8 ჩვევა, რომელიც შეგინარჩუნებთ ფსიქიკურ ჯანმრთელáƒ×ǃ‘ას და ბედნიერად გაგრძნობინებთ თავს
By Sonia Singh
Opinions expressed by 91³ÉÈË contributors are their own.
You're reading 91³ÉÈË Georgia, an international franchise of 91³ÉÈË Media.
ჩვენ ადამიანები ვართ და ბუნებრივია, განუწყვეტლივ ვცდილობთ საკუთარი ემოციური, სულიერი, ინტელექტუალური, ფიზიკური, ეკოლოგიური, ფინანსური, პროფესიული და სოციალური სფეროს დარეგულირებას. ეს რვა ელემენტი განსაზღვრავს ჩვენს ცხოვრებას და თუ მათ არ აბალანსებთ და სათანადოდ არ მართავთ, შესაძლოა ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები შეგექმნათ. ეს კი ჩვენს უნარებზეც მოახდენს გავლენას და საერთოდ ეჭვქვეშ დააყენებს, მივაღწევთ თუ არა დასახულ მიზნებს.
თანამედროვე საზოგადოება გვასწავლის, რომ ჯანმრთელობის პრობლემების მოსაგვარებლად, დაუყოვნებლივ, უმოკლეს დროში გვჭირდება გამოსავლის მოძებნა. თუმცა, ეს მიდგომა არ ითვალისწინებს, რომ მთავარია იმ პრობლემების გადაჭრა, რომლებიც ფსიქიკურ ჯანმრთელáƒ×ǃ‘ასა და კარგ განწყáƒ×ǃ‘ას განაპირობებენ.
როგორც ფსიქიკურ, ისე ფიზიკურ ჯანმრთელáƒ×ǃ‘აზე ზრუნვა, სრულიად ჩვეულებრივი, ბუნებრივი გზებით იწყება. უბრალოდ, საკუთარ თავზე უნდა იზრუნოთ და თქვენი ყოველდღიური ცხოვრება ზემოხსენებული რვა ელემენტის გათვალისწინებით უნდა მართოთ. სწორედ ცხოვრების ბუნებრივი წესის თაáƒ×ǃ‘აზე მიღებული გადაწყვეტილებები ქმნის სტაბილური ქცევის მთავარ საფუძველს, რაც საშუალებას გაძლევთ უკეთ მართოთ თქვენი ჯანმრთელáƒ×ǃ‘ა და მრავალი პრობლემა აიცილოთ თავიდან.
შემდეგი რეკომენდაციები ჯანმრთელáƒ×ǃ‘აზე ზრუნვის ბუნებრივ გზებს უკავშირდება. გაითვალისწინეთ, რომ მათი დახმარებით ჯანმრთელობის გაკაჟებას და შესანიშნავ განწყáƒ×ǃ‘აზე ყოფნას შეძლებთ.
1. მცენარეული კვება
ბოლო ათწლეულების რამდენიმე აღმოჩენამ სურსათისა და სოფლის მეურნეობის დარგში, ის უპირატესობები გამოავლინა, რაც მცენარეულ საკვებზე დაფუძნებულ რაციონს გრძელვადიან პერიოდში აქვს. მცენარეული კვება ნატურალური, არარაფინირებული და დაუმუშავებელი საკვების მიღებას ნიშნავს. მასში შედის საკვები, რომელიც მცენარეებისგან, თესლებისგან, მთლიანი მარცვლეულისგან, თხილისგან, ლობიოსა და პარკოსნებისგან მიიღება.
მცენარეული კვება ბაქტერიებისა და მიკროორგანიზმების რთულ ეკოსისტემაზე ახდენს გავლენას ჩვენს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. კუჭ-ნაწლავის ტრაქტი თავის ტვინის ჰორმონებთან და ნერვებთან კომუნიკაციით, ჩვენი სტრესის დონეზე და ემოციურ კეთილდღეáƒ×ǃ‘აზე ახდენს გავლენას და ამ სიგნალებს ჩვენს ტვინს გადასცემს.
როდესაც კუჭ-ნაწლავი ჯანმრთელია, თქვენი სხეული ამ ინფორმაციას თქვენს ტვინს ატყობინებს და პირიქით. თუ ჯანსაღი არ არის, ეს ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელáƒ×ǃ‘აზეც აისახება. თუ კუჭ-ნაწლავის პრობლემები გაქვთ, თქვენი ფსიქიკური ჯანმრთელáƒ×ǃ‘აც დაახლოებით ამ მდგომარეáƒ×ǃ‘აში იქნება. მცენარეებისა და ბოსტნეულის მონელება-გადამუშავება ნაკლებ ენერგიას მოითხოვს თქვენი შინაგანი სისტემებისგან. ეს კი თქვენს განწყáƒ×ǃ‘აზე და ენერგეტიკულ დონეზე ახდენს გავლენას.
