ლიდერი უნდა იყოს... ლიჸ§³¥რობა სამართლიანობაა. კლანებისა და "კუტოკების" მიუღებლობაა.
By ბუბა კუდავა
Opinions expressed by 91³ÉÈË contributors are their own.
You're reading 91³ÉÈË Georgia, an international franchise of 91³ÉÈË Media.
თანდაყოლილი ტალანტებისა და უნარების თეორიას ვაღიარებ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამქვეყნად ყველაფრის, ყველაფრის სწავლაა შესაძლებელი, და ლიდერობისაც, მათ შორის. თუმცა მთავარი მაინც არა სწავლის პროცესი ან ღვთივმონიჭებული უნარ-თვისებები, არამედ სურვილი და მისწრაფებაა. სურვილი, რომ არა მართო და დაიმორჩილო ხალხი, არამედ ერთად, გუნდურად აკეთოთ სასარგებლო საქმე.აქ პრაგმატიზმიცაა:
რაგინდ ნიჭიერი და მშრომელი იყო, განა რამდენი უნდა იტვირთო მარტოკაცმა? ადამიანთა ჯგუფს გაცილებით მეტი არ შეუძლია?
ბავშვობაში კაპიტანი ვიყავი. ჩემი უბნის, ჩემი კორპუსის, ჩემი თაობის ფეხბურთის გუნდის კაპიტანი.
მას შემდეგ ხელმძღვანელობა ხშირად მიწევს და გამოცდილებაც, რა თქმა უნდა, ეტაპობრივად მოვიდა. სწორედაც, რომ "მიწევდა". არ შეიძლება ლიჸ§³¥რობა გინდოდეს, ეწაფებოდე და შემდეგ ამით ტკბებოდე. ეს უნდა გიწევდეს. შენი საქმე გიყვარდეს, პასუხისმგებლობის ტვირთს არ უნდა გაურბოდე და ლიჸ§³¥რობაც თავად მოგაკითხავს. კარზე დაგიკაკუნებს ან უკითხავად შემოჯლიგინდება.
ლიჸ§³¥რობა არა რჩეულობა, არამედ ერთობაა და ასე საქმის კეთების სიყვარული.
ლიჸ§³¥რობა სამართლიანობაა. კლანებისა და "კუტოკების" მიუღებლობაა.
ლიჸ§³¥რობა რთული და მტკივნეული (სხვისთვისაც და შენთვისაც) გადაწყვეტილებების მიღების უნარია. ყველა რომ კმაყოფილი დარჩეს, ისეთ გამოსავალზე უარის თქმაა.
ლიჸ§³¥რობა პასუხისმგებლობის მხოლოდ საკუთარ თავზე აღების უნარია. ამავდროულად, პასუხისმგებლობების თანაბრად და სამართლიანად გადანაწილების ხელოვნებაცაა.
ლიჸ§³¥რობა გულწრფელობა, საჯაროობა და გამჭვირვალობაა. ხშირად – ყველაფრის ვერგამხელა, მაგრამ ტყუილებზე კატეგორიული უარია.
ლიჸ§³¥რობა თავმდაბლობა და ილუზიებთან გამუდმებული ბრძოლის ველია. ილუზიებთან, რომ ყველაფერი კარგადაა, რომ ძალიან მაგარი ხარ, რომ არაჩვეულებრივი სიტყვა თქვი, რომ გადასარევი ხარ და შეუცვლელი. აქ თუ ყოველწამიერად არ იბრძოლე, სრულიად მარტომაც კი, აუცილებლად დამარცხდები – საზოგადოებაც და შენი გუნდიც ხშირად ხომ არა შენს, არამედ სწორედ ილუზიების მხარდამხარ იბრძვის.
ლიჸ§³¥რობა საკუთარი შეხედულებებისა თუ გადაწყვეტილებების ახსნის, დასაბუთების, მოსმენის, დათმობის, დარწმუნებისა და თანამოაზრეთა შემოკრების კულტურაა.
ლიჸ§³¥რობა ხმის არაწევის ძალიან რთული სპორტია.
კინაღამ მთავარი გამომრჩა: ლიჸ§³¥რობა ფუნდამენტური პრინციპების ფლობა და მათი არდათმობაა.
ერთსაც დავამატებ: ყოველივე ძალზე ინდივიდუალურია – აქსიომებითა და თეორიებით მეცადინეობა კარგია, მაგრამ ლიდერობის საკუთარი მოდელის გამოძერწვა მაინც ყველას თავად უწევს.