საქართველოში Crowdfunding ასოციაცია დაფუძნდა რა სახის შესაძლებლობები იქმნება ქართული სტარტაპებისთვის?
You're reading 91³ÉÈË Georgia, an international franchise of 91³ÉÈË Media.
სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარებისთვის ე.წ. Crowdfunding-სისტემის დამკვიდრება მნიშვნელოვანი კომპონენტია იმდენად, რამდენადაც სტარტაპებისთვის ახალ და უნიკალურ ალტერნატიულ დაფინანსების წყაროს ქმნის. სწორედ ამ მიზნით, ცოტა ხნის წინ საქართველოში მარიამ მიროტაძემ ქრაუდფანჸ§ƒ˜ნგ-ასოციაცია (Crowdfunding Association of Georgia) დააფუძნა, რომლის მიზანს ქრაუდფანჸ§ƒ˜ნგ-ეკოსისტემის განვითარება, უცხოელი ინვესტორების დაინტერესება, საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობა და დარგის სპეციალისტებთან ერთად ინდუსტრიის განვითარება წარმოადგენს.
ასოციაცია სტარტაპების, სოციალური საწარმოებისა და სოციალური პროექტების დაფინანსების მიმართულებით იმუშავებს. ახალი ინიციატივა ხელს შეუწყობს ქრაუდფანჸ§ƒ˜ნგის ჯილდოზე, წილზე, სესხსა და დონაციაზე დაფუძნებული მეთოდების განვითარებას.
"სამწუხაროდ, საქართველოში ისეთი ქრაუდფანჸ§ƒ˜ნგ-პლატფორმები, რომლის მეშვეობითაც სტარტაპებისთვის ინვესტიციების მოზიდვა არის შესაძლებელი, თითქმის არ არსებობს. მიზეზი კი ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონის მკაცრი მოთხოვნებია − რეგულაციები, მათ შორის საკანონმდებლო და ფისკალური გაურკვევლობები. რა თქმა უნდა, არსებული პრობლემის გამოსწორების მიზნით, ასოციაცია იმუშავებს საკანონმდებლო ინიციატივაზე, რა მიმართულებითაც გარკვეული ნაბიჯები ჩვენი მხრივ უკვე გადადგმულია.
ასოციაციის მთავარი მიზანი იქნება შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან ერთად ინდუსტრიის განვითარება და მისთვის საჭირო მექანიზმების დანერგვა. დარგში მომუშავე დაინტერესებული პირისა თუ ორგანიზაციის გაერთიანება, ქრაუდფანჸ§ƒ˜ნგის მექანიზმის ერთად განვითარების მიზნით; რეგულირება და მმართველობა ციფრულ ფინანსებში; ქრაუდფანჸ§ƒ˜ნგ-პლატფორმებს შორის თანამშრომლობა, კომუნიკაცია და მათი განვითარება; ფილანთროპიის ეკოსისტემის გაუმჯობესება და სხვა", − 91³ÉÈË-თან საუბარში აღნიშნავს მარიამ მიროტაძე.

ქრაუდფანჸ§ƒ˜ნგის მექანიზმით დაინტერესებულ ორგანიზაციებს, სტარტაპებს, იდეის ავტორებსა და ინვესტორებს კი ასოციაცია სთავაზობს შემდეგ სერვისებს:
- საკონსულტაციო/სატრენინგო მომსახურების გაწევა ქრაუდფანჸ§ƒ˜ნგ-კამპანიების დაგეგმვაში;
- ქრაუდფანჸ§ƒ˜ნგ-სტრატეგიის შექმნა;
- უცხოელი ინვესტორების დაინტერესება და მოზიდვა.
"ასოციაციის საქმიანობის მთავარ გამოწვევად დარჩება საზოგადოებაში ქრაუდფანჸ§ƒ˜ნგის შესახებ ცნობადობისა და განათლების დონის ამაღლება, რათა მაქსიმალურად ბევრი ადამიანი დაინტერესდეს. როგორც უკვე აღვნიშნე, ასოციაცია იმუშავებს საკანონმდებლო ინიციატივაზე, ვინაიდან კანონმდებლობის არსებობა ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რათა შევძლოთ მექანიზმის სრულყოფილად დანერგვა და განვითარება.
ასევე, გვაქვს მოლოდინი, რომ ასოციაცია მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საგადასახადო შეღავათების მიმართულებით, ვინაიდან აღნიშნული ფაქტორი ქრაუდფანჸ§ƒ˜ნგ-პლატფორმებისთვის დემოტივაციის მიზეზი ხდება. არსებობს რამდენიმე საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკა, რომლის შესწავლის შემდეგ შევძლებთ ჩვენს ქვეყანაში მათ ჸ§ƒ�ნ᳥რგვას", − განმარტავს მარიამ მიროტაძე.

რაც შეეხება სამომავლო მიზნებს, საერთაშორისო დონორებთან პარტნიორობით ასოციაცია 2023 წლიდან რამდენიმე მნიშვნელოვან პროგრამას განახორციელებს. მათ შორის, შეიქმნება ახალი, უნიკალური პლატფორმა, რომელიც დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება დაფინანსების ახალი წყაროების დასანერგად. დაინტერესებულ პირებს ორგანიზაცია ამ და სხვა მნიშვნელოვანი სიახლ᳥ების შესახებ ინფორმაციას მომდევნო წლის დასაწყისში გაუზიარებს.