Casa Rosmarino – როგორ იქცა ბავშვობის ოცნება პრემიუმ გასტრონომიულ კონცეფციად
Opinions expressed by 91 contributors are their own.
You're reading 91 Georgia, an international franchise of 91 Media.
დავით მორგოშია -ს დამფუძნებელი და დირექტორია, რომლის ბიზნესიც ქართულ ბაზარზე მომხმარებელს ახალ და უნიკალურ გასტრონომიულ გამოცდილებას სთავაზობს.
"ჩვენ ვქმნით თბილისში პირველ სიცილიური სტილის როტისერის (Rotisserie), რომელიც სწრაფი კვების სეგმენტში პრემიუმ ხარისხისა და ღია ცეცხლზე მომზადების კონცეფციას გულისხმობს. დღეს ბაზარზე იშვიათად გვხვდება სწრაფი, ხელმისაწვდომი კვების ობიექტები, რომლებიც ორიენტირებული არიან ეკოლოგიურად სუფთა და ნედლ პროდუქტზე.
ჩვენი უპირატესობა სწორედ ესაა: ვიყენებთ მხოლოდ გაუყინავ, პირველი კატეგორიის მეხორცულ ქათამს, რომელიც უსასუქო სიმინდზეა გაზრდილი, ასევე უმაღლესი ხარისხის ნედლ ხორცს, ნამდვილ ექსტრავირჯინ ზეითუნის ზეთს, ცოცხალ ბოსტნეულსა და ხმელთაშუაზღვისპირეთის სუნელებს. შეწვის პროცესი მთლიანად ცეცხლისა და ნახშირის ღია გრილზე მიმდინარეობს, რაც პროდუქტის გემოვნურ თვისებებს მნიშვნელოვნად ზრდის, ხორცს საოცარ წვნიანობას უნარჩუნებს და მას ხრაშუნა, ოქროსფერ ქერქს სძენს", – ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
ეს იდეა მისი ბავშვობის ყველაზე ნათელი მოგონებიდან იღებს სათავეს: დავითი წარმოშობით აფხაზეთიდანაა და ბავშვობაში, ერთ-ერთი საქველმოქმედო პროგრამის ფარგლებში, ზაფხულობით სიცილიაში ჩადიოდა.
"სწორედ იქ, 7 წლის ასაკში, პირველად აღმოვაჩინე ადგილობრივი გასტრონომიის (Street food) ჩემი მთავარი ფავორიტი ცეცხლზე, სპეციალური არომატული სუნელებით შემწვარი ქათამი. ზუსტად იმ პერიოდში დავისახე მიზნად, რომ მე ვიქნებოდი პირველი ქართველი, ვინც თბილისში პირველ სიცილიურ როტისერის გახსნიდა! მას შემდეგ 26 წელი გავიდა. დღეს მე ვიხდენ ჩემი ბავშვობის ოცნებას, ვაღწევ დასახულ მიზანს და თბილისს ვჩუქნი ნამდვილ, ცეცხლოვან სიცილიურ გემოს".
მისი თქმით, ამ ბიზნესის დაწყება მოითხოვდა დიდ გაბედულებას, რადგან ქართულ ბაზარზე აბსოლუტურად ახალი, მანამდე არარსებული კულტურა შემოიტანეს. კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ როდესაც პირველი ხარ, რისკი ყოველთვის დიდია.
"თუმცა სწორედ ეს ინოვაციურობაა ჩვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა. კონცეფციის სირთულე და გამბედაობა იმაში მდგომარეობს, რომ კომპრომისზე არ მივდივართ ხარისხთან. მხოლოდ ნედლი, გაუყინავი პროდუქტის გამოყენება ნიშნავს იმას, რომ ჩვენი დღიური მარაგი გარკვეულწილად ლიმიტირებული იქნება. ეს არ არის მასობრივი წარმოება, არამედ ექსკლუზიური მიდგომა, სადაც ყოველი კერძი განსაკუთრებულია. უახლოესი მიზანია სწრაფად დავიჭიროთ ის "ოქროს ბალანსი" და ზუსტად განვსაზღვროთ ყოველდღიური მოთხოვნა, რათა მაქსიმალურად ეფექტურად ვუპასუხოთ სტუმრების ნაკადს და არცერთი მომხმარებელი არ დაგვრჩეს გულდაწყვეტილი".
