91

Infinity-ს ახალი ეტაპი: ციფრული სააგენტოდან საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიამდე

Opinions expressed by 91 contributors are their own.

You're reading 91 Georgia, an international franchise of 91 Media.

12 წლის წინ, როდესაც ვებდეველოპმენტის ბაზარზე ხარისხისა და ფასის დაბალანსებული შეთავაზება ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო, Infinity შეიქმნა. ამ დროის განმავლობაში კომპანიამ განახორციელა, იმუშავა როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორსა და ტექნოლოგიური ბაზრის ტრანსფორმაციასთან ერთად თავადაც განვითარების არაერთი ეტაპი გაიარა. დღეს Infinity-ს მომდევნო მიზანი ციფრული სააგენტოდან ტექნოლოგიურ კომპანიად გარდაქმნა, საკუთარი პროდუქტების განვითარება და საერთაშორისო ბაზარზე გასვლაა.

-ს დამფუძნებლის, ედგარ აკოფოვის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 12 წლის განმავლობაში ბაზარი რადიკალურად შეიცვალა, კომპანიის ფუნდამენტური პრინციპები უცვლელი დარჩა. ერთ-ერთი ასეთი პრინციპი მომხმარებლის მოთხოვნებსა და მის ხელთ არსებულ ბიუჯეტს შორის სწორი ბალანსის პოვნაა.

"მიუხედავად იმისა, რომ ბაზარი რადიკალურად განვითარდა, ჩვენი მთავარი მიზანი კვლავ იგივეა, ზუსტად დავაბალანსოთ მომხმარებლის ბიუჯეტი და მოთხოვნები. ჩვენი ამოცანაა, თითოეულ კლიენტს შევთავაზოთ საუკეთესო, უმაღლესი ხარისხის პროდუქტი ადეკვატურ ფასად. უბრალოდ, დღეს ამ მიზნის მისაღწევად გაცილებით თანამედროვე და მასშტაბურ ინსტრუმენტებს ვიყენებთ", – ამბობს ედგარ აკოფოვი.

12 წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება და 500-ზე მეტი განხორციელებული პროექტი კომპანიისთვის არა მხოლოდ რაოდენობრივი ზრდის მაჩვენებელია. ამ პერიოდში Infinity-ს შესაძლებლობა ჰქონდა, ემუშავა სხვადასხვა ტიპისა და მასშტაბის ორგანიზაციებთან როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორში.

აკოფოვის განმარტებით, ამ გამოცდილებას კომპანიის ძირითადი ღირებულებები და პრინციპები არ შეუცვლია. შეიცვალა რაკურსი, ხედვის მასშტაბი და, რაც მთავარია, ტექნოლოგიურ ცვლილებებთან ადაპტაციის შესაძლებლობა. ტექნოლოგიურ სფეროში ცვლილებების სიჩქარე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მიდგომები, რომლებიც რამდენიმე წლის წინ ინოვაციურად მიიჩნეოდა, დღეს შეიძლება სრულიად განსხვავებულად გამოიყურებოდეს. შესაბამისად, კომპანიისთვის მხოლოდ ერთხელ შერჩეული წარმატებული მოდელის შენარჩუნება საკმარისი აღარ არის.

"ჩვენი ღირებულებები და პრინციპები უცვლელი დარჩა, შეიცვალა მხოლოდ რაკურსი და ხედვის მასშტაბი. ის ტექნოლოგიური და ბიზნესმიდგომები, რომლებიც 5 წლის წინ აქტუალური და ინოვაციური იყო, დღეს სრულიად სახეცვლილია და ბაზარზე სულ სხვა სურათი გვაქვს. ამ უზარმაზარმა გამოცდილებამ გვასწავლა ადაპტაციის სისწრაფე და ის, რომ ტექნოლოგიურ სფეროში გაჩერება უკუსვლის ტოლფასია".

-ს მუშაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია, რომ ტექნოლოგიური კომპანიის ამოცანა მხოლოდ დამკვეთის მიერ ჩამოყალიბებული მოთხოვნის შესრულება არ უნდა იყოს. ხშირად საჭიროა იმ რეალური პრობლემის აღმოჩენაც, რომლის გადაჭრაც კონკრეტულ ბიზნესს სინამდვილეში სჭირდება. პრაქტიკაში მომხმარებელი ხშირად მიდის კომპანიასთან უკვე ჩამოყალიბებული მოთხოვნით და ფიქრობს, რომ ზუსტად იცის საკუთარი ბიზნესის პრობლემა და მისი გადაჭრის გზა. თუმცა პროცესების უფრო ღრმა ანალიზისას შეიძლება აღმოჩნდეს, რომ თავდაპირველი მოთხოვნა მხოლოდ შედეგს ეხება, ხოლო რეალური პრობლემა სრულიად სხვა პროცესში იმალება.

