91

ქართველი ქალი მეწარმეების ექსპო 2026 - ვაშინგტონში ქართული ბიზნესისა და შემოქმედების სივრცე შეიქმნა

Opinions expressed by 91 contributors are their own.

You're reading 91 Georgia, an international franchise of 91 Media.

2026 წლის 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონში პირველად გაიმართა ქართველი ქალი მეწარმეების ექსპო 2026 - ღონისძიება, რომელმაც ამერიკაში მცხოვრებ ქართველ ქალებს საკუთარი ბიზნესის, შემოქმედებისა და პროფესიული საქმიანობის ფართო აუდიტორიისთვის გაცნობის შესაძლებლობა მისცა.

ექსპო განხორციელდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამის - "დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა" - ფარგლებში. ღონისძიების ორგანიზატორები და პროექტის ხელმძღვანელები ეკატერინე წიკლაური, ნათია აგლაძე და თამუნა საჩანელი იყვნენ.

ქართველი ქალი მეწარმეების მრავალფეროვანი გამოცდილება ერთ სივრცეში

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო DMV-ის (ვაშინგტონი, მერილენდი, ვირჯინია) რეგიონში მოღვაწე ქართველი ქალების მიერ შექმნილი ბიზნესები, პროდუქტები და შემოქმედებითი პროექტები. ექსპოში მონაწილეობდა 16 ქალი მეწარმე სხვადასხვა მიმართულებით - ფერწერითა და ფოტოგრაფიით დაწყებული, კოსმეტიკით, ავეჯითა და კვების ინდუსტრიით დასრულებული.

დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ მონაწილეებს, დაეთვალიერებინათ მათი პროდუქცია და აღმოეჩინათ ახალი ბრენდები და ინიციატივები.

მონაწილეებს შორის იყვნენ:

  • მაია ჰოლლი - Georgian Feast (ქართული ავთენტური კერძების კეტერინგი);
  • მარიტა კუჭუხიძე - Magio (ორგანული თაფლი);
  • თამი მოსულიშვილი - Tamimoss (მხატვარი/დიზაინერი, ტექსტილის კომპანია);
  • გვანცა ტურაშვილი და ნანა ტატიაშვილი - GG Creations (ეპოქსიდი და დაპრესილი ყვავილები);
  • ნატალია აბრამაშვილი - "ქარგული";
  • თამარ გუგუნავა - Epoxied by Keane;
  • მარიამ უგრეხელიძე - Mari's Daily Bread (home bakery);
  • მარიამ მამულაშვილი - Maramelo (ჸს᳥რტები);
  • თამარ კობიძე - Heart in Word (ქსǃა);
  • თამარ ჩახვაშვილი - Tamara's Refinishing LAB (ავეჯი);
  • ნინი რომაშვილი - Sweet Art by Nini (ტკბილ᳥ული);
  • დიანა შონია - Porto Megrelo (ჩურჩხელები, აჯიკა);
  • მარი სამადაძე - Mari's Delice (ტორტები);
  • სოფი ვილი - Soulscope Studio (მუსიკა);
  • ია კერესელიძე - Eya Konstantin Botanical Anti-Aging Skincare (კოსმეტიკა);
  • ეკატერინე მაწკაპლაძე - Maison Kato Studio (ფოტოგრაფია).

მეწარმეობა, კულტურა და ახალი პროფესიული კავშირები

ექსპოს მთავარი მიზანი ქართველი ქალი მეწარმეების მხარდაჭერა, მათი საქმიანობის პოპულარიზაცია და ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა იყო.

სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ პროდუქციის პრეზენტაციებში, ვორქშოფებსა და ცოცხალ დემონსტრაციებში, დაეგემოვნებინათ ქართული კერძები და ღვინო, ასევე ჩართულიყვნენ ნეთვორქინგისა და საქმიანი ურთიერთობების დამყარების აქტივობებში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატები, საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები.

პლატფორმა ქართველი ქალების საერთაშორისო ხილვადობისთვის

ქართველი ქალი მეწარმეების ექსპო 2026 მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდა ამერიკაში მცხოვრები ქართველი ქალების პროფესიული, ბიზნეს და შემოქმედებითი საქმიანობის წარმოსაჩენად.

ღონისძიებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ქართველი ქალი მეწარმეები წარმატებით ქმნიან, ავითარებენ და საერთაშორისო აუდიტორიას საკუთარ გამოცდილებასა და პროდუქტს აცნობენ, ხოლო მსგავსი ინიციატივები პროფესიული ქსელების გაფართოებისა და ახალი შესაძლებლობების შექმნის მნიშვნელოვან პლატფორმად იქცევა.

ქართველი ქალი მეწარმეების ექსპო 2026-ის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ღონისძიების ოფიციალურ გვერჸ.