გარდა ამისა, ამ პროექტის უკან უდიდესი ლოგისტიკური გამოწვევა დგას: ავთენტიკურობის შესანარჩუნებლად სპეციალური სანელებლების იმპორტს პირდაპირ იტალიიდან ახორციელებენ. კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ შეწვის პროცესისთვის განკუთვნილი შეშაც კი სპეციალური ტიპისაა, რათა ხორცს იდეალური არომატი მისცეს.
"ჩვენი ხედვა კიდევ უფრო შორს მიდის: მომავალში ვგეგმავთ, რომ ადგილობრივი მეხორცული ბროილერის პარალელურად, საქართველოში სპეციალურად გრილისთვის განკუთვნილი ახალი ჯიშის ქათმების მოშენებას ჩავუყაროთ საფუძველი. თითოეულ დეტალს უდიდეს ყურადღებას ვაქცევთ და ვაცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რაც ბაზარზე ახალი სტანდარტის დამკვიდრებას ახლავს. მზად ვართ ამ გამოწვევისთვის და დარწმუნებული ვარ, ჩვენს მიზანს აუცილებლად მივაღწევთ", – აღნიშნავს დავით მორგოშია.
ის ამბობს, რომ ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე, სტარტზე რამდენიმე ტიპის გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ, რომელთა გადაჭრაც ერთი შეხედვით თითქმის შეუძლებელი ჩანდა. პირველი იყო ავთენტიკური ტექნოლოგიის შესწავლა: იმისათვის, რომ პროდუქტს ნამდვილი სიცილიური ხასიათი ჰქონოდა და ტექნოლოგიური პროცესი იდეალურად მართული ყოფილიყო, დავითი გაემგზავრა იტალიაში, სადაც ადგილობრივ შეფებთან პრაქტიკული მუშაობის პროცესში შეისწავლა შეწვისა და მარინირების თითოეული ნიუანსი და საიდუმლო.
"თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დავაკოპირებთ მათ, პირირქით, ქართულ ელემენტებსაც დავამატებთ და ადგილობრივ ბაზარზე მეტად მისაღებს გავხდით. მეორე უდიდესი ბარიერი იდეალური ლოკაციის შერჩევა აღმოჩნდა. ვინაიდან კონცეფცია ღია ცეცხლსა და ნახშირს უკავშირდება, ქალაქის ცენტრში ინფრასტრუქტურულად გამართული და უსაფრთხო ადგილის პოვნა ურთულესი იყო.
საბოლოოდ, მივაგენით იდეალურ სივრცეს, თბილისის ცენტრში, "ღვინის ქარხნის" (Wine Factory N1) Food Market-ის ტერიტორიაზე. ეს არის უნიკალური ატმოსფეროს მქონე გარემო, სადაც შექმნილია ყველა პირობა ჩვენი მასშტაბის ცეცხლის როტისერის უსაფრთხო და ეფექტური მუშაობისთვის".
მესამე გამოწვევა სტაბილური ნედლი პროდუქტის მოძიება იყო. მისი თქმით, ქართულ ბაზარზე გრილისთვის განკუთვნილი, ზუსტი სტანდარტისა და წონის ნედლი ქათმის პოვნა საკმაოდ რთულია. თუმცა, ხანგრძლივი ძიებისა და მკაცრი სელექციის შედეგად, შეძლეს საიმედო ადგილობრივი პარტნიორების პოვნა, რომლებიც ყოველდღიურად აწვდიან უმაღლესი ხარისხის პროდუქციას.
