91

Jetour G700 საქართველოში: პრემიუმ, ტექნოლოგიური და მრავალფუნქციური SUV ახალი თაობისთვის

Opinions expressed by 91 contributors are their own.

You're reading 91 Georgia, an international franchise of 91 Media.

Jetour Georgia-მ ქართულ ბაზარზე ბრენდის ფლაგმანური მოდელი, წარადგინა – პრემიუმ კლასის SUV, რომელიც აერთიანებს მძლავრ ჰიბრიდულ სისტემას, მაღალი გამავლობის შესაძლებლობებს, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და პრემიუმ კომფორტს. კომპანიის შეფასებით, ახალი მოდელი პასუხობს იმ მომხმარებლების მოთხოვნებს, რომლებიც ავტომობილის არჩევისას განსაკუთრებულ ყურადღებას უსაფრთხოებას, ხარისხსა და მრავალფუნქციურობას უთმობენ.

Jetour Georgia ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში

კომპანიის გენერალური დირექტორის, ირინა დარჩიას თქმით, Jetour-ის საქართველოში ოფიციალურად წარმოდგენის გადაწყვეტილება შემთხვევითი არ ყოფილა.

"ჩვენ ვხედავდით, რომ ადგილობრივი ბაზარი სწრაფად ვითარდებოდა და მომხმარებელი სულ უფრო მეტად ეძებდა თანამედროვე, ტექნოლოგიურ და ხარისხიან ავტომობილებს, თუმცა ამავე დროს მნიშვნელოვანი გახდა ისიც, თუ ვინ იდგა ამ ბრენდის უკან", – ამბობს ის.

აღნიშნავს, რომ E-Motors Georgia-მ აიღო პასუხისმგებლობა, რომ Jetour საქართველოში წარმოდგენილიყო ოფიციალურად, ქარხნის სრული მხარდაჭერით, ოფიციალური გარანტიითა და იმ სტანდარტებით, რასაც საერთაშორისო ბრენდი მოითხოვს.

"ჩვენი მიზანი თავიდანვე იყო მომხმარებლისთვის შეგვეთავაზებინა არა მხოლოდ ავტომობილი, არამედ სრული ეკოსისტემა – სანდოობა, ხარისხიანი მომსახურება და გრძელვადიანი ურთიერთობა".

კომპანიის გენერალური დირექტორი ხაზს უსვამს, რომ დღეს ავტომობილის ბაზარი ძალიან კონკურენტულია და მხოლოდ დიზაინით ან ტექნიკური მახასიათებლებით განსხვავება უკვე საკმარისი აღარ არის.

Jetour-ის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ბრენდი მოკლე დროში განვითარდა თანამედროვე ტექნოლოგიების, უსაფრთხოებისა და მომხმარებლის რეალურ საჭიროებებზე ორიენტირებული მიდგომით.

"მისი ფილოსოფია, Travel+ ზუსტად ასახავს ამ მიდგომას. ავტომობილი მხოლოდ გადაადგილების საშუალება აღარ არის – ის თავისუფლების, გამოცდილებისა და ცხოვრების სტილის ნაწილია.

ამავდროულად, მომხმარებელი იღებს იმ დონის აღჭურვილობასა და ტექნოლოგიებს, რომლებიც წლების განმავლობაში, მხოლოდ გაცილებით მაღალი ფასის სეგმენტში იყო ხელმისაწვდომი" – აღნიშნავს ირინა.

ბრენდის ახალი ფლაგმანური SUV

კომპანიამ საქართველოში პირველად წარადგინა ბრენდის ფლაგმანური პრემიუმ SUV. აღნიშნული მოდელი აერთიანებს მძლავრ ჰიბრიდულ სისტემას, მაღალი გამავლობის შესაძლებლობებს, პრემიუმ ინტერიერსა და უახლეს ტექნოლოგიებს.

904 ცხენის ძალა და 1135 ნიუტონ-მეტრი მაბრუნებელი მომენტი G700-ს შთამბეჭდავ დინამიკას ანიჭებს, 0-დან 100 კმ/სთ-მდე ავტომობილისულ რაღაც 4.6 წამში ჩქარდება, ხოლო ერთი სრული დამუხტვითა დასაწვავის ავზის შევსებით 1200 კმ-მდე მანძილის დაფარვა შეუძლია. ავტომობილის მთავარი უპირატესობა ძალასა და კომფორტს შორის ბალანსია. ირინა დარჩიას თქმით, მანქანა კომფორტული და საიმედოა როგორც ქალაქში, ისე გრძელ მოგზაურობებსა და რთულ გზებზე.

"საქართველოს ბაზარი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შეიცვალა. დღეს მომხმარებელი ბევრად უფრო ინფორმირებულია და ავტომობილის არჩევისას აფასებს არა მხოლოდ ფასს, არამედ ტექნოლოგიებს, უსაფრთხოებას, ხარისხსა და კომფორტს.

ჩვენ დავინახეთ, რომ პრემიუმ SUV-ების სეგმენტში არსებობდა მოთხოვნა ავტომობილზე, რომელიც ამ ყველაფერს ერთ პროდუქტში გააერთიანებდა. სწორედ ამ მოთხოვნის პასუხია".