ასეთ შემთხვევებში Infinity მის მიერ შემუშავებულ კომპლექსურ სისტემას იყენებს, რომლის ფარგლებშიც დამკვეთის ბიზნესპროცესები დეტალურად ანალიზდება. მიზანია არა მხოლოდ პრობლემის დანახვა, არამედ იმის განსაზღვრაც, თუ სად იწყება და სად მთავრდება ის და რა არის მისი გამომწვევი რეალური მიზეზი.

"ძალიან ხშირად მომხმარებელი მოდის კონკრეტული მოთხოვნით და ჰგონია, რომ იცის, რა არის მისი პრობლემა, თუმცა პროცესში აღმოჩნდება ხოლმე, რომ ბიზნესის რეალური "ტკივილი" სრულიად სხვა ადგილასაა. ასეთ დროს ჩვენ ვიყენებთ ჩვენ მიერვე შემუშავებულ კომპლექსურ სისტემას, რომელიც დამკვეთის ყველა ბიზნესპროცესს დეტალურად აანალიზებს. ეს კვლევა გვეხმარება, ზუსტად გავარკვიოთ, რეალურად სად იწყება პრობლემა და სად მთავრდება იგი, რათა მის მიზეზს მივაგნოთ".

თანამედროვე კომპანიები ყოველდღიურად სულ უფრო დიდი მოცულობის ინფორმაციას აგროვებენ. მომხმარებლები, გაყიდვები, ლიდები, თანამშრომლები, მიმდინარე დავალებები და შიდა პროცესები მონაცემთა მნიშვნელოვან ნაკადს ქმნის. თუმცა ინფორმაციის დიდი რაოდენობა თავისთავად არ ნიშნავს, რომ ბიზნესი მას ეფექტიანად იყენებს.

Infinity-ს ხედვით, მონაცემების სიმრავლე უპირატესობის ნაცვლად პრობლემად მაშინ იქცევა, როდესაც ინფორმაცია სისტემატიზებული არ არის. განსაკუთრებით სარისკოა მდგომარეობა, როდესაც კომპანიისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ცოდნა მხოლოდ ერთი ან რამდენიმე თანამშრომლის ხელშია თავმოყრილი. ასეთ ვითარებაში კონკრეტული ადამიანის კომპანიიდან წასვლა მხოლოდ საკადრო ცვლილება აღარ არის, შესაძლოა მასთან ერთად ორგანიზაციამ დაკარგოს პროცესების შესახებ დაგროვილი ცოდნის მნიშვნელოვანი ნაწილიც. სწორედ ამიტომ მონაცემებისა და ცოდნის ინსტიტუციონალიზება ბიზნესის მდგრადობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

"თუ ცოდნა და მონაცემები არ არის ინსტიტუციონალიზებული, ამ ადამიანის სამსახურიდან წასვლის შემთხვევაში კომპანიის ბიზნესპროცესები ფაქტობრივად ინგრევა".

Infinity-ს მრავალწლიანმა გამოცდილებამ ქართულ კომპანიებში შიდა პროცესებისა და მონაცემების მართვასთან დაკავშირებული კიდევ ერთი გავრცელებული პრობლემა გამოკვეთა, დელეგირების ნაკლებობა. მენეჯერები ხშირად ცდილობენ, პროცესების დიდი ნაწილი თავად აკონტროლონ. ერთი შეხედვით, ეს შეიძლება მართვის ეფექტიან მეთოდადაც აღიქმებოდეს, თუმცა კომპანიის ზრდასთან ერთად ასეთი მოდელი მნიშვნელოვან შეზღუდვებს ქმნის.

ბიზნესპროცესები თავიდანვე იმგვარად უნდა იყოს დალაგებული და პასუხისმგებლობები ისე განაწილებული, რომ როგორც ეფექტიანობა, ისე გადაწყვეტილებების მიღების პროცესი მხოლოდ ერთ ადამიანზე არ იყოს დამოკიდებული.

"მენეჯერები ცდილობენ, ყველაფერი თავად აკონტროლონ. ბიზნესპროცესები თავიდანვე ისე უნდა იყოს სწორად დალაგებული და განაწილებული, რომ ეფექტიანობის მაჩვენებელი და გადაწყვეტილებების მიღების პროცესი არ იყოს ცენტრალიზებული მხოლოდ ერთ ადამიანზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბიზნესის ზრდა და მასშტაბირება შეუძლებელი ხდება".

პრობლემა კიდევ უფრო რთულდება მაშინ, როდესაც კომპანიის ინფორმაცია სხვადასხვა პლატფორმაში, სისტემასა და ცხრილშია გაფანტული. ასეთ პირობებში მენეჯმენტისთვის სრული სურათის დანახვა რთულდება, გადაწყვეტილების მისაღებად კი სხვადასხვა წყაროდან ინფორმაციის ხელით შეგროვება ხდება საჭირო.

