როცა ფანტაზიას საზღვრები არ აქვს - "გეფას" თანამშრომლების შვილების ისტორიები წიგნად იქცა
Opinions expressed by 91 contributors are their own.
You're reading 91 Georgia, an international franchise of 91 Media.
1 ივნისს სს "გეფას" თანამშრომლებმა და მათმა შვილებმა შემოქმედებით პროექტში მიიღეს მონაწილეობა, რომლის შედეგადაც ელექტრონული წიგნი - "ერთ დღეს სუპერგმირად გავიღვიძე" შ᳥იქმნა.
პროექტი სს "გეფასა" და გამომცემლობა "ინტელექტის" ერთობლივი ინიციატივაა, ხოლო მის მიზანს ბავშვებისთვის შემოქმედებითი გამოცდილების შექმნა და მათი ფანტაზიის წახალისება წარმოადგენს.
წიგნში ბავშვების მიერ შექმნილი სხვადასხვა ისტორიაა თავმოყრილი. მათ შორის არიან მფრინავი გოგოები და ბიჭები, პატარა მხატვრები და განკურნების ძალის მქონე გმირები. პერსონაჟების ისტორიებში კი მთავარი ადგილი სიკეთეს, სიყვარულს, შემოქმედებითობასა და სხვებზე ზრუნვას უკავია.
პროექტის ფარგლებში თითოეულ მონაწილეს სს "გეფამ" სერთიფიკატები და "ბიბლუსის" სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცა.
სს "გეფა" საქართველოში საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით მოქმედი ერთ-ერთი უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანიაა. მის ქვეშ გაერთიანებულია ბრენდები "Pharmadepot", "GPC", "The Body Shop" და "Afflelou".
ელექტრონული წიგნის ნახვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია მითითებულ .