ვისთვის არის განკუთვნილი ?

განკუთვნილია მათთვის, ვინც ავტომობილისგან მრავალფუნქციურობას ელოდება. 6-ადგილიანი (2+2+2) კონფიგურაცია, ფართო ინტერიერი და პრემიუმ კომფორტი მას იდეალურ არჩევანად აქცევს როგორც ოჯახებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ უსაფრთხო, კომფორტული და ტევადი ავტომობილი, ა სევე აქტიური ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის, რომლებიც ხშირად მოგზაურობენ.

"G700 თანაბრად კომფორტულია ქალაქში, გრძელ მარშრუტებსა და რთულ საგზაო პირობებში, რაც მას უნივერსალურ ავტომობილად აქცევს სხვადასხვა საჭიროების მქონე მომხმარებლისთვის".

რატომ იზრდება Jetour-ის პოპულარობა ქართულ ბაზარზე?

კომპანიის გენერალური დირექტორი აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში ჩინური ავტოინდუსტრია მნიშვნელოვნად განვითარდა, ხოლო დღეს უკვე კონკურენციას უწევს მსოფლიოს წამყვან ბრენდებს, როგორც ტექნოლოგიებით, ისე ხარისხითა და უსაფრთხოების სტანდარტებით.

"ვფიქრობ, სწორედ ამიტომ გაიზარდა მომხმარებლის ნდობა და ინტერესიც ამ ავტომობილების მიმართ.

Jetour-ის შემთხვევაშიც ამას ყოველდღიურად ვხედავთ. ჩვენი მომხმარებლების რაოდენობა მუდმივად იზრდება, ბრენდის ცნობადობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, ხოლო კმაყოფილი მომხმარებლების პოზიტიური გამოცდილება ჩვენი განვითარების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა. ეს გვარწმუნებს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ და ჩვენი მიზანია მომხმარებელს შევთავაზოთ თანამედროვე, ხარისხიანი ავტომობილები და მაღალი დონის მომსახურება" , – ამბობს ის.

რა პირობებს სთავაზობს Jetour Georgia მომხმარებლებს?

"ჩვენთვის ავტომობილის გაყიდვა მხოლოდ პირველი ეტაპია. შემდგომი მომსახურება, გარანტია, ორიგინალი სათადარიგო ნაწილები, პროფესიონალური ტექნიკური მხარდაჭერა – სწორედ ეს ქმნის მომხმარებლის გამოცდილებას.

როგორც ოფიციალური წარმომადგენელი, სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ იმაზე, რომ მომხმარებელმა ავტომობილის ექსპლუატაციის მთელი პერიოდის განმავლობაში მაღალი ხარისხის მომსახურება მიიღოს. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ღირებულება ", – განმარტავს ირინა დარჩია.

ის აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე საქართველოში წარმოდგენილია -ის უმაღლესი, 6-ადგილიანი (2+2+2) კომპლექტაცია. ამავდროულად, უახლოეს მომავალში ელოდებიან 5-ადგილიანი ვერსიის შემოსვლასაც, რომელიც უფრო ხელმისაწვდომი ფასით იქნება წარმოდგენილი და მომხმარებელს არჩევანის კიდევ უფრო ფართო შესაძლებლობას მისცემს.

"აღსანიშნავია, რომ დღეს -ის შეძენა წინასწარი შეკვეთის შემთხვევაში შესაძლებელია 50 000 აშშ დოლარის ეკ ვივალენტ ლარში, ნაცვლად 57 000 აშშ დოლარისა. გარდა ამისა, თითოეული მომხმარებელი საჩუქრად მიიღებს 1-წლიან უფასო ავტომობილის დაზღვევას, რაც ჩვენს სპეციალურ შეთავაზებას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის".

სამომავლო გეგმები

ირინა დარჩიას თქმით, სამომავლოდ იგეგმება როგორც ახალი მოდელების წარმოდგენა, ასევე მომხმარებელთან ურთიერთობის სრულიად ახალი ფორმატების განვითარება.

"ბოლო პერიოდში სწორედ ამ მიზნით დავიწყეთ Jetour Club-ის ღონისძიებები, სადაც ავტომობილი მხოლოდ ექსპოზიციის ნაწილი აღარ არის, მომხმარებელი თავად ხდება ბრენდის გამოცდილების მონაწილე. ვფიქრობ, სწორედ ასეთი მიდგომა განსაზღვრავს საავტომობილო ინდუსტრიის მომავალსაც.

ჩვენი მიზანია, E-Motors Georgia საქართველოში იყოს კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს არა მხოლოდ ავტომობილს, არამედ ბრენდთან ურთიერთობის სრულიად ახალ გამოცდილებას. სწორედ ამ ხედვით გეგმავს კომპანია როგორც ახალი მოდელების, ისე მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების განვითარებას", – ამბობს ირინა დარჩია, Jetour Georgia-ს გენერალური დირექტორი.