"ამ სამივე, ერთი შეხედვით გადაუჭრელი პრობლემის წარმატებით გადალახვამ დაგვანახა, რომ სწორი ხედვითა და შეუპოვრობით ნებისმიერი ბარიერის გარღვევაა შესაძლებელი.
დავითისთვის მთავარი ინსპირაციის წყარო ორი ფაქტორისგან შედგება: ბავშვობის ემოცია და უსაზღვრო სიყვარული კულინარიის მიმართ. მისი თქმით, პირველ რიგში, ეს არის საკუთარი თავისთვის 26 წლის წინ მიცემული პირობის შესრულება – იყოს პირველი, ვინც ქართულ გასტრონომიულ სივრცეში ავთენტიკურ სიცილიურ როტისერის დაამკვიდრებს.
"ბავშვობის იმ დაუვიწყარმა გემოებმა და მოგონებებმა ჩემში ისეთი ძლიერი მუხტი დატოვა, რომ ეს საქმე ჩემთვის არა მხოლოდ ბიზნესი, არამედ საქმეა, რომელსაც სიყვარულით გავაკეთებ. მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა ჩემი კულინარიული გატაცებაა. მივიჩნევ, რომ ნამდვილი გურმანი ვარ. განსაკუთრებულ აღფრთოვანებას მანიჭებს ცეცხლზე მომზადებული ხორცეულობა თუ თევზეულობა, რომლებსაც ახალი ბოსტნეულის გარნირები და ხმელთაშუაზღვისპირეთის არომატები აბალანსებს.
ცეცხლთან მუშაობა თავად არის ხელოვნება, რომელიც მუდმივ ინსირაციას გვაძლევს. სწორედ ამ იდეიდან იღებს სათავეს ჩვენი ბრენდის სახელიც – Casa Rosmarino , რაც ქართულად "როზმარინის სახლს" ნიშნავს. როზმარინი ის საკვანძო ინგრედიენტია, რომელიც ყველაზე მეტად უხდება და აცოცხლებს ცეცხლზე მომზადებულ კერძებს. ჩვენი მიზანია, რომ Casa Rosmarino გახდეს ადგილი, სადაც სტუმრები დააგემოვნებენ ცეცხლზე მომზადებულ უმაღლესი ხარისხის კერძებს", – ამბობს ის.
დავით მორგოშია აღნიშნავს, რომ ბიზნესში, ისევე როგორც ზოგადად ცხოვრებაში, ყველაზე რთული ყოველთვის პირველი ნაბიჯის გადადგმაა. მომდევნო 1 წლის განმავლობაში კომპანიის უმთავრეს მიზანს ძლიერი მარკეტინგული სტრატეგიის აგება წარმოადგენს. ამავდროულად, წლის ბოლომდე იგეგმება მინიმუმ 2 ახალი ფილიალის დამატება თბილისში, რომ პროდუქტი დედაქალაქის კიდევ უფრო მეტი მცხოვრებლისთვის გახდეს ხელმისაწვდომი.
"რაც შეეხება გრძელვადიან მიზნებს, ჩვენი ხედვა მასშტაბურია – Casa Rosmarino აუცილებლად გასცდება თბილისის ფარგლებს და განვითარდება ჯერ საქართველოს ქალაქებში, საწყის ეტაპზე საკურორტო ქალაქებში, ხოლო შორეულ პერსპექტივაში ქვეყნის გარეთაც. ქათმის ხორცი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი პროდუქტია, შესაბამისად, ამ ბაზრის პოტენციალი ამოუწურავია. დარწმუნებული ვარ, ჩვენ გვაქვს ყველა რესურსი, რათა მომხმარებელს ამ ნაცნობი პროდუქტის სრულიად ახლებური, პრემიუმ ვერსია შევთავაზოთ. ეტაპობრივი განვითარებითა და თავდაუზოგავი შრომით, დასახული მიზნების მიღწევა აბსოლუტურად რეალურია", – ამბობს დავით მორგოშია, Casa Rosmarino-ს დამფუძნებელი და დირექტორი.