91³ÉÈË

8 ბუნებრივი გზა გაბედნიერებისთვის გამოიმუშავეთ ბედნიერების ჰორმონები!

Opinions expressed by 91³ÉÈË contributors are their own.

You're reading 91³ÉÈË Georgia, an international franchise of 91³ÉÈË Media.

Pixabay

ცნობილია, რომ დოპამინის საშუალებით ხდება სიამოვნების შეგრძნება და ბედნიერების განცდა. დოპამინი ადამიანის ტვინის ერთ-ერთი ნეიროგადამცემია (ერთი ნეირონიდან მეორეზე გადასცემს სიგნალს). ევოლუციურად, დოპამინის დანიშნულება მარტივია − გადარჩენისთვის აუცილებელი ქმედებების წაქეზება, როგორიცაა საკვების მიღება და გამრავლება. შესაბამისად, დოპამინის გამომუშავებას უნდა ვახერხებდეთ ჭამით და სექსით. სამწუხაროდ, ადამიანმა არ იკმარა ეს სიამოვნება და ხელოვნური გზით (ალკოჰოლი, ნარკოტიკი) დაასწავლა ტვინს დოპამინის გამომუშავება. ხელოვნურ დოპამინზე დამოკიდებულება საკმაოდ მძიმე კონდიციაა − ტვინი კარგავს უნარს, ბუნებრივი გზით წარმოქმნას სიამოვნების შეგრძნება.

დოპამინის მომატების 8 ბუნებრივი გზა:

  • კვება: მნიშვნელოვანია ცილით მდიდარი პროდუქტის (ნუში, ნიგოზი, გოგრა და გოგრის თესლი, სეზამის მარცვალი, მიწისთხილი, ბანანი, ავოკადო, ლობიო, წყალმცენარეები, სპირულინა, ისპანახი, ჩია) და ფერმენტირებული საკვების მიღება;
  • ვარჯიში: კვირაში სამჯერ რომელიღაც ტიპის ფიზიკური აქტივობა (იოგა, ცურვა);
  • მ᳥ჸ§ƒ˜ტაცია: ყოველდღე, 10 წუთი;
  • ძილი: ადრე დაძინება და 8-9 საათი ძილი;
  • რომანტიკა: ემოციებით გაჯერებული ინტიმური ურთიერთობები;
  • მზე: დღის შუქზე ყოფნა;
  • მუსიკა: საყვარელი ჰანგების მოსმენა;
  • მასაáƒÈȃ˜: კვირაში ერთხელ (ამცირებს სტრესის ჰორმონს).

მსგავსი სტატია: მუსიკის 5 გასაáƒ×ǃªარი გავლენა გონ᳥ბაზ᳥

მერწმუნეთ, თუ იზრუნებთ ბუნებრივად გაბედნიერებაზე − გაცნობიერებულად შეჭამთ, დატკბებით სექსით, მუსიკით, მზის სხივებით − ეს საკმარისი იქნება (good enough life) და აღარ დაგჭირდებათ დოპამინის ხელოვნურად "დაბუსტვა".