91

საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს ახალი კურსი დაემატა

Opinions expressed by 91 contributors are their own.

You're reading 91 Georgia, an international franchise of 91 Media.

საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს და მათ პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარებისთვის კიდევ ერთ ახალ შესაძლებლობას სთავაზობს. საქართველოს ბანკის ბიზნესკურსის პლატფორმას ახალი კურსი - - დაემატა.

კურსი განკუთვნილია მეწარმეებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესების დამფუძნებლებისთვისა და მენეჯერებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან, გაიგონ:

  • რატომ არის თანამშრომლების კეთილდღეობაზე ზრუნვა თანამედროვე ბიზნესისთვის აუცილებელი და არა მხოლოდ სასურველი;
  • როგორ მოქმედებს თანამშრომელთა მოტივაცია, ჩართულობა და კმაყოფილება ბიზნესის შედეგებზე;
  • რა პრაქტიკული მიდგომები და ინსტრუმენტები ეხმარება ორგანიზაციებს თანამშრომლების მოზიდვასა და შენარჩუნებაში;
  • როგორ ჩამოყალიბდეს კეთილდღეობაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო, რომელიც პროდუქტიულობას ზრდის.

ბიზნესკურსს უძღვება მედეა ტაბატაძე, Insource-ის მმართველი პარტნიორი.

კურსზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ

საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აძლევს შესაძლებლობას, სხვადასხვა საკითხზე - მენეჯმენტის, ფინანსების, მარკეტინგის, გაყიდვებისა თუ ადამიანური რესურსების სფეროებში ცოდნა გამოცდილი ექსპერტებისგან მიიღონ. კურსები შექმნილია რეალური, ადგილობრივი ბაზრის საჭიროებების გათვალისწინებით, პლატფორმა მუდმივად ახლდება და დღეს უკვე 70-მდე კურსს აერთიანებს.

ბიზნესკურსი საქართველოს ბანკის პლატფორმა ნაწილია. ეს არის ერთიანი ეკოსისტემა, რომელიც ბიზნესს სთავაზობს საჭირო რესურსებს განვითარებისთვის: საგანმანათლებლო პროექტებს, კონსულტაციებს, კვლევებსა და სხვადასხვა პრაქტიკულ ინიციატივას.