გავიმარჯვებთ! გადამწყვეტი ფაზა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად - საქართვ᳥ლოს ბანკი, საკალათბურთო ნაკრების გ᳥ნ᳥რალური სǃსორი
Opinions expressed by 91 contributors are their own.
You're reading 91 Georgia, an international franchise of 91 Media.
საქართვ᳥ლოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ბარიერი წარმატებით გადალახა. ესპანეთის, უკრაინისა და დანიის ჯგუფში დაკავებული მე-3 ადგილის შემდეგ, ჩვენი გუნდი მეორე, გადამწყვეტ რაუნდში გადავიდა, სადაც მიზანი ერთია - ზედიზედ მეორედ მოვიპოვოთ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება.
მსოფლიო ჩემპიონატისკენ გადამწყვეტ სვლას ოლეკსანდარ ჯიკიჩის მიერ გაწვრთნილი გუნდი უმნიშვნელოვანესი მატჩებით იწყებს:
- 28 აგვისტო, 19:30 | საქართვ᳥ლო v მონტენეგრო;
- 31 აგვისტო, 22:00 | პორტუგალია v საქართვ᳥ლო.
ოფიციალური მატჩების წინ, ჩვენმა ნაკრებმა ორი მოსამზადებელი სპარინგი ჩაატარა და ორივეში გამარჯვება მოიპოვა. ჯერ იყო დახურული შეხვედრა ლიბანთან, რომელიც სასურველი ანგარიშით, 93:74 დასრულდა, 23 აგვისტოს კი, ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის სპორტის სასახლეში, ქართვ᳥ლმა გულშემატკივარმა ისრაელის წინააღმდეგ შთამბეჭდავი სანახაობა (101:90) იხილა.
ისრაელთან შეხვედრაში ერთბაშად ექვსმა ქართვ᳥ლმა კალათბურთელმა გადალახა 10-ქულიანი ბარიერი. საუკეთესო მოთამაშე კი გოგა ბითაძე გახდა - 22 ქულით და 8 მოხსნით. მას მხარი აუბეს თორნიკე შენგელიამ (21 ქულა, 9 მოხსნა, 5 პასი) და სანდრო მამუკელაშვილმა (20 ქულა, 6 მოხსნა, 6 პასი, 3 ჩაჭრა). გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მარკის რიდმა (12 ქულა, 4 პასი), რატი ანდრონიკაშვილმა (12 ქულა) და დუდა სანაძემაც (11 ქულა).
ამ ორ მატჩში, ჯიკიჩმა გაფართოებულ შემადგენლობას უხმო. ოფიციალურ მატჩებში კი მის შემადგენლობაში 12 კალათბურთელი იქნება.
მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გუნდებს პირველ რაუნდში დაგროვილი ქულები გადმოჰყვა, შედეგად, სატურნირო ცხრილი ასე გამოიყურება:
- ესპანეთი - 11 ქულა;
- უკრაინა - 10 ქულა;
- მონტენეგრო - 10 ქულა;
- პორტუგალია - 9 ქულა;
- საბერძნეთი - 9 ქულა;
- საქართვ᳥ლო - 9 ქულა.
მეორე რაუნდში ჩვენი ნაკრები მხოლოდ მონტენეგროსთან, პორტუგალიასთან და საბერძნეთთან გამართავს მატჩებს (შინ და გასვლაზე - სულ 6 შეხვედრა), თუმცა საგზურისთვის ბრძოლაში ქულებით ესპანეთსა და უკრაინასაც ვეპაექრებით. ამ ჯგუფიდან, მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს 3 ნაკრები მოიპოვებს, თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში კი, გადამწყვეტი უპირატესობა ბურთების სხვაობას მიენიჭება.
წინ გადამწყვეტი ბრძოლებია - საქართვ᳥ლოს ნაკრები ისტორიის ახალი ფურცლების დასაწერად ემზადება.
ერთად ვუგულშემატკივრǃ ქართვ᳥ლ კალათბურთ᳥ლ᳥ბს. საქართვ᳥ლოს ბანკი - საქართვ᳥ლოს ერǃნული საკალათბურთო ნაკრების გ᳥ნ᳥რალური სǃსორი.