91

"გალერია თბილისის" ციფრული სასაჩუქრე ბარათის ყიდვა უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკიდანაა შესაძლებელი

Opinions expressed by 91 contributors are their own.

You're reading 91 Georgia, an international franchise of 91 Media.

მომხმარებელს უკვე შეუძლია გალერია თბილისის სასაჩუქრე ბარათი საქართველოს ბანკის მობილბანკიდან შეიძინოს და გაანაღდოს სავაჭრო ცენტრში არსებულ სხვადასხვა მაღაზიებში.

"აღნიშნული სერვისი მომხმარებელს ძალიან უმარტივებს სასაჩუქრე ბარათის ყიდვის პროცესს, ბარათი ციფრულია და სულ რამდენიმე წუთია საჭირო საყიდლად. მნიშვნელოვანია, ის რომ მხოლოდ მობილური ნომრის მითითებით შეუძლია მომხმარებელს ციფრული სასაჩუქრე ბარათი გაუგზავნოს მისთვის სასურველ ადრესატს, ბარათი მომენტალურად დაემატება ციფრულ საფულეში (Wallet/ Google Pay) და ადრესატი საკუთარი სურვილისამებრ შეძლებს ციფრული სასაჩუქრე ბარათის სხვადასხვა ობიექტებში განაღდებას" - აცხადებენ "გალერია თბილისში".

ციფრულ სასაჩუქრე ბარათზე თანხის დარიცხვის მაქსიმალური ლიმიტი 1500 ლარია.

გაჸǃწ᳥რ᳥თ