91

"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის" სამედიცინო პუნქტები "ბიოგრაფი ლივინგის" საცხოვრებელ კომპლექსებში განთავსდება

Opinions expressed by 91 contributors are their own.

You're reading 91 Georgia, an international franchise of 91 Media.

"ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისსა" და "ბიოგრაფი ლივინგს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანია "ბიოგრაფი ლივინგის" რეზიდენტებისთვის სამედიცინო სერვისების მიღება მათ საცხოვრებელ კომპლექსში.

შეთანხმების ფარგლებში, "ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის" სამედიცინო პუნქტები "ბიოგრაფი ლივინგის" საცხოვრებელ კომპლექსებში განთავსდება და რეზიდენტებს 24/7 რეჟიმში მოემსახურება.

პუნქტებში შესაძლებელი იქნება პაციენტების პირველადი შეფასება, სასიცოცხლო მაჩვენებლების მონიტორინგი, გადაუდებელი დახმარების გაწევა კომპეტენციის ფარგლებში, ინექციებისა და ინფუზიური თერაპიის ჩატარება ექიმის დანიშნულებით, ლაბორატორიული მასალის აღება, ელექტროკარდიოგრამის გადაღება, ჭრილობების დამუშავება და სხვა მნიშვნელოვანი საექთნო სერვისები.

"ჩვენი მიზანია, ჯანდაცვა იყოს არა მხოლოდ მაღალი ხარისხის, არამედ - მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და კომფორტული. სწორედ ამ ხედვას ემსახურება საცხოვრებელ კომპლექსებში 24/7 რეჟიმში მოქმედი სამედიცინო პუნქტების გახსნა, სადაც კვალიფიციური ექთნები მუდმივად იქნებიან მზად რეზიდენტების მხარდასაჭერად.

ეს პროექტი "ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის" განვითარების სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენ ვაგრძელებთ ბრენდის გაფართოებას და ახალი, თანამედროვე ჯანდაცვის მოდელების დანერგვას, რათა მოსახლეობას შევთავაზოთ საერთაშორისო სტანდარტების სამედიცინო მომსახურება დროულად იქ, სადაც მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ,"-აღნიშნა "ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის" აღმასრულებელმა დირექტორმა - თეიმურ მუსაიევმა.

სამედიცინო კაბინეტებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების მონიტორინგს, ჯანმრთელობის პრევენციას და ჯანდაცვის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს და გაზრდის ჯანმრთელობის დაცვის ხელმისაწვდომობას.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ "ბიოგრაფი ლივინგის" პროექტები მხოლოდ საცხოვრებელი სივრცე არ იყოს და ადამიანებს ყოველდღიური ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად საჭირო სერვისებზეც ჰქონდეთ მარტივი წვდომა. "ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისთან" თანამშრომლობა ამ ხედვის მნიშვნელოვანი ნაწილია და გვაძლევს შესაძლებლობას, ჩვენს რეზიდენტებს პირველადი სამედიცინო მომსახურება მათივე საცხოვრებელ კომპლექსში შევთავაზოთ. გვჯერა, რომ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე ზრუნვა თანამედროვე საცხოვრებელი ეკოსისტემის განუყოფელი ნაწილია," - აღნიშნა "ბიოგრაფი ლივინგის" აღმასრულებელმა დირექტორმა ვასილ ფხაკაძემ.

სამედიცინო პუნქტების პროექტი კიდევ ერთხელ ადასტურებს "ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის" მისწრაფებას, თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების სამედიცინო მომსახურება პაციენტებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადოს. "ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" ქალაქის ცენტრში მდებარე, JCI აკრედიტაციის მქონე მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც 2021 წლიდან ფუნქციონირებს. ჰოსპიტალი სწრაფად ჩამოყალიბდა თანამედროვე, ტექნოლოგიურად განვითარებულ და საერთაშორისო დონის ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებელ ცენტრად, სადაც თითოეული პაციენტი თავს დაცულად და დაფასებულად გრძნობს.

"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" აერთიანებს 168 საწოლს, 7 საოპერაციო ბლოკს, 2 კათეტერიზაციის ლაბორატორიას და თანამედროვე დიაგნოსტიკურ ჰაბს და პაციენტებს სთავაზობს მაღალტექნოლოგიური კვლევებისა თუურთულესი ქირურგიული ჩარევების ფართო სპექტრს, ხოლო ახალი პროექტების განხორციელებით აგრძელებს ხარისხიანი და ინოვაციური ჯანდაცვის სერვისების განვითარებას საქართველოში.