ედგარის შეფასებით, ბიზნესპროცესების ერთ-ერთი მთავარი ასპექტი და იარაღი მოქნილობაა. გაფანტული ინფორმაცია კი თავის ძირითად ფუნქციას კარგავს და მენეჯმენტს შესაძლებლობას ართმევს, პროცესები მთლიანობაში დაინახოს. განსაკუთრებული პრობლემა ის არის, რომ ბიზნესი ხშირად ფრაგმენტაციის რეალურ მასშტაბს მხოლოდ მაშინ აცნობიერებს, როდესაც შედეგი უკვე კონკრეტულ ფინანსურ თუ საოპერაციო ზარალში აისახება.

"როდესაც ინფორმაცია გაფანტულია, ის კარგავს თავის მთავარ ფუნქციას და მენეჯმენტი ბრმავდება. სამწუხაროდ, როდესაც მომხმარებელი ამ პრობლემას დამოუკიდებლად ხვდება, უკვე ძალიან გვიანია და ბიზნესი კონკრეტულ ზარალს განიცდის. თუ გადაწყვეტილების მისაღებად ინფორმაციის ფაილიდან ფაილში შეგროვება გიწევთ, ეს უკვე პირდაპირი სიგნალია, რომ ცენტრალიზაციის დროა".

ბიზნესპროცესების ცენტრალიზებასთან ერთად სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება შესაბამისი ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის არსებობა. ერთ-ერთი ასეთი ინსტრუმენტი , თუმცა ბიზნესებში მისი ფუნქციის შესახებ ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული სტერეოტიპული წარმოდგენა. CRM ხშირად მხოლოდ მომხმარებელთან ურთიერთობის ან გაყიდვების მართვის ინსტრუმენტად აღიქმება. რეალურად კი, აკოფოვის შეფასებით, მისი შესაძლებლობები გაცილებით ფართოა.

სისტემაში შესაძლებელია კომპანიის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ბიზნესპროცესის ინტეგრირება, მათ შორის ფინანსების, საწყობის მართვის, ადამიანური რესურსების, შიდა კომუნიკაციისა და სხვა მიმართულებების. შედეგად, სხვადასხვა პროცესისა და ინფორმაციის ერთ სივრცეში მოქცევა კომპანიას ერთიანი სისტემის პრინციპით მუშაობის შესაძლებლობას აძლევს.

"ხშირად არსებობს სტერეოტიპი, რომ CRM-ს მხოლოდ ვიწრო სეგმენტში, მაგალითად, მხოლოდ გაყიდვებში იყენებენ. თუმცა, რეალურად, მისი შესაძლებლობები უზარმაზარია. მასში შეიძლება ინტეგრირდეს თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ბიზნესპროცესი: ფინანსები, საწყობის მართვა, HR, შიდა კომუნიკაცია და სხვა. ეს არის სისტემა, რომელიც მთლიან კომპანიას ერთიან, გამართულ ორგანიზმად აქცევს".

CRM-ის ან სხვა ტექნოლოგიური სისტემის დანერგვა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ბიზნესი უფრო ეფექტიანი გახდება. Infinity-ს ხედვით, ტექნოლოგიის უკან აუცილებლად უნდა იდგეს შესაბამისი ორგანიზაციული ცვლილებებიც. პირველ რიგში, საჭიროა პროცესების სწორად აწყობა, თითოეული რგოლის პასუხისმგებლობების მკაფიოდ განსაზღვრა და თანამშრომლების მაქსიმალური ჩართულობა. მნიშვნელოვანი ფაქტორია ასევე თანამშრომლების ახალ სისტემასთან შეგუება.

ტექნოლოგიის რეალური ღირებულება მხოლოდ მაშინ ჩნდება, როდესაც ის ყოველდღიური მართვის ნაწილად იქცევა და თანამშრომლები მას ფორმალურად კი არ ავსებენ, არამედ სამუშაო პროცესში რეალურად იყენებენ.

"მხოლოდ სისტემის დანერგვა თავისთავად ეფექტიანობას არ უზრუნველყოფს. ტექნოლოგია ინსტრუმენტია და არა ჯადოსნური ჯოხი. უპირველესად, საჭიროა ორგანიზაციული ცვლილებები: პროცესების სწორად აწყობა, თითოეული რგოლის პასუხისმგებლობების მკაფიოდ განსაზღვრა, თანამშრომლების მაქსიმალური ჩართულობა და სიახლესთან შეგუება. იმისთვის, რომ სისტემამ იმუშაოს, აუცილებელია მისი რეალურად, ყოველდღიურ მართვაში გამოყენება და არა მხოლოდ ფორმალურად შევსება".

