ქართული ანტრეპრენერული პოჸ§ƒ™ასტი – მიკროფონი ჩართულია! "ეს იქნება ახალი ფორმა ანტრეპრენერული ინფორმაციის მისაღებად"
You're reading 91³ÉÈË Georgia, an international franchise of 91³ÉÈË Media.
ჟურნალ 91³ÉÈË-ის ინიციატივით ქართული ანტრეპრენერული პოჸ§ƒ™ასტი შეიქმნა. ეს იქნება ღია პლატფორმა მათთვის, ვისაც ანტრეპრენერულ თემაზე სათქმელის გაზიარება და რა თქმა უნდა, მოსმენა სურს. მსურველთათვის უზრუნველყოფილი იქნება მაღალი ხარისხის სტუდიური ჩაწერა, სრულიად უსასყიდლოდ.
პირველი პოჸ§ƒ™ასტის წარდგენა 14 ივნისს, ჟურნალ 91³ÉÈË-ის ივნისის გამოცემის პრეზენტაციაზე შედგა. დამსწრე საზოგადოებამ ჟურნალ 91³ÉÈË-ის მთავარი რედაქტორის, გიორგი შარაშიძის საავტორო პოჸ§ƒ™ასტი თემაზე "კი თუ არა" მოისმინა.
"ვაპირებ ჩემს საავტორო პოდკასტს რეგულარული სახე მივცე და მინიმუმ თვეში ერთხელ ახალ თემაზე ჩავწერო პოჸ§ƒ™ასტი და წარვუდგინო მსმენელს", – ამბობს მთავარი რედაქტორი და კიდევ ერთხელ შეახსენებს მეგობარ ანტრეპრენერებს, რომ ჟურნალ 91³ÉÈË-ის პლატფორმით მათაც შეუძლიათ სარგებლობა.
პოჸ§ƒ™ასტი, რომლის საქართველოში აქტუალიზაცია ჟურნალ 91³ÉÈË-ის გუნდმა მიზნად დაისახა, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ციფრული ტენდენციაა. მასალა სხვადასხვა თემის გარშემო იქმნება და დიდი პოპულარობით სარგებლობს განვითარებული სამყაროს მსმენელებს შორის.
სიტყვა პოჸ§ƒ™ასტი 2004 წლიდან არის გამოყენებაში და ის წარმოიქმნა ორი სიტყვის კომბინაციით − (მედიაფლეერი) და (გაშუქება). ეს არის ციფრული აუდიო ან ვიდეოფაილები თემატური განხილვების ეპიზოდებით. მისი უპირატესობა მარტივად ჩამოტვირთვადობაა, რომელსაც მსმენელი ნებისმიერ დროს უსმენს ინტერნეტის გარეშე. პოდკასტების შინაარსი შეუზღუდავია − საგადან დაწყებული, ღრმა ინტერვიუთი დამთავრებული. ამდენად, ის ნებისმიერი მსმენელის გემოვნებას აკმაყოფილებს.
პოჸ§ƒ™ასტი დიდი ხნის განმავლობაში მოიაზრებოდა ე.წ. ნიშური ინტერესის პროდუქტად, კომერციული გამოყენების პოტენციალის გარეშე. თუმცა, მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა, რასაც კვლევები ადასტურებს.
Midroll Media-ს სტატისტიკის თანახმად, რომელიც პოდკასტ-ქონთენთის ერთ-ერთი უმსხვილესი გლობალური მწარმოებელია, პოჸ§ƒ™ასტის მსმენელთა რაოდენობა ყოველწლიურად 10%-ით იზრდება. ჯერ კიდევ 2017 წელს მან 67 მილიონი ადამიანი შეადგინა, რაც იმ დროისთვის სოციალურ ქსელ Twitter-ის მომხმარებლების რაოდენობას უტოლდებოდა. ეს დაახლოებით აშშ-ის მოსახლეობის 25%-ს შეადგენს.
გასული წლის კვლევის თანახმად კი, ამერიკაში სამიდან ერთი ადამიანი უსმენს პოდკასტს, 55-წლის ქვემოთ ასაკობრივ ჯგუფებში, რაც მხოლოდ ამერიკაში 124 მილიონი მომხმარებელია.
პოჸ§ƒ™ასტის მომხმარებელთა ასაკობრივი მაჩვენებლები ამ გლობალური ტენდენციის ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო ფაქტორია. მისი პენეტრაცია 18-34 წლის დემოგრაფიულ სეგმენტშია ყველაზე აქტუალური (იხილეთ გრაფა ქვემოთ).

და მაინც, რატომ გახდა პოჸ§ƒ™ასტი ასეთი გამოყენებადი? მომხმარებელთა კვლევის თანახმად, პოჸ§ƒ™ასტის ფორმატი მასპინძელთან პერსონალური საუბრის შეგრძნებას იწვევს, სადაც ისინი უშუალო კავშირს გრძნობენ მათთვის საინტერესო, ნიშურ მთხრობელთან.
ტრენდის გავლენის უნარი კარგად გააცნობიერეს რეკლამის მწარმოებლებმა და დღეს ეფექტურად იყენებენ. საშუალოდ, პოჸ§ƒ™ასტი 45-წუთიანია, სადაც რ᳥კლამა 90 წამის განმავლობაში შეიძლება განთავსდეს, რაც ტრადიციულ რ᳥კლამაზე გაცილებით მაღალი ქრონომეტრაჟია.
ისიც აღსანიშნავია, რომ Edison Research-ის კვლევის მიხედვით, პოჸ§ƒ™ასტის მსმენელთა 85% ბოლომდე უსმენს მასალას. აქვე, რ᳥კლამა გარანტირებულად მოსმენადია, რადგან მის ორ მესამედს მთხრობელი კითხულობს, რაც ბრენდის მიმართ მსმენელის ნდობის შექმნას და ჩართულობას უზრუნველყოფს. ამდენად, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გახდა ინფლუენსერ-მარკეტინგისთვის (influencermarketing), რასაც მსმენელთა მიერ მოსმენილი ბრენდის გამეორების 67%-იანი მაჩვენებელი ადასტურებს. პროგნოზის მიხედვით, პოჸ§ƒ™ასტით გენერირებული შემოსავალი 2020 წლისთვის გაორმაგდება.
ჟურნალი 91³ÉÈË აქტიურად, და პროაქტიურად, იმუშავებს საქართველოს ამ გლობალურ ტენდენციაში ჩართვისთვის. ქართველი მოსახლეობისთვის ეს იქნება ახალი ფორმა მისი საყვარელი ანტრეპრენერული ინფორმაციის მისაღებად, მათ შორის − ოფლაინ რეჟიმში თუ ავტომობილში.
აქვე მოვუწოდებთ ჩვენს არსებულ და პოტენციურ კონტრიბუტორებს: მოუსმინეთ ჩვენს პირველ პოდკასტს და აირჩიეთ მოქმედება!