15 წელი SpaceX-ის აქციების ჩუმად ყიდვაში: დღეს ინვესტორის წილი 20 მილიარდი დოლარი ღირს
You're reading 91 Georgia, an international franchise of 91 Media.
სანამ ილონ მასკის მეგობრები და დირექტორთა საბჭოს წევრები SpaceX-ის IPO-თი (აქციების პირველადი განთავსებით) დიდ ქონებას აგროვებენ, ჯასტინ ფიშნერ-ვოლფსონმა უფრო მშვიდი გზა აირჩია. მისი საიდუმლო იარაღი მოთმინება აღმოჩნდა. New York Times-ის თანახმად, მისმა ფირმამ, 137 Ventures-მა, SpaceX-ში პირველი ინვესტიცია 2011 წელს განახორციელა, როდესაც კომპანია სულ რაღაც 1 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული. მას შემდეგ ფირმას არცერთი აქცია არ გაუყიდია. დღეს ეს წილი SpaceX-ის 1%-ზე მეტს შეადგენს, რაც კომპანიის $1.77-ტრილიონიანი IPO-ს შეფასების ფონზე, დაახლოებით 20 მილიარდ დოლარს უტოლდება.
მისი რწმენა SpaceX-ის მიმართ კინაღამ სასტარტო მოედანზევე განადგურდა. 2008 წელს, როდესაც ფიშნერ-ვოლფსონი პიტერ ტილის Founders Fund-ში 26 წლის უმცროსი ინვესტორი იყო, საკუთარი თვალით უყურა, როგორ აფეთქდა SpaceX-ის რაკეტა აფრენიდან ორ წუთში. მის ფირმას კომპანიაში სულ რაღაც 20 მილიონი დოლარი ჰქონდა ჩადებული. მან SpaceX-ის პრეზიდენტს ჰკითხა, თუ რას მოიმოქმედებდნენ შემდეგ. პრეზიდენტმა უპასუხა, რომ კიდევ ერთ რაკეტას ააწყობდნენ და თავიდან სცდიდნენ ბედს. მათ ეს შეძლეს და ის 20 მილიონი დოლარი დღეს მილიარდებად იქცა.
"ეს, დიდი ალბათობით, ჩემს კარიერას განსაზღვრავს", - განაცხადა ფიშნერ-ვოლფსონმა.
ზოგჯერ საუკეთესო საინვესტიციო სტრატეგია სულაც არ არის რთული მეცნიერება - ეს უბრალოდ გაყიდვაზე უარის თქმაა.
თარგმანი: მარიამ ქობალია