91

დაიბრუნეთ დახარჯული თანხის 40% JYSK – ში, საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას

Opinions expressed by 91 contributors are their own.

You're reading 91 Georgia, an international franchise of 91 Media.

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, მომხმარებლებს მორიგ საახალწლო შეთავაზებას უკეთებს და მათ JYSK-ში შოპინგისას, დახარჯული თანხის 40%-ის დაბრუნების შესაძლებლობას აძლევს.

შეთავაზების ფარგლებში, 27 დეკემბერს, ის მომხმარებლები რომლებიც საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით ისარგებლებენ, JYSK-ში შოპინგისას 40%-იან ქეშბექს მიიღებენ. (მაქსიმუმ 150 ლარი).

ქეშბექი 3 სამუშაო დღეში დაგერიცხებათ.

შეთავაზება მოქმედებს JYSK-ის როგორც ფიზიკურ, ისე ონლაინ მაღაზიებში.

ინფორმაციისთვის, ნაწილ-ნაწილ საქართველოს ბანკის გადახდის მეთოდია, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერი სასურველი ნივთი იყიდონ ან მიიღონ მომსახურება დღესვე. ღირებულება კი 4 თვეზე თანაბრად გადაანაწილონ ისე, რომ ნივთის ჯამური ფასი არ გაუძვირდეთ. (ეფექტური 0%).

ამასთანავე, მომხმარებლებს შეუძლიათ ჯამური თანხის ნაწილი გადაიხადონ, დარჩენილი კი მომდევნო თვეებზე გადაანაწილონ. ამრიგად, ნაწილ-ნაწილ გადაიხდით ზუსტად იმდენს, რასაც ერთიანად გადაიხდიდით.