მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
Opinions expressed by 91 contributors are their own.
You're reading 91 Georgia, an international franchise of 91 Media.
თიბისის მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმაზე აშშ-ის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა ახლა უკვე დღეში 16 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. მომხმარებლებს აქციების ყიდვა-გაყიდვა შეუძლიათ როგორც ბაზრის გახსნამდე, ისე დახურვის შემდეგ.
სავაჭრო საათებია:
- 12:00–17:30 — ბაზრის გახსნამდე
- 17:30–00:00 — რეგულარული სავაჭრო საათები
- 00:00–04:00 — ბაზრის დახურვის შემდეგ
ბაზრისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ხშირად რეგულარული სავაჭრო საათების მიღმაც ქვეყნდება — მათ შორის: კომპანიების კვარტალური შედეგები, ეკონომიკური მონაცემები და კორპორაციული სიახლ᳥ები.
დამატებითი სავაჭრო საათები ინვესტორებს საშუალებას აძლევს, ბაზარზე მიმდინარე პროცესების შესაბამისად, გადაწყვეტილებები უფრო სწრაფად მიიღონ და მომდევნო სავაჭრო დღეს აღარ დაელოდონ.
ახალი ფუნქციონალი — აშშ-ის საფონდო ბირჟაზე გაზრდილი სავაჭრო საათების დამატება — საინვესტიციო პლატფორმის განვითარების კიდევ ერთი ნაბიჯია; ფუნქციონალის მიზანია, ინვესტირება უფრო მარტივი და მოქნილი გახდეს როგორც დამწყები, ისე გამოცდილი ინვესტორებისთვის.
დამატებითი სავაჭრო საათებით სარგებლობა შესაძლებელია თიბისის მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმიდან:
სავაჭრო საათები მოცემულია თბილისის დროით და შესაძლოა სეზონურად შეიცვალოს.
გაითვალისწინეთ, რომ დამატებითი სავაჭრო საათების ფუნქციონალით სარგებლობისთვის საჭიროა, თიბისის მობაილბანკის აპლიკაციის განახლება.
ეს არ არის ფინანსური რჩევა.