2. მსუბუქი, ზომიერი და მაღალი ინტენსივობის ვარჯიშები
ფიზიკური აქტივáƒ×ǃ‘ა მხოლოდ ფიზიკურად კი არ გაგრძნობინებთ თავს კარგად, არამედ ფსიქიკურ ჯანმრთელáƒ×ǃ‘ასაც აუმჯობესებს. რეგულარული ვარჯიში შფოთვას, დეპრესიას და ნეგატიურ განწყáƒ×ǃ‘ას ამცირებს, ხოლო თვითშეფასებას და კოგნიტიურ ფუნქციებს აუმჯობესებს. როდესაც ვარჯიშობთ, სისხლის მიმოქცევას აძლიერებთ თავის ტვინში, ეს ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვლის (HPA) ღერძზე ახდენს გავლენას და თავის ტვინის რამდენიმე რეგიონს აკავშირებს ერთმანეთთან. პოზიტიური კომუნიკაცია − "კარგად იგრძენი თავი", სხვადასხვა ემოციას და თქვენს მეხსიერებას აკონტროლებს.
კვირაში მინიმუმ სამჯერ, 30-წუთიანი ან მეტი ხანგრძლივობის ვარჯიში სერიოზულ გავლენას ახდენს ფსიქიკურ ჯანმრთელáƒ×ǃ‘აზე. ამას აშკარად იგრძნობთ, რადგან ვარჯიშს აუცილებლად მოჰყვება ძილისა და განწყობის გაუმჯობესება, სტრესის შემსუბუქება, უკეთესი გამძლეáƒ×ǃ‘ა, ენერგიისა და გამძლეობის გაზრდა, მეტი გონებრივი სიფხიზლე და წონის კლება. რას იტყვით, როგორია ეს ყველაფერი თქვენი ფსიქიკური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად?
3. საზღვრების დადგენა
საზღვრებია ის შეზღუდვები, რომლებსაც თვითონ ვუწესებთ საკუთარ თავს − იქნება ეს ფსიქოლოგიური, ემოციური თუ ფიზიკური, რომლებიც ჩვენს ჯანმრთელáƒ×ǃ‘ას და კეთილდღეáƒ×ǃ‘ას იცავს. საზღვრები ჩვენს იდენტáƒ×ǃ‘ას განსაზღვრავს და საკუთარ თავზე ზრუნვაში გვეხმარება. თუ ჩვენს საზღვრებს გაუმჯობესება სჭირდება ან საზღვრები საერთოდ არ არსებობს, შესაძლოა, ამან ჩვენს განწყáƒ×ǃ‘ასა და შრომისუნარიანáƒ×ǃ‘აზე მოახდინოს გავლენა.
4. მადლიერების გამოხატვა და პოზიტიური ფსიქოლოგია
მადლიერება ჩვენი შინაგანი მდგომარეობის სრულიად გაცნობიერებული გამოხატულებაა. ეს იდეა და ემოციაა, როდესაც სხვადასხვა ფაქტორის მიუხედავად, მაინც ვაღიარებთ დადებით შედეგებს და მადლიერების გრძნáƒ×ǃ‘ა გვიჩნდება. მადლიერება დადებითი განწყობის გამოხატვაა − როგორ შინაგანად, ისე გარეგნულად.
როდესაც ვცდილობთ მოვლენებს დადებითად შევხედოთ და მადლიერნი ვიყოთ ცხოვრების, ბუნებრივად გვიძლიერდება ბედნიერების შეგრძნება. როდესაც ვცდილობთ მადლიერების გრძნáƒ×ǃ‘ა გვქონდეს, პოზიტიური ფსიქოლოგიის უნარებსაც ვიყენებთ, რომ ჩვენი შინაგანი ყურადღება გადავიტანოთ იმ ნეგატიური ემოციებისგან, აზრებისა და შემეცნებითი პრობლემებისგან, რომლებიც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს.
