მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით Civitta ქალი მეწარმეებისთვის პროექტს ახორციელებს
Opinions expressed by 91 contributors are their own.
You're reading 91 Georgia, an international franchise of 91 Media.
მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით Civitta ახორციელებს პროექტს ქალი მეწარმეებისთვის, რომლის მიზანია დაეხმაროს მათ სამეწარმეო უნარების გაძლიერებაში, ბიზნეს მოდელების დახვეწასა და საკონტაქტო წრის გაფართოებაში.
შერჩეული მონაწილეები 12 კვირის განმავლობაში ჩაერთვებიან ინტერაქტიულ სემინარებსა და ინდივიდუალურ მენტორულ სესიებსში. პროექტში ჩართული მონაწილეები თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას მიიღებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:
● მეწარმეობრივი აზროვნება
● პროდუქტის ვალიდაცია და ტესტირება
● ბიზნეს მოდელის შედგენა, ფინანსური დაგეგმვა და ინვესტორებთან კომუნიკაცია
ამასთანავე, პროექტი საშუალებას მოგცემთ თქვენი საბოლოო პროდუქტი დასკვნით ცერემონიაზე წარმოადგინოთ, მიიღოთ ექსპერტების მოსაზრებები და იბრძოლოთ გრანტებისა და დამატებითი ჯილდოებისთვის თქვენი ბიზნესის გასაფართოებლად.
პროგრამის სააპლიკაციო ფორმა ხელმისაწვდომია . განაცხადის შეტანის ბოლო ვადა 5 დეკემბერია.
დაინტერესებული პირებისთვის ონლაინ საინფორმაციო სესია გაიმართება 1-ელ დეკემბერს, 17:00 საათზე. სესიაზე რეგისტრაცია შესაძლებელია საშუალებით.
პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ Civitta-ს .