91³ÉÈË

ლიტერატურული "ოსკარი" – უარები და მილიონები – არის თუ არა ლიტერატურა ბიზნესი?

Opinions expressed by 91³ÉÈË contributors are their own.

You're reading 91³ÉÈË Georgia, an international franchise of 91³ÉÈË Media.

შემოდგომის სეზონი განსაკუთრებული ციებ-ცხელებით გამოირჩევა ლიტერატურული სამყაროსთვის. სწორედ ამ სეზონზე ველოდებით სხვადასხვა ლიტერატურული კონკურსის ნომინანტებს, გრძელ თუ მოკლე სიებს და ბოლოს გამარჯვებულებს. რას ნიშნავს ეს მარათონი? არის კი ეს მხოლოდ წიგნის მოყვარულებისთვის ახალი და გემოვნებიანი ლიტერატურის აღმოჩენის გარანტი? და როგორია ეს გზა ლიტერატურულ სამყაროში?

დღეს ვეცდები მოკლედ გაგაცნოთ ის გზა, რომელსაც ტექსტი გამომცემლობიჸ§ƒ�ნ კონკურსამდე გადის.

როგორც ყველაფერი, ლიტერატურაც ჩვეულებრივი ბიზნესია თავისი გამოწვევებით, სირთულეებით, გამარჯვებებით, სიახლ᳥ების სწავლით. როგორც ყველა ინდუსტრიაში, ჩვენთანაც არსებობს პრემიები, ჯილდოები, აღიარებები... ახლა ზუსტად ის დროა, როდესაც ლიტერატურული სამყარო საათებს ითვლის, 22 სექტემბერს, ლონდონის დროით საღამოს 7 საათზე, გამოვლინდება ბუკ᳥რის პრემიის მოკლე სია. მკითხველისთვის ეს ახალი წასაკითხი წიგნების ჩექლისთი იქნება, თუმცა რა ხდება აქეთ, გამომცემლების მხარეს? აქეთ მოლოდინია, ვინ აღმოჩნდება მოკლე სიაში, ვინ გაიმარჯვებს... მოკლე სიაში მოხვედრა თავისთავად ნიშნავს საერთაშორისო აგენტების ჩართვას უფლებების გაყიდვასთან დაკავშირებით, რომ ეს წიგნები სწრაფად ითარგმნოს სხვადასხვა ენაზე. მოკლე სიაში გადასვლა ავტომატურად ნიშნავს ბესტსელერობის კანდიდატობას, შესაბამისად, ახლა გამომცემლები მსოფლიო მასშტაბით ცდილობენ გამოიცნონ, რომელი სათაური გახდება მათ ქვეყანაში პოპულარული და ცდილობენ დაასწრონ ერთმანეთს წიგნის თარგმნისა და გამოცემის უფლებების მოპოვება.

სტარტაპის მასშტაბირებაზე ან ახალი პროდუქტის ბაზარზე გამოტანაზე ფიქრისას, პირველ რიგში, ნდობის ფაქტორსა და სწორ პოზიციონირებაზე ვსაუბრობთ. თუმცა იფიქრებდით, რომ ზუსტად იგივე კანონზომიერებები მართავს ლიტერატურულ კონკურსებს, იქნება ეს მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ბუკ᳥რის პრემია, თუ ჩვენთან ყველაზე პრესტიჟული და პოპულარული ლიტერატურული პრემია საბა?

მიუხედავად იმისა, რომ ბუკ᳥რის პრემია მკაცრად ორიენტირებულია მხატვრულ პრáƒ×ǃ–აზე და არამხატვრული ლიტერატურა აქ არ მონაწილეობს, მისი მარკეტინგული და რეპუტაციული მექანიზმი უნივერსალური გაკვეთილია ნებისმიერი ანტრეპრენერისთვის.

