ყველაზე პატარა ფერმწერის გამოფენა - როკი გამეზარდაშვილი
Opinions expressed by 91 contributors are their own.
You're reading 91 Georgia, an international franchise of 91 Media.
Gamez Art Studio წარმოგიდგენთ უნიკალურ კულტურულ მოვლენას - 3 წლის ფერმწერის, როკი გამეზარდაშვილის, პირველ პერსონალურ გამოფენას, რომელიც გაიმართება თბილისში, ელენე ახვლედიანის სახელობის გალერეაში (აღმაშენებლის გამზირი 103, არტოს ბაღი).
ეს არის უნიკალური გამოფენა, ვინაიდან როკის ნამუშევრები შეფასდა, როგორც გამორჩეული ენერგიის მატარებელი, სადაც იგრძნობა ბავშვური თავისუფლება, ექსპრესიულობა და ფერები, რომლებიც გვამოგზაურებენ ხელოვნების სამყაროში.

ღონისძიება გაიხსნება 18 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ხოლო ინტერაქტიური საბავშვო ვორქშოპი ჩატარდება 18-19 ოქტომბერს. გამოფენის ფარგლებში მომზადებულია ექსკლუზიური პერსონალური კატალოგი და მერჩი.
გამოფენას განსაკუთრებულს კულტურული პრეცედენტი ხდის და აერთიანებს ხელოვნებას, ოჯახურ ღირებულებებსა და ბავშვურ თავისუფლებას. საქართველოში ყველაზე პატარა ფერმწერის პირველი პერსონალური გამოფენა უკვე დიდ ინტერესს იწვევს ადგილობრივ და საერთაშორისო აუდიტორიაში.