91³ÉÈË

საქართველოს ბანკმა ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა "სანამ ბიზნესს ჸ§ƒ�იწყ᳥ბთ" შექმნა

Opinions expressed by 91³ÉÈË contributors are their own.

You're reading 91³ÉÈË Georgia, an international franchise of 91³ÉÈË Media.

საქართველოს ბანკმა ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა - შექმნა. პლატფორმა ერთ სივრცეში აერთიანებს პრაქტიკულ ინფორმაციას ბიზნესის საწყისების შესახებ და პოტენციური თუ ახალბედა მეწარმეებისთვის ერთგვარ გზამკვლევს წარმოადგენს.

ახალი პლატფორმის მიზანია, ბიზნესის დაწყების პროცესი უფრო სტრუქტურირებული და ინფორმირებული გახდეს, შედეგად, ბიზნეს იდეა რეალურ, ხელშესახებ საქმიანობად იქცეს.

პლატფორმა შემდეგ ძირითად მიმართულებებს აერთიანებს:

  • ბიზნესის გზამკვლ᳥ვი
  • რა არის სტარტაპი?
  • როგორ ჸ§ƒ�ვაგ᳥ნ᳥რიროთ ბიზნეს იდეა?
  • ბიზნესის რ᳥გისტრაცია
  • ჸ§ƒ�ფინანსების მოძიება
  • ბიზნეს გ᳥გმის ჸ§ƒ�წ᳥რა
  • ბრენჸ§ƒ˜ს გზამკვლ᳥ვი

პლატფორმაზე საინფორმაციო მასალები შექმნილია მარტივი, პრაქტიკული ფორმით, რაც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, გაიგონ, თუ რა მეთოდები და გზებია საჭირო კონკურენტუნარიანი ბიზნესის შესაქმნელად.

"საქართველოს ბანკი არაერთი წელია, ბიზნესისთვის საგანმანათლებლო ინიციატივებს აქტიურად ავითარებს. ახალი პლატფორმაც ამ ეკოსისტემის ლოგიკური გაგრძელებაა, რომელიც ცოდნასა და პრაქტიკას ერთმანეთთან აკავშირებს და პოტენციურ მეწარმეებს რეალური გამოცდილებისთვის ამზადებს. პლატფორმა "სანამ ბიზნესს ჸ§ƒ�იწყ᳥ბთ" ეხმარება ადამიანებს, გააანალიზონ საკუთარი იდეა, შეაფასონ რისკები და გაცნობიერებული გადაწყვეტილება მიიღონ. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ საქართველოში მდგრად მეწარმეობას და გავაძლიეროთ ბიზნეს ეკოსისტემა ჯერ კიდევ იდეის ფორმირების ეტაპზე", - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

გაიგეთ მეტი პლატფორმის შესახებ