91

აშშ საქართველოში პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვას დააფინანსებს

You're reading 91 Georgia, an international franchise of 91 Media.

entrepreneur.ge

"იმისათვის, რომ საქართველოს კერძო სექტორს COVID-19 პანდემიის შემდგომ აღდგენაში დავეხმაროთ, აშშ-ის მთავრობა დააფინანსებს უცხოური ინვესტიციების საკონსულტაციო ფირმა OCO Global-ს, რომელიც გამოავლენს და ხელს შეუწყობს მაღალანაზღაურებადი ინვესტიციების შესაძლებლობებს საქართველოს ეკონომიკაში. ასევე, შეუწყობს ხელს ქვეყნის საერთაშორისო ეკონომიკის პოტენციალის შესახებ მსხვილ საერთაშორისო ინვესტორებთან ცნობიერების ამაღლებას.

აშშ-ის მთავრობა აღნიშნულ დაფინანსებას USAID-ის მეშვეობით გამოყოფს და საქართველოს ეკონომიკაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად სააგენტოსთან "აწარმოე საქართველოში" თანამშრომლობს." - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს ოფიციალურ განცხადებაში.

91-ის გუნდი

91 Staff

91 საქართველოს გუნდი