მალტის სასამართლომ Aviator Studio-ს ევროკავშირში SPRIBE-ის სასაქონლო ნიშნების მსგავსი გამოსახულებების გამოყენება დროებითი განჩინებით აუკრძალა დავით ნატროშვილი: "ჩვენ მიერ შექმნილი Aviator-ისა და მასთან დაკავშირებული უფლებების დაცვას განვაგრძობთ."
Opinions expressed by 91 contributors are their own.
You're reading 91 Georgia, an international franchise of 91 Media.
მალტის სამოქალაქო სასამართლოს პირველმა პალატამ OÜ-ის მოთხოვნის საფუძველზე გამოსცა დროებითი განჩინება, რომელიც Aviator Studio-სთან დაკავშირებულ სამ მალტურ კომპანიას ევროკავშირის ტერიტორიაზე -ის რეგისტრირებული სავაჭრო ნიშნების იდენტური ან მსგავსი ნიშნების გამოყენებას უკრძალავს.
2026 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილება ეხება Aviator Studio Limited-ს, Aviator Studio Holding Limited-სა და Aviator Studio USA Limited-ს. განჩინება ეფუძნება -ის ევროკავშირის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სავაჭრო ნიშნებს EUTM №018817594 და EUTM №018825078.
რას ითვალისწინებს გადაწყვეტილება:
- კომპანიებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ SPRIBE-ის სავაჭრო ნიშნების იდენტური ან მსგავსი ნიშნების გამოყენება იმავე ან მსგავს პროდუქტებსა და მომსახურებებთან მიმართებით;
- შეზღუდვა ვრცელდება aviator.studio-სა და სხვა ვებგვერდებზე, თუ იქ შესაბამისი პროდუქტების შეთავაზებისას ასეთი ნიშნებია გამოყენებული;
- განჩინების შეუსრულებლობამ შესაძლოა სასამართლოსადმი უპატივცემულობისთვის პასუხისმგებლობა გამოიწვიოს.
სასამართლოს პირველადი შეფასება
სასამართლომ ამ ეტაპზე წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მიიჩნია, რომ Aviator Studio-ს მიერ გამოყენებული ნიშნები SPRIBE-ის მიერ 2022 და 2023 წლების განაცხადებით რეგისტრირებულ ნიშნებთან მაღალი მსგავსებით გამოირჩევა. ორივე პროდუქტი ერთსა და იმავე iGaming აუდიტორიას მსგავსი კომერციული არხებით მიეწოდება, რაც მომხმარებლების, ოპერატორებისა და პარტნიორების დაბნევის რეალურ ალბათობას ქმნის. ასევე, გაითვალისწინა ფაქტი, რომ ავიატორ სტუდიოს კომპანიები მხოლოდ 2025 წელს დაფუძნდა.
გადაწყვეტილებაში მითითებულია ბაზარზე დაბნევის კონკრეტული ნიშნებიც: თამაშები ერთდროულად ჩანდა ონლაინკაზინოების ძიების შედეგებში, ხოლო ერთ-ერთ ჩამონათვალში SPRIBE-ის თამაში, სავარაუდოდ შეცდომით, Aviator Studio-ს მიეწერა. სასამართლომ ასევე გაითვალისწინა ფორმულირებები "The Original Crash Game Experience" და "The Official Aviator Game", რომელსაც Aviator Studio იყენებდა
სასამართლოს შეფასებით, მაღალრეგულირებად iGaming სექტორში ასეთ აღრევას შეუძლია SPRIBE-ს მიაყენოს რთულად დასათვლელი რეპუტაციული ზიანი. ონლაინპროდუქტის სწრაფი გავრცელებისა და სხვა კომპანიაზე, დომენზე ან სალიცენზიო სტრუქტურაზე გადატანის შესაძლებლობამ კი დროებითი ღონისძიების გადაუდებლობა განაპირობა.
დავით ნატროშვილის კომენტარი
"ევროკავშირის მასშტაბით მიღებული დროებითი ღონისძიება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი ინტელექტუალური საკუთრების დაცვის პროცესში. მას წინ უძღოდა სხვადასხვა ტერიტორიაზე პოზიტიური გადაწყვეტილებები, მათ შორის კურასაოში სადავო სავაჭრო ნიშნების გაუქმება და კენიაში Aviator-ის ლოგოს რეგისტრაცია.