5. მ᳥ჸ§ƒ˜ტაცია
მ᳥ჸ§ƒ˜ტაცია იმის გაცნობიერებას ნიშნავს, რაც თქვენშია და რაც თქვენს გარშემო ხდება. ეს ტექნიკა ჩვენი გრძნობების, აზრებისა და სხეულის შეგრძნებების მიღებას და აღქმას უწყობს ხელს, როგორიც უნდა იყოს ყოველივე ეს. თქვენს სულიერ სიმშვიდეს იმ უნარებზე ფოკუსირებითა და განვითარებით უწყობთ ხელს, რომლებიც შინაგან "მე"-ში ჩაწვდომასა და მის მიღებაში გეხმარებათ. ამ გზით სულიერ სიმშვიდეს მოიპოვებთ და შეძლებთ ფოკუსირებას იმაზე, რაც რეალურად ხდება. ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს მეთოდი მრავალი საუკუნის განმავლáƒ×ǃ‘აში გამოიყენებოდა.
6. სოციალური აქტიურáƒ×ǃ‘ა
სოციალური იზოლაცია მარტოობის არაჯანსაღი და არასასურველი ფორმაა. მარტოობის შეგრძნებამ შესაძლოა დეპრესია, ძლიერი შფოთვა და დაბალი თვითშეფასება გამოიწვიოს. ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელáƒ×ǃ‘ა ერთმანეთთანაა დაკავშირებული და ბუნებრივია, სოციალურმა იზოლაციამ შესაძლოა ისეთი ფიზიკური სიმპტომებიც კი გამოიწვიოს, როგორიცაა უძილáƒ×ǃ‘ა, იმუნური, გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და კოგნიტიური ფუნქციების პრობლემები. მარტოáƒ×ǃ‘ა და სოციალური ურთიერთობების ნაკლებáƒ×ǃ‘ა გულის კორონარული დაავადების, ინსულტისა და დემენციის უფრო მაღალ რისკს განაპირობებს მოზრდილებში.
ამ პრობლემებთან საბრძოლველად, სოციალურ იზოლაციაზე უნდა თქვათ უარი და გზები მოიძიოთ, თუ როგორ უნდა გახდეთ სოციალურად აქტიური. სასიამოვნო სოციალურ აქტივობებში მიიღეთ მონაწილეáƒ×ǃ‘ა, ამით კვლავ სტაბილური, უკეთესი განწყáƒ×ǃ‘ა გექნებათ და ჯანმრთელობის უამრავ პრობლემას აიცილებთ თავიდან. ვინც სოციალურ დისტანციას იცავს და ფიზიკურად ვერ შეძლებს სხვა ადამიანებთან ურთიერთáƒ×ǃ‘ას, ტექნოლოგიები უნდა გამოიყენოს − ვიდეოზარები იქნება ეს, სატელეფონო ზარები, ელ.წერილები, გზავნილები თუ სოციალური მედია. ეს საშუალებები ადამიანებთან კავშირის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ და ნაკლებად იგრძნობთ თავს მარტოდ.
7. სტრესის მართვა
სტრესი ტვინის ჰორმონების მოზღვავებაა მთელ სხეულში, რასაც ცხოვრებისეული სირთულეების დროს სრულიად აშკარად ვგრძნობთ. სტრესთან გამკლავება ჩვენი ცხოვრების ნაწილია და საფრთხის ან მუქარის დროს, კიდევ უფრო ინტენსიურ ფორმას იღებს.
სტრესის ქვეშ ცხოვრება ხანგრძლივი დროის განმავლáƒ×ǃ‘აში საზიანოა და შესაძლოა, დეპრესიის, შფოთვის, ძილის პრობლემების, ალკოჰოლსა და ნარკოტიკზე დამოკიდებულების მიზეზიც გახდეს.
8. როდესაც გჭირდებათ, ითხოვეთ დახმარება
ჩვენი ფსიქიკური ჯანმრთელáƒ×ǃ‘ა ორგანიზმის სრულფასოვანი ფუნქციონირების ყველა ასპექტზე ახდენს გავლენას. თუ პრობლემა გაქვთ, ფსიქიკური ჯანმრთელობის პროფესიონალთან დაკავშირება დაგეხმარებათ უკეთ გაუმკლავდეთ გამოწვევებს. ტექნოლოგიური ბუმის შემდეგ, ტელემედიცინის ტექნოლოგია ნებისმიერს უადვილებს თერაპევტთან დისტანციურად დაკავშირებას შინიდან, ავტომობილიდან ან ოფისიდან. ტელემედიცინის სერვისებზე წვდომისთვის მხოლოდ ელ.ფოსტის მისამართი, სმარტფონი, ტაბლეტი ან კომპიუტერია საჭირო. თანმიმდევრული აქტივობებით, აუცილებლად მიაღწევთ სულიერ სიმშვიდეს და ერთი ნაბიჯით მიუახლოვდით ბედნიერსა და ჯანსაღ ცხოვრებას.