91

ახალი გასართობი სივრცეები და ალპური მარშუტები - რა სიახლეებს სთავაზობს Crystal Hotel & SPA დამსვენებლებს?

Opinions expressed by 91 contributors are their own.

You're reading 91 Georgia, an international franchise of 91 Media.

ფოტო: მარიამ მუმლაძე

დიდი ხანია, ბაკურიანი მხოლოდ თოვლსა და ზამთართან აღარ ასოცირდება. აქაური ფიჭვნარი, მთის სუფთა ჰაერი და უნიკალური ბუნება სულ უფრო მეტ ვიზიტორს იზიდავს წელიწადის ნებისმიერ დროს. მზარდ ინტერესთან ერთად კი, ცხადია, ჩნდება საჭიროება, სტუმრებს კიდევ უფრო მეტი გასართობი თუ საინტერესო აქტივობა დახვდეთ თავშესაქცევად – ისეთი სივრცეები, სადაც ნებისმიერი ასაკისა თუ გემოვნების ადამიანი შეძლებს დასვენების თითოეული დღის დაუვიწყარ მოგონებად ქცევას.

დღესდღეობით პრემიუმ კლასის კურორტზე დასვენება სცდება მხოლოდ კომფორტული ნომრისა და სამჯერადი კვების ფარგლებს. სტუმრისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმ ემოციურ გამოცდილებას, რასაც კომპლექსი სთავაზობს – იქნება ეს ექსტრემალური მარშრუტები, სპორტული აქტივობები თუ ოჯახური გართობისთვის შექმნილი მრავალფეროვანი სივრცეები.

ფოტო: მარიამ მუმლაძე

სწორედ ამ მიმართულებით აგრძელებს განვითარებას Crystal Hotel & SPA და ზაფხულის სეზონზე სტუმრებს სასიამოვნო სიახლეებს სთავაზობს.

"კრისტალისთვის" საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარება ცალკეული პროექტების ერთობლიობაზე მეტია. ბრენდის ხედვა მუდმივ განახლებასა და იმ ახალი შესაძლებლობების შექმნას ეფუძნება, რომლებიც სტუმრის გამოცდილებას სრულად ცვლის. სწორედ ამ ფილოსოფიას უკავშირდება ახალი სივრცეების შექმნა როგორც სასტუმროს შიდა ტერიტორიაზე, ისე მის მიმდებარედ.

ფოტო: მარიამ მუმლაძე

მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი საინტერესო სიახლე ტაბაწყურის ტბის მიმართულებით ბაგი ტურია, რომელიც "კრისტალის" მეორე საბაგიროს ზედა სადგურიდან, ტობოგანის მიმდებარე ტერიტორიიდან იწყება და 12-კილომეტრიან მარშრუტზე გადის.

ფოტო: მარიამ მუმლაძე

დაახლოებით 1,5-საათიანი მოგზაურობა ალპურ ზონას მიუყვება და ტაბაწყურის ტბასთან სრულდება, სადაც ტემპი ნელდება და სტუმრებს შეუძლიათ დრო ხედებით ტკბობას, ფოტოების გადაღებას ან, სურვილის შემთხვევაში, ნავით გასეირნებასაც დაუთმონ.

ბაკურიანის ულამაზესი ბუნების აღმოჩენის გარდა, Crystal Hotel & SPA-მ სტუმრებს ახალი გასართობი სივრცეც დაახვედრა. ღია ცის ქვეშ, პანორამული პეიზაჟების ფონზე მოწყობილი ატრაქციონების პარკი 8 სხვადასხვა ობიექტს აერთიანებს და იდეალური ადგილია ოჯახური დასვენებისთვის – პარკში 3 წლის ასაკიდან პატარა ვიზიტორებისთვის ყველა პირობაა შექმნილი დროის მხიარულად და უსაფრთხოდ გასატარებლად.

ფოტო: მარიამ მუმლაძე

კომპლექსის განვითარების პროცესში ზაფხულის სეზონზე განსაკუთრებული ადგილი დახურულ გასართობ სივრცეებს დაეთმო. Ski Arena-ს ორ სართულზე თანამედროვე სათამაშო ცენტრი მოეწყო, სადაც არკადული ზონა – რეალისტური სარბოლო სიმულატორები, მოტოციკლები და ვიდეოთამაშები უფროსებისა და მოზარდების საყვარელ სივრცედ იქცა. აქვე ცალკე გამოიყო კეთილმოწყობილი ზონა 4 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, სადაც პატარებს ბურთების აუზი, რბილი კონსტრუქციები და განვითარებაზე ორიენტირებული სათამაშოები ელით.

ფოტო: მარიამ მუმლაძე

სწორედ ასეთი მრავალფეროვანი სივრცეების შექმნა და ყოველ სეზონზე შეთავაზებული სიახლ᳥ები ადასტურებს, რომ ბრენდისთვის განვითარება უწყვეტი პროცესია და არა ცალკეული, ერთჯერადი პროექტი. 2009 წლიდან Crystal Hotel & SPA სეზონიდან სეზონამდე ზრდის საკუთარ შესაძლებლობებს და ახალ მიმართულებებს ნერგავს. მიმდინარე სეზონიც ამ დიდი ისტორიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია, რაც ბაკურიანს, როგორც ოთხსეზონიან კურორტს, კიდევ უფრო უმყარებს პოზიციებს.