პროდუქტი, რომელსაც Aviator Studio დღეს "ორიგინალ თამაშად" წარმოაჩენს, მხოლოდ 2025 წელს, ჩვენი თამაშის საერთაშორისო წარმატებიდან რამდენიმე წლის შემდეგ გამოჩნდა. სწორედ ამიტომ არის მალტის სასამართლოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი: სასამართლომ პირველადი შეფასებით დაინახა როგორც ჩვენს სავაჭრო ნიშნებთან მაღალი მსგავსება, ისე მომხმარებლების, ოპერატორებისა და პარტნიორების დაბნევის რეალური საფრთხე.
ოქტომბერში ველოდებით დიდ ბრიტანეთში მიმდინარე საქმის შემდგომ ეტაპსაც. ჩვენ განვაგრძობთ ყველა გონივრული სამართლებრივი ნაბიჯის გადადგმას ჩვენ მიერ შექმნილი თამაშის, Aviator-ისა და მასთან დაკავშირებული უფლებების დასაცავად, როგორც ევროპაში, ისე მსოფლიოს სხვა ბაზრებზე", - აცხადებს SPRIBE-ის დამფუძნებელი დავით ნატროშვილი.
დავის კონტექსტი
მალტის სასამართლომ საქართველოში 2024 და 2025 წლებში მიღებული გადაწყვეტილებებიც განიხილა და განმარტა, რომ ისინი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საავტორო უფლებას, განსხვავებულ მხარეებსა და სხვა სამართლებრივ საკითხებს შეეხებოდა. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილებები ევროკავშირის სავაჭრო ნიშნების გაუქმების დამოუკიდებელ საფუძველს არ წარმოადგენს და მალტის სასამართლოსთვის სავალდებულო პრეცედენტი არ არის.
სასამართლო ასევე შეეხო დიდ ბრიტანეთში მხარეებს შორის მიმდინარე დავას, SPRIBE-ის სასარგებლოდ მიღებულ წინასწარი უზრუნველყოფის ღონისძიებას, და მიიჩნია, რომ მიუხედავად იმისა რომ დიდი ბრიტანეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ აქვს შემზღუდველი ხასიათი, მაინც გასათვალისწინებელია დავის არსის ფაქტობრივი ნაწილების მსგავსებიდან გამომდიანრე.
განჩინება დროებითია და დავის საბოლოო გადაწყვეტას არ წარმოადგენს. თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სასამართლომ აღნიშნული საკითხი საჩქაროდ მიიჩნია SPRIBE-თვის პოტენციური ზიანის თავიდან აცილების მიზნით. იგი მიღებულია prima facie-პირველადი შეფასების საფუძველზე. მოპასუხეებს მისი გადახედვის მოთხოვნის უფლება აქვთ, ხოლო SPRIBE-მა განჩინებიდან 31 კალენდარულ დღეში უნდა დაიწყოს საქმის არსებითი განხილვისკენ მიმართული ძირითადი წარმოება.
საერთაშორისო გაშუქება
გადაწყვეტილებას საერთაშორისო iGaming გამოცემა NEXT.io გამოეხმაურა სტატიით . გამოცემა წერს, რომ მალტის სასამართლომ პირველადი შეფასებით SPRIBE-ის ევროკავშირის სავაჭრო ნიშნებთან დაბნევის ალბათობა დაინახა და Aviator Studio-სთან დაკავშირებულ სამ კომპანიას შესაბამისი ბრენდინგის გამოყენების შეწყვეტა დაავალა.
-ის შესახებ
2018 წელს დაფუძნებული ახალი თაობის iGaming პროდუქტების დეველოპერია. კომპანიის მიერ შექმნილი Aviator საერთაშორისო ბაზარზე 2019 წლიდან არის წარმოდგენილი და დღეს მსოფლიოს სხვადასხვა რეგულირებულ ბაზარზეა ხელმისაწვდომი. SPRIBE-ს ერვოკავშირის ტერიტორიაზე სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციაზე განაცხადები 2022-2023 წლიდან აქვს წარდგენილი და რეგისტრირებული.
Aviator Studio-ს შესახებ
Aviator Studio Limited, Aviator Studio Holding Limited და Aviator Studio USA Limited, სამივე კომპანია 2025 წელს დაფუძნდა მალტაში.