საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია
Opinions expressed by 91 contributors are their own.
You're reading 91 Georgia, an international franchise of 91 Media.
1-ლი სექტემბრიდან ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით იქნება შესაძლებელი. ამასთან, იმის მიხედვით თუ რა სტატუსს ფლობს მოხმარებელი ან ბანკის რომელი ბარათით სარგებლობს, (მაგალითად, Student Card-ი, sCool Card-ი თუ სხვა) მასზე გავრცელდება შეღავათიანი ან უფასო ტარიფი.
კერძოდ, სტუდენტური ბარათის მფლობელები 50% იანი შეღავათით ისარგებლებენ. sCool Card-ის გამოყენებისას კი მგზავრობა სრულიად უფასოა.
ვინ შეძლებს ისარგებლოს შეღავათით:
- ნებისმიერი სტუდენტი თუ მოსწავლე, რომელსაც აქვს საქართველოს ბანკის ბარათი და შესაბამისი აქტიური სტატუსი, სატრანსპორტო შეღავათით სარგებლობას ავტომატურად შეძლებს;
- ქუთაისის უმაღლეს სასწავლებელში წელს ჩარიცხული სტუდენტები შეღავათიანი ტარიფის გამოყენებას სტუდენტური სტატუსის გააქტიურების შემდეგ შეძლებენ;
რა უნდა იცოდეთ:
1-ლი სექტემბრიდან ძველი სატრანსპორტო ბარათით ვეღარ ისარგებლებთ. ამიტომ გირჩევთ, ამ პერიოდის დადგომამდე სრულად გამოიყენოთ არსებული ნაშთი.
საბანკო ბარათის გარდა, მგზავრობის საფასურის გადახდა სამგზავრო ბარათითაც შეგიძლიათ, რომელზეც ასევე შეძლებთ გაიაქტიუროთ სამგზავრო შეღავათი.
როგორ შეუკვეთო საქართველოს ბანკის ბარათი?
საქართველოს ბანკის ბარათის შეკვეთა რამდენიმე წამში, სახლიდან გაუსვლელად შ᳥გიძლიათ.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: (0 32) 2 444 444 ან გვეწვიოთ საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალში.
ინფორმაციისთვის, თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ -ი ან თქვენს შვილს არ აქვს -ი, მათი აღება ძალიან მარტივად, საქართველოს ბანკის ონლაინ პლატფორმებზე შ᳥გიძლიათ.