91

თბილისში ახალი მულტიბრენდული შოურუმი გაიხსნა

You're reading 91 Georgia, an international franchise of 91 Media.

გერმანული საავტომობილო ბრენდის OPEL ახალი ავტომობილები უკვე ახალ სივრცეშია ხელმისაწვდომი. მულტიბრენდული შოურუმი , თბილისში დ.აღმაშენებელის ხეივანზე 118 ნომერში გაიხსნა, სადაც ორი დამოუკიდებელი ბრენდის, სიტროენის და ახლა უკვე ოპელის უალხესი მოდელების გაცნობა და ამავდროულად ტესტ-დრაივიც შესაძლებელია.

ახალი შოურუმის მომხიბვლელობას სამოდელო რიგის მრავალფეროვნებაც განაპირობებს. ავტომობილების უმეტესობა მაღალი და საშუალო კომპლექტაციით ხასიათდება და კროსოვერის, ჰეჩბეკის და კროსჰეჩბეკის კატეგორიას მიეკუთვნება. შოურუმში ძირითადად წარმოდეგნილია მოდელები ბენზინის, დიზელის და ელექტრო ძრავებით.

კომპანია მეკრე მომხმარებლებისთვის წინა საახალწლო განწყობის შექმნაზე ზრუნავს და დეკემბერის თვეში შეძენილი ავტომობილების მფლობელებს საჩუქრად ექსკლუზიური მომსახურების პირობებს სთავაზობს.

2024 წლიდან სიტროენი და ოპელი კომერციული ტექნიკის მიმართულებითაც გეგმავს გააქტიურებას, რაც კორპორატიული სეგმენტისთვის მნიშვნელოვნად გააფართოვებს არჩევანის დიაპაზონს.

91-ის გუნდი

91 Staff

91 საქართველოს გუნდი