ახალი ფუნქციონალი - დაამატე და გაყავი საერთო ხარჯები თიბისის მობაილბანკში
Opinions expressed by 91 contributors are their own.
You're reading 91 Georgia, an international franchise of 91 Media.
მორიგ მნიშვნელოვან სიახლეს გთავაზობთ. ახალი ფუნქციონალი - საერთო ხარჯები თქვენს ყოველდღიურობას კიდევ უფრო მეტად გაამარტივებს.
ამიერიდან, აღარ მოგიწევთ ქვითრების გაგზავნა, გაყოფა და მიმატება, თვლაში დროის დაკარგვა და მერე სათითაოდ, ყველა ადამიანთან გადაგზავნა.
"ანგარიში ჩააგდე" - ამ სიტყვებს, მობაილბანკის ახალი ფუნქციონალის დახმარებით, უკვე წარსულს ჩააბარებთ.
მობაილბანკში საერთო ხარჯების სივრცეს შექმნით, მოიწვევთ მეგობრებს და ყოველ ჯერზე, როცა საერთო ხარჯი გექნებათ, ამ სივრცეშივე შეძლებთ მითითებას, გაყოფას და ერთმანეთთან ანგარიშსწორებას. ფუნქციონალი მრავალჯერადი გამოყენებისაა.
მოგზაურობა, ტრანსპორტის ხარჯები, ბარებსა თუ რესტორნებში სტუმრობა და კიდევ უამრავი რამ, რაც თქვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, ახლა უკვე მობაილბანკის საერთო ხარჯებში მოიყრის თავს.