BTU აბიტურიენტებისთვის - მასშტაბური პროექტი საჩუქრად საქართველოს ყველა აბიტურიენტს
Opinions expressed by 91 contributors are their own.
You're reading 91 Georgia, an international franchise of 91 Media.
საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრები აბიტურიენტებისთვის მასშტაბურ, პროექტს აანონსებს. ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი, სრულად დაფინანსებული მოდულები, მათემატიკის კონკურსი მასწავლებლებისთვის და მოსწავლეებისთვის, მსხვილი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით გამართული პროფესიული ორიენტაციის პროგრამები და საინფორმაციო შეხვედრები, ციფრული მარკეტინგის ტრენინგი აბიტურიენტებისთვის, ტრენინგები პირველი სტუდენტური სტარტაპის შესაქმნელად, ინოვაციური იდეების კონკურსი - იდეათონი, სწრაფი ჭადრაკი აბიტურიენტებისთვის და სხვა.
პროექტში მონაწილეობის მსურველ აბიტურიენტთა რეგისტრაცია მიმდინარეობს
მასშტაბურ პროექტში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პარტნიორი ორგანიზაციებიც ერთვებიან. კონკურსები აბიტურიენტებისთვის,Online საინფორმაციო შეხვედრები, კამპუსის საინფორმაციო ტურები და სხვა აქტივობები სრული დაფინანსებით გაიმართება და მასში მონაწილეობა წინასწარ რეგისტრირებულ ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერისტეტში, საბაკალავრო საფეხურზე 4 აკრედიტებული პროგრამა მოქმედებს:
- ბიზნესის ადმინისტრირება/მენეჯმენტი – 1950101
- ბიზნესის ადმინისტრირება/ფინანსები – 1950102
- ციფრული მარკეტინგი – 1950103
- საინფორმაციო ტექნოლოგიები – 1950104