თიბისის მხარდაჭერით და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, თბილისში, ბიზნესგამოფენა გაიმართება
Opinions expressed by 91 contributors are their own.
You're reading 91 Georgia, an international franchise of 91 Media.
4 დეკემბერს, თბილისში, ბიზნესგამოფენა "ადამიანები ბიზნესის უკან" გაიმართება და მასში მონაწილეობას 55-მდე ქართული ბიზნესი და 3000-ზე მეტი სტუმარი მიიღებს.
ღონისძიება გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით იმართება. ბიზნესგამოფენის მიზანია, მონაწილე კომპანიებს მისცენ უნიკალური შესაძლებლობა, საკუთარი პროდუქცია გააცნონ პოტენციურ მომხმარებლებს, შეხვდნენ სხვადასხვა სექტორის ლიდერ კომპანიებს და მათ წარმომადგენლებს და საფუძველი ჩაუყარონ ერთობლივ თანამშრომლობას.
სპეციალურად ღონისძიებისთვის, ადგილზე მოეწყობა სივრცე B2B შეხვედრებისთვის. გამოფენის მიმდინარეობისას, კომპანიები მოწვეული სტუმრებისთვის გაათამაშებენ სპეციალურ პრიზებსაც.
ბიზნესგამოფენაში მონაწილეობა უფასოა და ამისათვის მხოლოდ რეგისტრაციის გავლაა საჭირო, შემდეგ ბმულზე: .
გამოფენა თბილისში უკვე სამი წელია იმართება და მასში არაერთმა მსხვილმა თუ საშუალო ბიზნესმა, მათმა დამფუძნებლებმა და დირექტორებმა მიიღეს მონაწილეობა.