ბიზნესში პროდუქტის წარმატებას ხშირად წინ უძღვის ათობით უარი ინვესტორებისგან. ლიტერატურაშიც ზუსტად ასეა. მოგიყვებით დუგლას სტიუარტის წიგნზე "შუგი ბეინი", რომელიც 30-მდე გამომცემლობამ დაიწუნა და მხოლოდ პატარა, დამოუკიდებელმა გამომცემლობამ გამოსცა. სანამ ბუკ᳥რის ჟიურიმ არ შეამჩნია, პროდუქტი ბაზრის ნიშურ სეგმენტში იკარგებოდა. გამარჯვებისთანავე კი წიგნის გაყიდვები ზოგჯერ კვირაში თითქმის 2 000%-ით გაიზარჸ§ƒ�, ხოლო ავტორი მყისიერად გლობალურ ბრენდად იქცა და ფინანსურადაც საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია. ეს არის აუთსაიდერის ტრიუმფის კლასიკური მაგალითი, როცა ერთი ავტორიტეტული რეკომენდაცია მთელ წესებს ცვლის. როგორ მუშაობს ეს სისტემა ქართულ ბაზარზე? ან ადგილობრივი პრემიები, მაგალითად, როგორიცაა საბა და მის მოკლე სიაში მოხვედრა ან/და მასში გამარჯვება იმავენაირად აისახება ქართული ტექსტების გაყიდვაზე? რთული სათქმელია.

კიდევ უფრო საინტერესოა 2019 წლის გახმაურებული გლობალური ქეისი, როცა ბუკ᳥რის ჟიურიმ წესი დაარღვია და პრემია მსოფლიო დონის ვარსკვლავ მარგარეტ ეტვუდსა და ბერნარდინ ევარისტოს შორის გაყო. ეს იყო იდეალური სინერგია: ეტვუდის გლობალურმა აღიარებამ უზარმაზარი ყურადღება მიიზიდა, რამაც ავტომატურად აიტაცა ევარისტოს წიგნიც და ბაზარი მანამდე უცნობი პროდუქტისთვის გახსნა. ზუსტად ამ ტრიუმფის გამო ქართულად გამოიცა ევარისტოს წიგნი "გოგონა, ქალი და სხვა ჸ§ƒ�ნარჩენი". თუმცა, სამწუხაროდ, ევარისტოს ამ ტექსტს ქართველ მკითხველში ისეთი გამოხმაურება არ მოჰყვა, როგორიც ბუკ᳥რის პრემიის გამარჯვებულის ტექსტს უნდა ჰქონოდა.

მაგრამ მხატვრული ლიტერატურა მხოლოდ გაყიდვები არ არის. რატომ უნდა აინტერესებდეს ეს ყველაფერი ანტრეპრენერის მკითხველს? იმიტომ, რომ ტოპწიგნების (მხატვრულის მათ შორის) პერსონაჟები და სიუჟეტები რეალურად მენეჯმენტისა და ადამიანურ ბიზნესკონტექსტში სტრატეგიული აზროვნების მასტერკლასია. მაგალითად, ბრიტანელ-იაპონელმა მწერალმა კაზუო იშიგურომ (რომელიც მოგვიანებით ნობელის პრემიის ლაურეატიც გახდა) 1989 წ᳥ლს ბუკ᳥რის პრემია მიიᴢო წიგნისთვის The Remains of the Day. ეს წიგნი უძლიერესი კვლევაა პროფესიონალური მენეჯმენტის, ერთგულების, დისციპლინისა და ლიდერობის შესახებ. როცა მას ვკითხულობთ, ვხვდებით, რომ რესურსების მართვა და ემოციური ინტელექტი ზუსტად ისეთივე თავსატეხია მენეჯერისთვის, როგორიც სტრატეგიული ფინანსური ნაბიჯები (ამ წიგნზე საინტერესო დისკუსია შეგიძლიათ ნახოთ ბაბლჰედის პოჸ§ƒ™ასტის ეპიზოდში "ბოსის კრიტიკული 3 შეცდომა").

გლობალურად, ბუკ᳥რის მოკლე სიაში მოხვედრაც კი ავტომატურად უზრუნველყოფს ტირაჟის მრავალჯერად ზრდას, ხოლო გამარჯვება გაყიდვებს 800-ჸ§ƒ�ნ 2 000%-მდე აფეთქებს. ერთი წიგნი მყისიერად ტრანსფორმირდება მულტინაციონალურ პროდუქტად.

ახლაც, როცა გლობალური ბუკ᳥რისა თუ ადგილობრივი საბას სეზონის ფავორიტების განხილვები ცხელია, მთავარი დასკვნა ასეთია: პროდუქტის ხარისხი მხოლოდ ნახევარი საქმეა. საბოლოოდ, ბაზარს ხარისხთან ერთად აფეთქებს სოციალური მტკიცებულება, ავტორიტეტი და ის მთავარი ადამიანური ღირებულებები, რომლებსაც შენი საქმის სიყვარული და ცნობისმოყვარეობა მოსდევს.

გამომცემელი, გამომცემლობა „ბაბლჰედი“