91

ალექსი გიჯაშვილი Agile ტრანსფორმაციის მიმართულებით პროკრედიტ ბანკის მენეჯმენტ კონსულტანტი გახდა

You're reading 91 Georgia, an international franchise of 91 Media.

ალექსი გიჯაშვილი AgileSchool-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია. AgileSchool-ისა და პროკრედიტ ბანკის კოლაბორაცია რამდენიმე წარმატებულ პროექტს ითვლის, თუმცა ახლა თანამშრომლობა ახალ საფეხურზე გადავიდა.

AgileSchool კომპანიის საქმიანობის ფოკუსის გათვალისწინებით, პროკრედიტ ბანკს კონსულტაციას გაუწევს ისეთი კრიტიკული ფუნქიცების მიმართულებით, როგორიცაა: Პროცესებისა და ოპერაციების Agile ტრანსფორმაცია, სტრატეგიული და ტაქტიკური დაგეგმარება, Პროექტების / პროდუქტების მართვის მიდგომები, გუნდების მუშაობის Agile პრაქტიკები, IT მმართველობა, გუნდებისა და პროცესების დიზაინი და Პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების Agile მიდგომები.

91-ის გუნდი

91 Staff

91 საქართველოს გუნდი