91³ÉÈË

თვალყურის დევნების ორი გზა როგორ რწმუნდება VAYNERX-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე გარი ვაინერჩუკი, რომ არაფერი გამოპარვია

Opinions expressed by 91³ÉÈË contributors are their own.

You're reading 91³ÉÈË Georgia, an international franchise of 91³ÉÈË Media.

91³ÉÈË

91³ÉÈË-მა რამდენიმე უზომოდ დაკავებულ ანტრეპრენერს ჰკითხა, თუ როგორ ახერხებდნენ ისინი ყველაფრის მოსწრებას. პასუხი? –უნივერსალური ფორმულა არ არსებობს, თქვენ თვითონ უნდა შექმნათ სისტემები, რომლებიც თქვენთვის იმუშავებს.

1 თვალყურის დევნება პროფესიულად

"შევდივარ App Store-ში და ყოველდღიურად ვაანალიზებ მსოფლიოს საუკეთესო 200 აპლიკაციას. ეს გასაოცარ შეხედულებას შეგიქმნით იმის შესახებ, თუ რა ხდება ადამიანებში. ნებისმიერ სოციალურ ქსელში ყველაზე მეტად ჩანართ explore-ზე შ᳥სვლა მომწონს.

2 თვალყურის დევნება საკუთარი თავისთვის

"ყოველდღე ვდგები სასწორზე", − ამბობს ის. ვაინერჩუკს მიაჩნია, რომ ეს ყველასთვის არ არის ჯანსაღი ჩვევა, მაგრამ მისთვის აუცილებელია შეხსენება, რომ სხეულზე უსათუოდ უნდა იზრუნოს. ამას კი ყოველთვის არ აკეთებდა. "არასდროს ვისურვებდი იმ დროში დაბრუნებას, როდესაც 30-იოდე წლისა ვიყავი და საერთოდ არ ვაფასებდი საკუთარ ჯანმრთელობას. ეს ჩემთვის უკვე პირადი პასუხისმგებლობის საკითხი გახდა. ეს დასკვნების გაკეთების საშუალებას მაძლევს. გასაგებია, − ვეუბნები ჩემს თავს, − გუშინ ცოტა არ იყოს მოდუნებული ვიყავი. მოდი, დღეს უფრო მეტად აღარ მოვდუნდები". ეს ნამდვილად დაეხმარა.