ლაშა ღუღუნიშვილი - ფოტოგრაფიითა და მხატვრობით გადმოცემული რეალური ცხოვრება
You're reading 91³ÉÈË Georgia, an international franchise of 91³ÉÈË Media.
"ფოტოგრაფიით რეალური ხალხის ისტორიებს ვაფიქსირებ, სინამდვილესთან მიახლოებულ ფერებში. მხატვრობაში კი აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომა მუშაობს − მეტი წარმოსახვა და ფიქრი გჭირდება აღსაქმელად".
ქართველ ფოტოგრაფ ლაშა ღუღუნიშვილის ობიექტივს წლების განმავლობაში არაერთი უნიკალური კადრი დაუფიქსირებია და აღუბეჭდავს უამრავი მნიშვნელოვანი შეჩერებული წამი, თუმცა ყველასათვის არ არის ცნობილი, რომ ლაშა მხატვრობითაც გახლავთ გატაცებული და ფოტოობიექტივის გარდა, რეალური ცხოვრების ასახვას პალიტრაზეც ცდილობს. 91³ÉÈË გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს ლაშა ღუღუნიშვილთან:
რა ასაკში დაიწყეთ ფოტოგრაფიის სფეროში მუშაობა და ვინ იყო თქვენი ინსáÓÅირაცია? ხომ არ გყოლიათ საახლობლო წრეში ისეთი ადამიანი, რáƒ×ǃ›ელმაც პირველადი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე?
ფოტოგრაფიის სფეროთი დაინტერესება 20 წლის ასაკში დავიწყე. თავდაპირველად, ის უბრალო გატაცება იყო, რáƒ×ǃ›ელიც ეტაპობრივად ყოველდღიურ საქმიანობად გადაიქცა.
გარდა ფოტოგრაფიისა, ალბათ ბევრმა არ იცის, რომ მხატვრობით ხართ დაინტერესებული და სხვადასხვა ნამუშევარს ქმნით, რáƒ×ǃ›ელიც რეალურ ცხოვრებას ასახავს. როგორ აღმოაჩინეთ ეს მისწრაფება ხელოვნების კიდევ ერთ სფეროში?
ხატვა ზუსტად 2 წლის წინ დავიწყე − სწორედ იმ პერიოდში, როდესაც Covid-19 პანდემია დაიწყო და შინ გამოკეტვა მომიწია. ყოველთვის მიყვარდა ხატვის პროცესი, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ შავი ფანქრით. როგორც კი დრო გამიჩნდა, დავიწყე ზეთში ხატვა. კონკრეტული სამუშაო მიმართულება არ მაქვს − როგორც წესი, განწყობის მიხედვით ვხატავ. შესაძლოა, დილით გუდაურის მთები დავხატო, ღამით კი − რეტროავტომობილი.
რა ბალანსი აღმოაჩინეთ მხატვრობასა და ფოტოგრაფიას შორის? რა არის ძირითადი დამაკავშირებელი, საერთო ნიშან-თვისება?
ფოტოგრაფიით რეალური ხალხის ისტორიებს ვაფიქსირებ, სინამდვილესთან მიახლოებულ ფერებში. მხატვრობაში კი აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომა მუშაობს − მეტი წარმოსახვა და ფიქრი გჭირდება აღსაქმელად. რაც შეეხება ბალანსსა და საერთო თვისებას, ორივეს საშუალებით შეგიძლია გადმოსცე შენი ფიქრები. მიყვარს ყველა ჩემი ფოტო, რაც კი გადამიღია. მიყვარს ასევე ყველა ნახატი, რასაც ვხატავ. სწორედ ამიტომ, ყველა ნახატს ტილოზე ვქმნი.

საიდან იღებთ ინსáÓÅირაციას როგორც მხატვრობაში, ისე ფოტოგრაფიაში?
წლებია ფოტოებს ვიღებ და ძალიან დამეხმარა ეს გამოცდილება. პროფესიიდან გამომდინარე ბევრს ვმოძრაობ და ხშირად მიწევს მოგზაურობა. შესაბამისად, ინსáÓÅირაცია შესაძლოა ყოველ წამს მოვიდეს. ვცდილობ, იმ დღესვე დავხატო, როცა რáƒ×ǃ›ელიღაც კადრი თუ მოვლენა ემოციას იწვევს. არ მიყვარს გადადება.
მოგვიყევით თქვენი სამუშაო პროცესის შესახებ − გაქვთ თუ არა კონკრეტული რიტუალი, რáƒ×ǃ›ელსაც ყოველთვის ახორციელებთ საქმის დაწყების წინ?
შინ სახელოსნო მაქვს მოწყობილი. სიმშვიდე მიყვარს და ასევე, ხატვის პროცესში მუსიკის მოსმენა. ვცდილობ, ბავშვები როცა დაიძინებენ, შემდეგ დავიწყო ხატვა.
როგორ ფიქრობთ, ხელოვანისთვის რáƒ×ǃ›ელი უნარი და თვისებაა აუცილებელი, რათა ღირ᳥ბული ნამუშ᳥ვრები შ᳥ქმნას?
ცხოვრებაში მთავარია, სცადო რაც შეიძლება ბევრი რამ. არ უნდა შეგვეშინდეს ექსპერიმენტებისა და სიახლ᳥ების. ხელოვნებაშიც სწორედ ასეა. ჩემი ხედვით, მუდამ ახალი უნდა ეძიო და გამოცადო. ღირ᳥ბული და უნიკალური ნამუშ᳥ვრებიც, ალბათ, აქედან მოდის.
როგორ ფიქრობთ, რომ არა ფოტოგრაფია და შეთავსებით მხატვრობა, რáƒ×ǃ›ელ მიმართულებას გაჰყვებáƒ×ǃ“ით?
განათლებით ეკონომისტი ვარ. ვმუშაობდი კიდეც ამ სფეროში, თუმცა რუტინულ საქმეს ვერ ვეგუები. აქედან გამომდინარე, ამჟამად ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს. ამ გადმოსახედიდან, არ მგონია, სხვა მიმართულებით წავსულიყავი.
