწორედ ამ დროს, მისმა თანაგუნდელმა ბექა კვერნაძემ პირველად გააცნო ქროსფიტი. ეს იყო მისთვის სრულიად უცხო სპორტი, თუმცა მალევე მიხვდა რომ ყველაზე დიდ სიამოვნებას სწორედ მაღალი ინტენსივობის ვარჯიში ანიჭებდა.

"მალევე დავიწყე საერთაშორისო ტურნირებზე ასპარეზობა - თავდაპირველად ორკაციან გუნდში, შემდეგ კი ინდივიდუალურად. მიუხედავად იმისა, რომ კარგი შედეგები მქონდა, ყოველთვის ვგრძნობდი, რომ გაცილებით მეტი პოტენციალი მქონდა და მისი სრულად გამოყენება მინდოდა. ამიტომ, 2024 წლიდან საერთაშორისო პროგრამა "The Program"-ს შევუერთდი და პერსონალურ მწვრთნელთან ერთად, ჩემზე მორგებული პროგრამით დავიწყე მუშაობა. ვფიქრობ, სწორედ ამ გადაწყვეტილებამ შეასრულა ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ჩემს დღევანდელ შედეგებში. 2021 წლიდან დღემდე ქროსფიტი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ეს სპორტი ყოველდღიურად მასწავლის, რომ შრომა, დისციპლინა და მუდმივი განვითარება საბოლოოდ აუცილებლად იძლევა შედეგს."- გვიამბობს ნიკო მაისურაძე თავისი კარიერის პირველ ნაბიჯებსა და მის განვითარებაზე საუბრისას.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ნიკომ არაერთხელ იასპარეზა წარმატებულად ევროპის ელიტარულ შეჯიბრებზე. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მისი პროგრესი მსოფლიო რეიტინგში - თუ ორი წლის წინ ქართველი სპორტსმენი 131-ე პოზიციაზე იმყოფებოდა, დღეს ქროსფიტის საერთაშორისო რეიტინგში უკვე მე-5 ადგილს იკავებს.

სწორედ ამ შედეგმა მოუტანა მას CrossFit Games-ის მსოფლიო ფინალის საგზური და გახადა ისტორიაში პირველი ქართველი ელიტ ათლეტი, რომელმაც ამ პრესტიჟულ ტურნირზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. CrossFit Games მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული ქროსფიტის ჩემპიონატია, სადაც პლანეტის საუკეთესო ათლეტები სხვადასხვა ფიზიკურ და ტექნიკურ გამოცდაში ეჯიბრებიან ერთმანეთს. წლევანდელ ფინალში ნიკო მაისურაძე ისეთ ცნობილ სპორტსმენებთან ერთად იასპარეზებს, როგორებიც არიან CrossFit-ის ერთ-ერთი ლიდერი ჯეისონ ჰოპერი და მოქმედი ჩემპიონი ჯეიმს სპრეიგი.

ისტორიული წარმატება ქართული სპორტისთვის

ნიკო მაისურაძის მსოფლიო ფინალში მონაწილეობა მხოლოდ პირადი წარმატება არ არის. ეს ქართული ქროსფიტისთვის მნიშვნელოვანი ისტორიული ეტაპია, რადგან საქართველო პირველად იქნება წარმოდგენილი CrossFit Games-ის ელიტარულ კატეგორიაში.

მსოფლიოს საუკეთესო ათლეტებს შორის ასპარეზობა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ქართველ სპორტსმენებს საერთაშორისო ასპარეზზე უმაღლეს დონეზე კონკურენციის გაწევა შეუძლიათ.

"" მხარდაჭერა მსოფლიო ფინალის გზაზე

სან ხოსეში გამგზავრებამდე ნიკო მაისურაძემ ესპანეთში სპეციალური საწვრთნელი ბანაკი გაიარა, სადაც მსოფლიო ფინალისთვის მოსამზადებელი დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობდა, შემდეგ კი ამერიკაში გაემგზავრა. სწორედ ამ ძალიან მნიშვნელოვან გზაზე უჭერს მხარს ათლეტს Ford-ის ბრენდით, რომელსაც უკვე წლებია კომპანია საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად წარმოადგენს.

გამგზავრებამდე უახლეს Ford Bronco-სთან ნიკოს ფოტოსესიაც გაიმართა. ავტომობილის შერჩევა შემთხვევითი არ ყოფილა - Bronco მსოფლიოში გამძლეობის, გამბედაობისა და ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვის სიმბოლოდ მიიჩნევა.

" სწორედ მაშინ გამოჩნდა, როდესაც ჯერ კიდევ ძალიან ცოტა მხარდამჭერი მყავდა. ამ კომპანიის ნდობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი სპორტული გზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი სწორედ ის არის. კომპანიის მხარდაჭერამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იმაში, რომ დღეს ამერიკაში ვარ და CrossFit Games-ზე საქართველოს სახელით ვასპარეზობ. ჩვენი თანამშრომლობა ჩემთვის განსაკუთრებული გამოცდილებაც აღმოჩნდა. პირველად მომეცა შესაძლებლობა, ბრენდის კამპანიაში ბუნებრივად გამეზიარებინა ჩემი, როგორც პროფესიონალი ათლეტის, ისტორია და ყოველდღიურობა. ვფიქრობ, სპორტისა და ავტომობილის იდეების საინტერესო შერწყმა ორივე მხარისთვის წარმატებული და დასამახსოვრებელი გამოვიდა." - ამბობს ნიკო მაისურაძე.

24-26 ივლისს სან ხოსეს მთავარ არენაზე ქართველი სპორტსმენი კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს - ნაბიჯს, რომელიც არა მხოლოდ მის კარიერაში, არამედ ქართული ქროსფიტის ისტორიაშიც განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს.