91

საბა სოზაშვილი Semira Development-ის კომერციულ დირექტორად დაინიშნა

Opinions expressed by 91 contributors are their own.

You're reading 91 Georgia, an international franchise of 91 Media.

Semira Development-ის კომერციულ დირექტორად საბა სოზაშვილი დაინიშნა. მისი დანიშვნა კომპანიის კომერციული მიმართულების გაძლიერებას, გაყიდვების ეფექტიანობის ზრდასა და ბიზნესის განვითარების ახალი ეტაპის მხარდაჭერას უკავშირდება.

სოზაშვილი უძრავი ქონების ინდუსტრიაში მრავალწლიანი გამოცდილებით შეუერთდა Semira Development-ს. მისი პროფესიული კარიერა უძრავი ქონების სექტორში Kolos Development-ში დაიწყო, სადაც გაყიდვების მენეჯერის პოზიციიდან გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელობამდე გაიზარდა. შემდგომ წლებში მან გამოცდილება დააგროვა უძრავი ქონების გაყიდვების, საინვესტიციო პროდუქტებისა და ბიზნესის განვითარების მიმართულებებით.

კარიერის ადრეულ ეტაპზე სოზაშვილი გაყიდვებისა და ბიზნესის განვითარების მიმართულებით InHouse-სა და Online Branding Group-ში მუშაობდა.

საბა სოზაშვილს ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხი თბილისის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში (ISET) აქვს მიღებული. ამჟამად ის საქართველოს ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) არქიტექტურის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტია.

"Semira Development-ში ჩემი მთავარი ამოცანა იქნება კომპანიის კომერციული მიმართულების კიდევ უფრო გაძლიერება, გაყიდვების ეფექტიანობის ზრდა და კომპანიის განვითარების სტრატეგიის მხარდაჭერა. ჩემთვის ეს არის შესაძლებლობა, უკვე მიღებული გამოცდილება ახალ, უფრო მასშტაბურ პასუხისმგებლობაში გადავიტანო," — ამბობს საბა სოზაშვილი.

კომერციული დირექტორის პოზიციაზე სოზაშვილი უხელმძღვანელებს Semira Development-ის კომერციულ სტრატეგიასა და გაყიდვების მიმართულებას. მისი პასუხისმგებლობის ნაწილი ასევე იქნება პარტნიორული და საინვესტიციო ურთიერთობების გაძლიერება და კომპანიის ბიზნესის ზრდის მხარდაჭერა.