91

NEXT-მა ძველი თბილისის ახალი პროექტი Tbilisi Oriental წარადგინა

Opinions expressed by 91 contributors are their own.

You're reading 91 Georgia, an international franchise of 91 Media.

31 ოქტომბერს საერთაშორისო დეველოპერულმა კომპანიამ ახალი, პრემიუმ კლასის პროექტის, -ის, პრეზენტაცია გამართა. პროექტის ამბიციური მიზანია, ისტორიული ორთაჭალა თბილისის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და პრესტიჟულ უბნად აქციოს.

NEXT 2018 წელს დაარსებული კომპანიაა, რომელიც დღეს პროექტებს სამ კონტინენტსა და 6 ქვეყანაში ახორციელებს. თბილისის ბაზარზე ნექსთი ავლაბარის პროექტით Tbilisi Downtown-ით გამოჩნდა, ამ პროექტმა დაამტკიცა, რომ კომპანია არა მხოლოდ თანამედროვე უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს, არამედ პატივისცემით ეპყრობა ქალაქის ისტორიულ კულტურას.

თბილისი ორიენტალი უნიკალურ ადგილას, სანაპიროების გზაგასაყარზე განთავსდება და ძველი თბილისისა და მტკვრის პანორამულ ხედებს გააერთიანებს.

21-სართულიანი კომპლექსი High-tech სტილში შეიქმნება. ამ სტილის არჩევა მიმდებარე ინდუსტრიულმა გარემომ და კერძოდ, ორთაჭალის ჰესმა განაპირობა, რომელიც ქართული ინჟინერიის საინტერესო ნიმუშია.

არქიტექტორებმა ეს ინდუსტრიული ესთეტიკა ურბანულ ელეგანტურობად აქციეს. ღია ბეტონი, ქვის ფაქტურის მოსაპირკეთებელი მასალები და აქცენტი რკინის ელემენტებზე შენობას ერთდროულად მონუმენტურს, მყარს და ვიზუალურად მსუბუქს ხდის.

Tbilisi Oriental იქნება მრავალფუნქციური სივრცე, რომელიც საცხოვრებელ აპარტამენტებთან ერთად გააერთიანებს კომერციულ ფართებს, თანამედროვე საოფისე გარემოს, რესტორნებსა და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრს.

კომპანიის ხედვით, პროექტი იქნება არა მხოლოდ არქიტექტურული ღირებულება, არამედ ეკონომიკური განვითარების სტიმულიც, რომელიც გააძლიერებს არეალის სოციალურ აქტივობას.