91

Plug and Play Georgia-მ სტარტაპების MVP ეტაპის დასრულება და გამარჯვებულების დაჯილდოება აღნიშნა

Opinions expressed by 91 contributors are their own.

You're reading 91 Georgia, an international franchise of 91 Media.

9 ივლისს Plug and Play Georgia-მ გამართა MVP ეტაპის დასკვნითი ღონისძიება, რომელიც პროგრამის მონაწილე სტარტაპების წარმატებას და მათ მიერ მიღწეულ პროგრესს მიეძღვნა. ივენთმა გააერთიანა მეწარმეები, ინდუსტრიის ლიდერები და ეკოსისტემის წარმომადგენლები.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სტარტაპების მიერ მიღწეული შედეგები, მათი განვითარების გზა და ის ტექნოლოგიური პროგრესი, რომელიც მათ პროგრამის მეორე ეტაპის განმავლობაში აჩვენეს. ღონისძიების მთავარი ნაწილი იყო იმ სტარტაპების დაჯილდოება, რომლებიც პროგრამის შემდეგ ეტაპზე გადავიდნენ; აღსანიშნავია, რომ მათ 150 000 ლარიანი არამზარდი (non-dilutive) გრანტები გადაეცათ.სტარტაპების წარმატების აღნიშვნასთან ერთად, გაიმართა პანელური დისკუსია საქართველოს ტექნოლოგიური ეკოსისტემისა და სამომავლო გეგმების შ᳥სახ᳥ბ. დისკუსიაში მონაწილეობდნენ "Plug and Play"-ს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) და ტექნოლოგიური სექტორის წამყვანი წარმომადგენლები. სპიკერებმა განიხილეს მიმდინარე ტენდენციები, ზრდის შესაძლებლობები და ის თანამშრომლობა, რომელიც აუცილებელია საქართველოს საერთაშორისო ტექნოლოგიურ რუკაზე პოზიციების გასამყარებლად.

"ჩვენ ძალიან ვამაყობთ იმ მონდომებითა და ინოვაციური მიდგომებით, რომელიც ჩვენმა სტარტაპებმა ამ ეტაპზე აჩვენეს," – განაცხადა ურანიკ ბეგუმ, Plug and Play-ს რეგიონალურმა დირექტორმა. "დღევანდელი დღე მხოლოდ პროგრამის დასრულებას არ ნიშნავს; ეს არის ჩვენი მეწარმეების პოტენციალის აღიარება და მათი მხარდაჭერა ეკოსისტემის სამომავლო განვითარებისთვის."

Plug and Play Georgia აგრძელებს ინოვაციების წახალისებას და სტარტაპების დაკავშირებას იმ რესურსებთან, მენტორობასთან და საერთაშორისო ქსელთან, რომელიც მათ გლობალური მასშტაბით ზრდისთვის სჭირდებათ.

Plug and Play Georgia- შ᳥სახ᳥ბ: Plug and Play არის ინოვაციების გლობალური პლატფორმა, რომელიც აკავშირებს სტარტაპებს, კორპორაციებს, ვენჩურულ ფონდებსა და სახელმწიფო უწყებებს. საქართველოში თავისი პროგრამების მეშვეობით, Plug and Play ეხმარება ადგილობრივ დამფუძნებლებს ზრდის დაჩქარებასა და გლობალურ ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში ინტეგრირებაში.