ერთ სივრცეში თავმოყრა ხელმძღვანელისთვის გადაწყვეტილებების მიღების პროცესსაც ცვლის. როდესაც კომპანიის საქმიანობის შესახებ მონაცემები რეალურ დროშია ხელმისაწვდომი, მენეჯერს შეუძლია პროცესები არა ფრაგმენტულად, არამედ მთლიანობაში დაინახოს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ საკითხებში, როგორიცაა გაყიდვების პროცესის შეფასება, სხვადასხვა სერვისის შედეგების შედარება და იმ მიმართულებების იდენტიფიცირება, სადაც სტრატეგიული ცვლილებაა საჭირო.

მაგალითად, ხელმძღვანელს შეუძლია მყისიერად დაინახოს, გაყიდვების რომელ ეტაპზე იკარგება მომხმარებელი, რომელი სერვისი მუშაობს უკეთ და რომელ მიმართულებაშია ცვლილება საჭირო. შესაბამისად, გადაწყვეტილებების მიღება ხდება არა მხოლოდ უფრო სწრაფი, არამედ უფრო ზუსტიც.

"მონაცემების ერთიან სივრცეში და რეალურ დროში არსებობა ხელმძღვანელს საშუალებას აძლევს, გადაწყვეტილებები ბევრად უფრო სწრაფად და ზუსტად, ფაქტებზე დაყრდნობით მიიღოს. მაგალითად, მენეჯერს შეუძლია მყისიერად დაინახოს, სად და რა ეტაპზე იკარგება გაყიდვები, რომელი კონკრეტული სერვისი მუშაობს უკეთ და სად არის საჭირო სტრატეგიული ცვლილება. ეს გამორიცხავს ინტუიციაზე დაფუძნებულ მენეჯმენტს".

12-წლიანი განვითარების შემდეგ Infinity საკუთარი ისტორიის მომდევნო ეტაპს ციფრული სააგენტოდან ტექნოლოგიურ კომპანიად ტრანსფორმაციაში ხედავს. ცვლილება პრაქტიკაში გულისხმობს არა მხოლოდ არსებული სერვისების გაფართოებას, არამედ საკუთარი უნიკალური ტექნოლოგიური პროდუქტების განვითარებას. კომპანიის გეგმებში შედის და ERP სისტემების, ავტომატიზაციის ინსტრუმენტების, ხელოვნურ ინტელექტზე (AI) დაფუძნებული და სხვა ინოვაციური ციფრული გადაწყვეტილებების შექმნა და განვითარება.

ტრანსფორმაციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ლოკალური ბაზრის ფარგლებს გარეთ გასვლაა. Infinity-ს მიზანია, მომდევნო წლებში საერთაშორისო მასშტაბით მოქმედ ტექნოლოგიურ კომპანიად ჩამოყალიბდეს, რომლის კლიენტების უმრავლესობაც გლობალური ბაზრიდან იქნება და რომელსაც მათთვის საკუთარი, მაღალკონკურენტული პროდუქტების შეთავაზება შეეძლება.

"Infinity-ს ტრანსფორმაცია ციფრული სააგენტოდან ტექნოლოგიურ კომპანიად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. პრაქტიკაში ეს ნიშნავს საკუთარი, უნიკალური პროდუქტების: CRM და ERP სისტემების, ავტომატიზაციის ინსტრუმენტების, ხელოვნური ინტელექტის (AI) და სხვა ინოვაციური ციფრული გადაწყვეტილებების განვითარებას. ჩვენი მიზანია, გავცდეთ ლოკალურ ბაზარს და ვიქცეთ საერთაშორისო მასშტაბით მოქმედ ტექნოლოგიურ კომპანიად, რომელსაც უმეტესად გლობალური კლიენტები ეყოლება და მათ საკუთარ, მაღალკონკურენტულ პროდუქტებს შესთავაზებს".

Infinity-ს 12-წლიანი გამოცდილება აჩვენებს კომპანიის განვითარების გზას ვებდეველოპმენტის ბაზრიდან უფრო ფართო ტექნოლოგიური მიმართულებებისკენ. ამ გზაზე უცვლელი რჩება კომპანიის მიერ დასახელებული ძირითადი პრინციპები, მომხმარებლის მოთხოვნებისა და ბიუჯეტის დაბალანსება, ბიზნესის რეალური პრობლემის იდენტიფიცირება და ტექნოლოგიური ცვლილებებისადმი სწრაფი ადაპტაცია.

ამავე დროს, კომპანიის მომდევნო ეტაპი უკვე უფრო მასშტაბურ მიზნებს უკავშირდება: საკუთარი ტექნოლოგიური პროდუქტების შექმნას, ბიზნესპროცესების ავტომატიზაციისა და ცენტრალიზაციისთვის ახალი გადაწყვეტილებების განვითარებას, ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენებას და საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი ტექნოლოგიური კომპანიის პოზიციის დამკვიდრებას.