ახალი პროგრამები, ახალი კამპუსი და 2000-ზე მეტი სტუდენტის მისაღები ადგილი 2025 წელს BTU-ში
Opinions expressed by 91 contributors are their own.
You're reading 91 Georgia, an international franchise of 91 Media.

ახალი კამპუსი, ახალი ინოვაციური პროგრამები საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე, უპრეცედენტო ინიციატივები ხელოვნური ინტელექტისა თუ სხვა ტექნოლოგიების სფეროებში, სამწლიანი პროგრამები, ერთდროულად ორი დიპლომის მოპოვების შესაძლებლობა - ეს ის სიახლ᳥ებია, რომელსაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 2025 წლიდან სტუდენტებს სთავაზობს.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ჯამში, 10 აკრედიტებულ პროგრამას, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე უკვე ახორციელებს, რომელთა შორის 6 მათგანი მეორე, ევროპული უნივერსიტეტის დიპლომის მოპოვების შესაძლებლობას იძლევა.
უნივერსიტეტი მალე მეორე, ახალ კამპუსს ხსნის და პროგრამების ჩამონათვალსაც აფართოებს: საბაკალავრო პროგრამა - ფსიქოლოგია ციფრულ სამყაროში, ერთი და ორწლიანი სამაგისტრო პროგრამები ციფრულ მარკეტინგში და სხვა სიახლ᳥ებით, BTU 2025 წელს შეხვდება.
BTU-ს საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამებით დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ .
BTU-ს განსხვავებულმა ხედვამ, ყველა პროფესისა და ინდუსტრიაში ტექნოლოგიების ინტერგრაცასთან მიმართებით, მას მნიშვნელოვანი წარმატება მოუტანა საგანმანათლებლო სივრცეში. უნივერსიტეტს ქვეყანაში ყველაზე მაღალმოთხოვნადი ტექნოლოგიური პროგრამები აქვს და მომდევნო წლიდან, სტუდენტების უპრეცედენტო, 2000-მდე კონტინგენტის მიღებას გეგმავს.
სტუდენტების და კურსდამთავრებულების დასაქმების მიზნით, უნივერსიტეტი 300-მდე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობს. სრულად დაფინანსებული გაცვლითი პროგრამების უზრუნველყოფისთვის, პარტნიორობა აქვს 90-ზე მეტ მაღალრეიტინგულ დასავლურ უნივერსიტეტთან, არის 12 საერთაშორისო ქსელის წევრი - მათ შორისაა მსოფლიოს ყველაზე მაღალრეიტინგული MIT-ის Martin Trust Center, Harvard MOC Affiliated Network, European University Association და სხვა.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 9 ტექნოლოგიურ ლაბს აერთიანებს: AI ლაბორატორია, IOS & ANDROID ლაბორატორია, ლაბორატორია 4.0, განახლებადი ენერგო წყაროების ლაბორატორია, ბლოქჩეინ ლაბორატორია, კიბერუსაფრთხოების ლაბორატორია, მდგრადობის ლაბორატორია, Microsoft ლაბორატორია, MarTech ლაბორატორია.